31.3.10

როგორ ვასწავლოთ VI კლასში "ჩირიკი და ჩიკოტელა"? ( II ნაწილი)

           ყურადღება უნდა მივაქციოთ ასევე იმ ხალხურ გამონათქვამებს, რომლებიც თავისებურ ელფერს აძლევს მოთხრობას. ამ გამონათქვამებთან დაკავშირებით შესაძლოა შეირჩეს "პატარა მსჯელობის" ან "საინტერესო დისკუსიის" გამათვის გზები.
       გამონათქვამის გააზრების პარალელურად მოსწავლის ყურადღებას მივმართავთ იმისაკენ, თუ რომელ პერსონაჟზეა ნათქვამი მსგავსი რამ. ეს კი ხელს უწყობს ხალხური სიბრძნის და სხარტი გამოთქმების გააზრების კვალდაკვალ, პერსონაჟთა დასახასიათებლად ნიადაგის შემზადებას. ამ ტიპის გამონათქვამებად მივიჩნიე და მოსწავლეების სააანალიზოდ შევარჩიე შემდეგი : ....

როგორ ვასწავლოთ VI კლასში "ჩირიკი და ჩიკოტელა"? ( I ნაწილი)

       გიორგი ლეონიძის "ჩირიკი და ჩიკოტელა" ერთ–ერთი იმ მოთხრობათაგანია, რომლის შესწავლა მოსწავლეებს ძალიან უხარიათ და ეხალისებათ. ცხადია, იმ შემთხვევაში, თუ მასალის მიწოდება სწორად ხდება. ნაწარმოები ორი ადამიანის – ჩირიკისა და ჩიკოტელას– ცხოვრებისეულ დრამას ეხება. განვითარებული მოვლენები, ასე თვალნათლივ დაპირისპირებული სიკეთე და ბოროტება, შრომისმოყვარეობა და უსაქმურობა, მიმტევებლობა და ღვარძლიანობა.... კარგი მასალაა იმისათვის, რომ მოსწავლეთა მსჯელობა და განსჯა გავაფართოვოთ და განვავითაროთ. 
      მოთხრობა გადმოცემულია საოცრად ლამაზი ენით, მდიდარი ქართულით. სიტყვები, რომლებიც ნაწარმოებში გვხვდება დღეს , თითქმის, არ გამოიყენება! ამდენად, მოცემულ სიტყვათა განმარტებით, მათი თანამედროვე შესატყვისების დაძებნით შესაძლებელია მოსწავლის ლექსიკური მარაგის გამდიდრება. 
        სანამ შეუდგებით საანალიზო თემატიკის გაშლას,  ნაწარმოების შინაარსი უნდა იქნეს კარგად გააზრებული. ტექსტის უკეთ შესწავლისათვის "ჩირიკი და ჩიკოტელა" 5 ნაწილად დავყავი. (თავად მასწავლებელს შეუძლია შეცვალოს ტექსტის განაწილება). შევარჩიე დავალება–სავარჯიშოების რამდენიმე ტიპი: ....

29.3.10

სწორად თუ სწორედ?


   სწორად  და  სწორედ სიტყვებს ერთი ასო განასხვავებს. ორივე ეს ფორმა ერთი და იმავე ფუძისაგან არის ნაწარმოები,  ორივე მათგანი მართებული ფორმაა, შეგვიძლია მათი გამოყენება , მხოლოდ თავ–თავის ადგილას: ერთის ნაცვლად მეორეს ვერ ვიხმართ და –პირიქით.
        სწორად  სიტყვა ნაწარმოებია ზედსართავი სახელისაგან– სწორი, რომელსაც დაესმის კითხვა: როგორი? სწორად სიტყვას სამი მნიშვნელობა შეიძლება ჰქონდეს:
1. პირდაპირ (მაგ.: სულ სწორად იარეთ, არ გადაუხვიოთ  და გამოჩნდება ჩვენი სკოლა).
2. მართებულად, უშეცდომოდ (მაგ.:ტესტი სწორად მხოლოდ ერთმა მოსწავლემ დაწერა).
3. ტოლად, თანაბრად (მაგ.: "ვარდთა და ნეხვთა ვინათგან მზე სწორად მოეფინების").
ამრიგად, სწორად = ტოლად, თანაბრად; პირდაპირ;მართებულად, უშეცდომოდ.
      სწორედ  სიტყვის ამოსავალია დღეს დიალექტურ ფორმად

25.3.10

ბევრი წერილები თუ ბევრი წერილი?


       ჩვენს ტელეეკრანებზე ხშირად გადის რეკლამა უგემრიელესი ტკბილეულისა. ეს ტკბილეულია "რაფაელო".რას ვერჩით ჩვენ ახლა ამ "რაფაელოს"? ვერაფერს იტყვი, გემო , მართლაც ,შესანიშნავია. მაგრამ ამჯერად გავიხსენოთ ამ ტკბილეულის   რეკლამა და ბელარინას სიტყვები :"ოჰ, ამდენი ყვავილები?!" 
  ეს შეცდომაა!!! ( თორემ "რაფაელო" ძალიან გემრიელია). :)))
ქართულში სიმრავლის აღმნიშვნელ სიტყვებთან არსებითი სახელი მხოლობით რიცხვში იხმარება. მაგალითად, ამ შემთხვევაში ასე უნდა ვთქვათ :"ოჰ, ამდენი ყვავილი?!".
   სხვა ენაში, მაგალითად,ინგლისურში, რუსულში  ასე არ არის, იქ არსებით სახელი მრავლობით რიცხვში დგას მრავლობითს გამომხატველ სიტყვასთან. ( გაიხსენეთ,როგორ იტყოდით ინგლისურად ან რუსულად "ორი ბურთი").
  მაშასადამე, სიმრავლის აღმნიშვნელ მსაზღვრელთან საზღვრული სახელიმხოლობით რიცხვში უნდა ვიხმაროთ: ბევრი წერილი, მრავალი მნახველი, ზოგი ექიმი, რამდენიმე ბავშვი, სხვადასხვა ქალაქი, უამრავი სტუმარი, ამდენი ყვავილი... სხვა ენა,ათას ერთ ი რამე...

შენიშვნა:
 დავაკვირდეთ სიტყვათა წყვილს: ბევრი წერილი

გაყიდვაშია, ხმარებაშია, შეხებაშია, შეტევაშია?

გაყიდვა, ხმარება, შეხება, შეტევა მოქმედების აღმნიშვნელი სახელებია. მოქმედების სახელები ფორმალური თვისებებითაც და მნიშვნელობითაც უფრო ახლოს დგას ზმნებთან, ვიდრე სახელთან.
დავაკვირდეთ სიტყვებს: გაყიდვა–ში, ხმარება–ში, შეხება–ში, შეტევა–ში... პირველი ნაწილი არის მოქმედების სახელი (გაყიდვა, ხარება, შეხება, შეტევა), ხოლო მეორე ნაწილი – –ში თანდებული.
თანდებული უმეტესად არსებით სახელს დაერთვის. მოქმედების სახელი კი, როგორც უკვე აღვნიშნეთ, უფრო ახლოს დგას ზმნასთან, ვიდრე სახელთან, ამიტომ ამგვარი ფორმები ყურს გვჭრის და ქართული ენის ნორმების გათვალისწინებით დარღვევად ითვლება.
      თუ დავფიქრდებით, ძალიან ხშირად წაგვიკითხავს, მოგვისმენია და გვინახავს ტელევიზიით მსგავსი ტიპის შეცდომიანი ფორმები. მაგალითად, ბევრი რეკლამა

19.3.10

საინტერესოა ადამიანი



      საინტერესოა ადამიანი....
 საინტერესოა ყველა ადამიანი!
 საინტერესოა ზოგი–მეტად, ზოგი– ნაკლებად, მაგრამ მაინც საინტერესოა.
     ახალ გარემოში მოხვედრისას მიზიდავს სწორედ ის, რომ იქ ბევრი რამაა ჯერ შეუცნობელი, ამოუცნობი, გასათვალისწინებელ–დაკვირვებადი.
  ხოდა, დაკვირვებიხართ, როგორ იქცევიან გარშემომყოფნი?!
 დაფიქრებულხართ იმაზე, რომ რამდენიმე ჯგუფი არსებობს და ყველა, მეტად თუ ნაკლებად, თავის ადგილს პოულობს კონკრეტულ ჯგუფში.
მე ვერ ჩამოვთვლი  ამ ჯგუფებს აქ და არა იმიტომ, რომ არ ვარ დარწმუნებული, ან რამე

CV

       ალბათ, რამდენჯერ გვსმენია, რომ ჩვენი ოჯახის წევრი თუ მეგობარი წერს CV-ს. ვიცით, რა არის CV? როგორ იწერება და საერთოდ, რა საჭიროა  CV–ს დაწერა? 
    CV არის ლათინური სიტყვების Curriculum Vitae–ს პირველი ასოები. Curriculum Vitae ნიშნავს "ცხოვრების გზას" ჩვენი ცხოვრების გზა სხვადასხვა კუთხით, სხვასდასხვა დროს და სხვადასხვა მიზნით  შეიძლება გახდეს საინტერესოასეთ დროს კი ვწერთ ავტობიოგრაფიას.
    სიტყვა ავტობიოგრაფიის შემადგენელი პირველი ნაწილი არის სიტყვა ავტო, რაც შეესატყვისება ქართულ ნაცვალსახელებს –თავისი, თვით. ავტო სიტყვის მონაწილეობით ქართულში არაერთი სიტყვაა შედგენილი. გაიხსენეთ, თუნდაც, ავტოგრაფი (საკუთარი ხელმოწერა), ავტოპორტრეტი (მხატვრის მიერ შესრულებული საკუთარი პორტრეტი) ....
     ავტობიოგრაფია– საკუთარი ბიოგრაფიაა, ამიტომ სრულიად გაუმართლებელია ამ

12.3.10

ყოველი ჩვენთაგანი(თქვენთაგანი) თუ ყოველი ჩვენგანი(თქვენგანი)?

     ხშირად გაგვიგია გამოთქმა "ყოველი ჩვენთაგანი ხალხისთვის იბრძვის" ან "გთავაზობთ საუკეთესო მომსახურებას თითოეულ თქვენთაგანს "  და ა.შ. ამ ტიპის გამონათქვამები ხშირია რეკლამაში, კერძო საუბარში და უნდა ვიცოდეთ ,რომ არასწორია!!!


! სწორია : ყოველი ჩვენგანი, თითოეული ჩვენგანი
                 ყოველი თქვენგანი, თითოეული თქვენგანი
               ზოგიერთი თქვენგანი, ზოგიერთი ჩვენგანი
               არც ერთი ჩვენგანი,არც ერთი თქვენგანი ...
           დავუკვირდეთ ამ გამოთქმებს.მათში საუბარია ბევრისგან ერთის გამოყოფაზე. პირველი და მეორე პირის აღმნიშვნელი ნაცვალსახელები – ჩვენ და თქვენ –თავად გამოხატავენ სიმრავლეს  და მათ მრავლობითის –თა სუფიქსის დამატება სიმრავლის გამოსახატად აღარ სჭირდებათ.
       იგივე გამოთქმები შეგვიძლია სხვაგვარადაც ავაგოთ. ვთქვათ, გვეკითხებიან : თქვენგან რომელმა იცის ნინოს მისამართი? სრული ფორმის უარყოფითი პასუხი ამ კითხვაზე იქნებოდა: ჩვენგან არც ერთმა არ იცის ნინოს მისამართი. (ანუ არც ერთმა ჩვენგანმა არ იცისნინოს მისამართი).
        შეცდომიანი ფორმების დამკვიდრებას ხელი შეუწყო გამოთქმებმა, რომლებიც თავისთავად სწორია : მათგან ერთი, ყოველი მათგანი, თითოეული მათგანი და ა.შ.
პირველი და მეორე პირის ნაცვალსახელებისაგან (მე და შენ ; ჩვენ და თქვენ) განსხვავებით,მესამე პირის ნაცვალსახელები მრავლობითს  –თა სუფიქსის გამოყენებით გამოხატავენ. მხოლობით რიცხვში არის მას, მან , მის და ა.შ.მრავლობითში კი –მათ... ამიტომ , როცა სიმრავლიდან თითოეულის გამოყოფა გვჭირდება ვიყენებთ გამოთქმას: ყოველი მათგანი, თითეული მათგანი (მესამე პირში)   თითეული ჩვენგანი, ყოველი თქვენგანი – პირველი და მეორე    პირის შემთხვევაში .

მღერიხარ თუ მღერი? ტირიხარ თუ ტირი?


    ქართულში გვაქვს ზმნები,რომლებიც პირველსა და მეორე პირში -ვარ და    -ხარ მეშველ ზმნას საჭიროებენ. მეშველი ზმნის რაობა თავად სახელწოდებიდან შეგვიძლია ამოვიცნოთ. "მეშველი ზმნა" ანუ ზმნა, რომელიც გვშველის და გვეხმარება,რომ გარკვეული მოქმედება უფრო მეტი სიზუსტით გადმოვცეთ.
დავაკვირდეთ ზმნებს :
 მივდივარ, მიდიხარ, მივრბივარ, მირბიხარვხტივარ, ხტიხარ...ეს ზმნები მოძრაობა–გადაადგილების  აღმნიშვნელი ზმნებია.
   ვდგავარ, დგახარ, ვზივარ, ზიხარ, ვწევარ, წევხარ... ეს ზმნები კი მდგომარეობის აღმნიშვნელი ზმნებია.
    თანამედროვე ქართულში გვაქვს ზმნათა რიგი, რომელიც ასევე მეშველი,     -ვარ და  -ხარ, ზმნების გამოყენებით იხმარება.ასეთია: ვმღერივარ, მღერიხარ,ვტირივარ, ტირიხარ, ვკივივარ, კივიხარ... ეს არასწორია!!! ჩამოთვლილი ზმნები გარკვეულ ხმიანობას გამოხატავენ, ანუ ხმიანობის აღმნიშვნელი ზმნებია.
   დავახასიათოთ მდგომარეობა: ერთი მხრივ, გვაქვს ზმნები,რომლებიც აუცილებელია, მეშველი ზმნის გამოყენებით ვაწარმოოთ (ვდგავარ, წევხარ)  და მეორე მხრივ კი, მღერივარ, ტირიხარ .იმისათვის ,რომ არ დავუშვათ შეცდომა უნდა დავიმახსოვროთ შემდეგი:
      მდგომარეობისას და მოძრაობის აღმნიშვნელ ზმნებთან მეშველი ზმნის გამოყენება აუცილებელია და სწორია: მივრბივარ, მიხტიხარ, მიდიხარ...  ხოლო ხმიანობის აღმნიშვნელ ზნმებთან კი არ არის აუცილებელი და შეცდომაა:
ვმღერი (და არა ვმღერივარ), მღერი (და არა მღერიხარ),
ვტირი (და არა ვტირივარ), ტირი (და არა ტირიხარ),
ვკივი (და არა ვკივიცარ), კივი (და არა კივიხარ),
ვტყუი (და არა ვტყუივარ),ტყუი (და არა ტყუიხარ).
     -ვარ და -ხარ მეშველი ზმნა არც აკრძალვით ფორმებში არ არის საჭირო და არ უნდა გამოვიყენოთ .მაგალითად, თუ ვინმეს "ხმიანობა" არ გვსიამოვნებს, უნდა ვთქვათ,
 ნუ მღერი!   ნუ ტყუი!   ნუ კივი!   ნუ ტირი!

1.3.10

პიროვნული ურთიერთობის როლი სწავლების პროცესში

    მასწავლებელი შედის საკლასო ოთახში, წინასწარ ვერავინ იტყვის, როგორ ჩაივლის გაკვეთილი – იქნება მშვიდი და სასწავლო გარემო, თუ ქაოსური და უარყოფითი ემოციებით დატვირთული. ძალიან ბევრი რამ მოსწავლეთა განწყობაზეა დამოკიდებული, თუმცა მიმაჩნია, რომ კლასის სასწავლოდ განსაწყობად მასწავლებელს მთავარი როლი ეკისრება.
    ბევრი რამის გადაწყვეტა შეუძლია იმას, თუ რა განწყობით შედის მასწავლებელი, რა აცვია, როგორ გამოიყურება. ჩამოთვლილი ფაქტორები დასაწყისისთვის კეთილგანაყწობს ბავშვებს, შემდეგ კი დიდი მნიშვნელობა აქვს, რამდენად საინტერესო თემას განიხილავთ, რამდენად  მიმზიდველი ფორმით გადასცემთ მასალას.
     გარეგნობა, იუმორი, თავაზიანობა, სიხალისე – ეს ის ძირითადი კრიტერიუმებია, რომელიც ხელს შეუწყობს მოსწავლეებთან კარგი პიროვნული ურთიერთობების ჩამოყალიბებას. ამას გარდა, აუცილებელია, რომ მოსწავლემ იგრძნოს მასწავლებლის სამართლიანობა, ბავშვმა უნდა იცოდეს, რომ პედაგოგი სამართლიან გადაწყვეტილებას ღებულობს. ამისათვის უნდა მოხდეს მიღებული  შეფასების ანალიზი. თუ ეს მოსწავლეს აინტერესებს, უნდა განვუმარტოთ, თუ რატომ დაიმსახურა მან ესა თუ ის  შეფასება. ამას თან უნდა სდევდეს ფრაზები, რომელიც მოსწავლეს უკეთესი შედეგისთვის განაწყობს. ("ჩემი მოთხოვნები მნიშვნელოვანია შენი წარმატებისათვის", "ვიცი, რომ შენ  ამის დაწერა უკეთ შეგიძლია", "შენ ამას შეძლებ").
       ყოველივე ზემოთ თქმული სულაც არ გულისხმობს იმას, რომ თუ რამე არ შეესაბამება დადგებილ  წესებს ან დავალება არ პასუხობს მოცემულ პირობას, ეს არ უნდა აღვნიშნოთ. არა! პირიქით, ყოველთვის უნდა მოხდეს ამგვარი შემთხვევების აღნიშვნა, რადგან სწორედ ეს ქმნის სამართლიანობის განცდას მოსწავლეში.  თუ დარღვევამ ხშირი ხასიათი მიიღო, არც "სადამსჯელო ღონისძიებებს" უნდა ავარიდოთ თავი. თუმცა ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია აგრეთვე ურთიერთობების აღდგენა. მოსწავლეს არ უნდა დარჩეს შთაბეჭდილება, რომ პედაგოგმა გულში ჩაიდო ბოღმა.
      ბავშვები  აფასებენ იმასაც, როცა მათ  უსმენენ და ამჩნევენ და არ მოსწონთ, როცა მათ არ უსმენენ, ამიტომ აქტიური მოსმენა და ამ დროს სხვა დანარჩენი საქმის (დავალების შემოწმების, რვეულების გადაფურცვლის...)  გადადება ნამდვილად კარგ შედეგს მოიტანს.
       რატომ არის მნიშვნელოვანი მოსწავლეებთან კარგი პიროვნული ურთიერთობის დამყარება? ეს მნიშვნელოვანია, რამდენადაც კარგი პიროვნული ურთიერთობა მოსწავლეებში მაღალ მოტივაციას განაპირობებს.
     მოტივაცია არის იმპულსი, შინაგანი პროცესი, რომელიც ადამიანს ქმედებისკენ უბიძგებს და ამ ქმედებებს გარკვეული მიზნის მიღწევისაკენ მიმართავს.
       დასავლური ფსიქოლოგიური სკოლა გამოარჩევს ე.წ. შინაგან და გარეგან მოტივაციას.
შინაგანი მოტივაცია განაპირობებს კონკრეტული ქმედებისაკენ სწრაფვას შინაგანი ცნობისმოყვარეობის დაკამყოფილების სურვილით. შინაგანი მოტივაციის გასაღვივებლად მასწავლებელმა უნდა უბიძგოს მოსწავლეს აზროვნებისკენ, შემეცნებისკენ, აქ განმსაზღვრელია მოსწავლის შინაგანი ინტერესი, რომელიც მოსწავლეს სიამოვნებას ანიჭებს.
   შინაგანი მოტივაციის გასაღვივებლად შესაძლებლია რამდენიმე სტრატეგიული  ნაბიჯის განხორციელება–
  • დავალების მოსწავლეთა ინტერესების მიხედვით შერჩევა; 
  • გარკვეულ შემთვევევბში მათთვის აჩევანის უფლების მინიჭება; 
  • თავისი აზრის, თუნდაც საწინააღმდეგო მოსაზრების, თამამად გამოხარტვის შესაძლებლობა;
  • თამაშის ტიპის სახალისო აქტივობების ჩართვა სასწავლო პროცესში.
     გარეგანი მოტივაცია სწრაფვას იწვევს გარე ფაქტორების გათვალისწინებით, გარკვეული ჯილდოს ან აღიარების სურვილით.
      ამ დროს დიდი მნიშვნელობა ენიჭება:
  • საჩუქრის შეთავაზებას. (ყველაზე მაღალი ნიშანი ან გარკვეული ტესტიდან გათავისუფლება...);
  • წერილობით ან სიტყვიერ შექებას;
  • შეჯიბრების მოწყობას;
     ყოველივე ზემოთქმულის გათვალისწინებით , მასწავლებელი უნდა ცდილობდეს კარგი პიროვნული ურთიერთობა დაამყაროს მოსწავლეებთან და შეეცადოს მათი მოტივაციის ამაღლებას. ამასთან სასურველია, რომ მოტივაციის ორივე ფორმა           თანაბრად იქნეს ჩართული სასწავლო პროცესში  გასათვალისწინებელია ასაკობრივი ჯგუფი, კონკრეტული მოსწავლის ხასიათი და მუშაობის სტილის თავისებურებები.