12.5.10

თავისუფლება


                                                     თუ გახსოვთ ვან გოგის "პატიმრები გასეირნების დროს"? ხო, აი, ეს სურათია, სტატიას რომ ახლავს. დღეს ეს სურათი შევუტანე მეცხრე კლასელებს, მცირე საუბრის შემდეგ დავალება გამოიკვეთა: შეურჩიეთ სათაური და დაწერე მოთხრობა, ჩანახატი, პუბლიცისტური წერილი, ესეი... მთავარია, გადმოსცეთ თქვენი ემოცია, რაც ამ სურათის ნახვის შემდეგ დაგეუფლათ! ქვემოთ მოცემულია ერთ–ერთი თემა, რომელიც ყველაზე მეტად მომეწონა.                                   
           ციხეში საღამოს საათებში ციხის უფროსმა გადაწყვიტა 30 წუთიანი „თავისუფლების“ და ფიქრების ჩვენება მოეწყო. მან მოიწვია ქვეყნის პროკურორი, რომ ენახებინა პატიმრები, მათი მდგომარეობა.
          ისინი დადიან  წრეზე, ორგანიზებულად, დისციპლინირებულად, ჩააცვეს შედარებით სუფთად. ამ საღამოს უფროსი ცდილობს, დაანახოს პროკურორს მორჩილება, „თავისუფლება“, ესაუბრება შეთხზულ ამბებზე, კანონის უზენაესობაზე, ცდილობს დაწინაურდეს, ერთი საფეხურით მაღლა ავიდეს იერარქიულ კიბეზე.
      ამ დროს ერთ–ერთი პატიმარი წაიქცევა, მას ყურადღებას არავინ აქცევს, მათი ზომბირებული აღლუმი ცირკს ემსგავსება, არავის აინტერესებს პატიმრის განცდა, მათი გულის ტკივილი.
    ყოველი მათგანი ცდილობს, როცა ფანჯრის საპირისპირო მხარეს მოხვდება, გახედვა მოასწროს.სურს,  დაინახოს ის ვარსკვლავი,რომელსაც საღამოობით უყურებდა ღამის შუქზე. ენატრება ოჯახური სითბო, ბუხარი... უმცროსი თაობის ჟრიამულის, ბავშვების ფეხის ხმის მაგივრად ვირთხის ხმა ისმის. პატიმარს ერთი სული აქვს, ფრთები შეისხას და გაფრინდეს, მათ ფიქრს კი წყვეტს შეძახილი, რომელიც პატიმრებს საკნებში დაბრუნებისკენ უხმობს.
პროკურორი დიდი პატივით გააცილეს, პატიმრის ფიქრი კი კვლავ აგურმა შეისრუტა.  

11.5.10

ოთხ კედელში დამწყვდეული ფიქრები


                                           თუ გახსოვთ ვან გოგის "პატიმრები გასეირნების დროს"? ხო, აი, ეს სურათია, სტატიას რომ ახლავს. დღეს ეს სურათი შევუტანე მეცხრე კლასელებს, მცირე საუბრის შემდეგ დავალება გამოიკვეთა: შეურჩიეთ სათაური და დაწერე მოთხრობა, ჩანახატი, პუბლიცისტური წერილი, ესეი... მთავარია, გადმოსცეთ თქვენი ემოცია, რაც ამ სურათის ნახვის შემდეგ დაგეუფლათ! ქვემოთ მოცემულია ერთ–ერთი თემა, რომელიც ყველაზე მეტად მომეწონა.
    და აი, კიდევ ერთი დღე, იგივე დღე, ისევ ის ფანჯარა, ისევ ის ხედი, ყვირილი, ცემა და... ისევ ვიღაც ახალი. ჩაკეტილი სივრცე, ჩაკეტილი ფიქრები, აზროვნება... ზედამხედველი , რომელიც დღედაღამ ყვირის, გვცემს და რატომ? მიწევს ყოველდღე პატარა, ოთხ კედელს შორის გამომწყვდეულ ეზოში წრეზე სეირნობა, ამით ვგრძნობ თავისუფლებას, იმდენად თავისუფლად ვერ ვარ– მე ხომ პატიმარი ვარ?! პატიმარი ჩაკეტილი, დამწყვდეული ფიქრებით , ჩემი გრძნობებით. ჰაერზე გასვლისას ვინ იცის, როგორი ბედნიერ ვარ, მაგრამ ამავდროულად უბედური. ისევ ის აგურებიანი კედელი, რომელსაც მოვალეობის მოხდის მიზნით ვუვლი წრეს, დამღლელია, მოსაბეზრებელი, მაგრამ მე ხომ პატიმარი ვარ?!

უსათაურო

                              თუ გახსოვთ ვან გოგის "პატიმრები გასეირნების დროს"? ხო, აი, ეს სურათია, სტატიას რომ ახლავს. დღეს ეს სურათი შევუტანე მეცხრე კლასელებს, მცირე საუბრის შემდეგ დავალება გამოიკვეთა: შეურჩიეთ სათაური და დაწერე მოთხრობა, ჩანახატი, პუბლიცისტური წერილი, ესეი... მთავარია, გადმოსცეთ თქვენი ემოცია, რაც ამ სურათის ნახვის შემდეგ დაგეუფლათ! ქვემოთ მოცემულია ერთ–ერთი თემა, რომელიც ყველაზე მეტად მომეწონა.
      გაისმა ყველასათვის სანატრელი ზარი. ზედამხედველებმა ყველა გარეთ გაგვიყვანეს. ეზო ციხისგან მხოლოდ იმით განსხვავდება, რომ ზემოთ ცა ჩანდა. დანარჩენი ისეთივეა, როგორიც ჩვენი საკნები.
როგორც წესი, სასეირნოდ დილით გავდივართ ხოლმე, მზე ამოსული როცა არაა! მზე ყველას მონატრებული გვაქვს. საკნებს ფანჯრები არ აქვს. ეზოშიც დილით გავდივართ. მხოლოდ ერთი დღე, მზიანი დღე, ემთხვევა ჩვენს სეირნობას. მაშინ ყველას გვიხარია, ვივიწყებთ ჩვენს დარდს და პატარებივით დავრბივართ. მაგრამ გულის სიღრმეში ვიცით, რომ კიდევ ერთი წელი უნდა მოვიცადოთ შემდეგ მხიარულებამდე. ზედამხედველები ამ დღეს გულკეთილობას იჩენენ და მთელი დღე „გარეთ“ ვართ.
ამ დღეს, როგორც სხვა ყველა დანარჩენს, დასასრული აქვს. გულდაწყვეტილები ვბრუნდებით „სახლში“ , მზარეული კი პიურესა და წყალს გვაძლევს.ვნაყრდებით და ჩამოვსხდებით რკინის საწოლებზე. ამ დროს მახსენდება ჩემი წინა ცხოვრება, ჩემი ცოლი, ცუგა და ბაბუა, რომელიც პატარაობისას ზღაპრებს მიყვებოდა, ნაცარქექიასა და კომბლეს კი არა, თავის გამოგონილს.
ამ ფიქრებში ჩამეძინა. მოვხვდი სადღაც გვირაბში. თავიდან ვიფიქრე– მოვკვდი–თქო, მაგრამ სინათლე არსად იყო. დავდიოდი უაზროდ, ხან კედელს ვეჯახებოდი , ხან კი ძირს ვვარდებოდი. უცებ სინათლე გამოჩნდა, ეს არ იყო ღვთაებრივი , ეს იყო უბრალო მზის სხივი.

ბოლო ამოსუნთქვის იმედზე!


                           თუ გახსოვთ ვან გოგის "პატიმრები გასეირნების დროს"? ხო, აი, ეს სურათია, სტატიას რომ ახლავს. დღეს ეს სურათი შევუტანე მეცხრე კლასელებს, მცირე საუბრის შემდეგ დავალება გამოიკვეთა: შეურჩიეთ სათაური და დაწერე მოთხრობა, ჩანახატი, პუბლიცისტური წერილი, ესეი... მთავარია, გადმოსცეთ თქვენი ემოცია, რაც ამ სურათის ნახვის შემდეგ დაგეუფლათ! ქვემოთ მოცემულია ერთ–ერთი თემა, რომელიც ყველაზე მეტად მომეწონა.
"მეცამეტე წელი დაიწყო , თენდება, მეშინია, მცივა, მხვდება შოლტი... ერთი, ორი... მეწვის, ვტირი. ძაღლივით მიგდებენ გამხმარ პურს და ვტირი, მცივა. გალიაში მოქცეული ნაცრისფერი ფრინველი ვარ. მტვრის სურნელი, მტვრის გემო... ვტირი. მინდა სახლი, მხვდება შოლტი... ვუბრუნდები რეალობას, ვტირი. მენატრება მზე, ჰაერი, ბუნება და ოჯახი, მახსენდება მშობლები, მარტო ვარ!
         ვხვდები, რა არის ცხოვრება და რაოდენ მნიშვნელოვანია ის. გალია პატარაა. ვგრძნობ, როგორ ვეზიზღები ამ კედლებს, ისინი ყოველი მხრიდან გარს მერტყმიან და შემზარავი გამოხედვით ნელ–ნელა მაქუცმაცებენ. ვტირი. ჩვენ აქ ვართ, როგორც ბინძური მღრღნელები  ბნელ სოროში და შოლტები კატის კლანჭებივით გვხვდება. ჰაერზე შვიდწუთიანი სეირნობა მხოლოდ სათაგურია, ვგრძნობ პურის ნამცეცების გემოს, მაგრამ შვიდი წუთის შემდეგ „ბახ“ და დაჭერილი ხარ.ვტირი. ხშირად ვფიქრობ თვითმკვლელობაზე, ხშირად ვვარდები კრუნჩხვებში, ხშირად ვტირი. ცხარე ცრემლები ავარვარებული ლავის მსგავსად გადმოდის ჩემი თვალებიდან და ვარდება გაყინულ ბეტონზე. ვტირი.
     სათაგურს შევეჩვიე ისევე, როგორც კატის ბრჭყალებს. პურის ნამცეცი მყოფნის, რადგან მეტის იმედი არც მაქვს. რად უნდა ნაცრისფერ ჩიტს ან თუნდაც ნაცრისფერ მღრღნელს მეტი, როდესაც აქვს მტვერი?! ვტირი! გავიდა ხანი, ვგრძნობ მღრღნელის ბოლო ამოსუნთქვის სიახლოვეს. ვტირი! მხვდება შოლტი, ერთი, ორი... ეჰ, შეკუმშული ვარ. ვტირი! ვტირი! ვტირი! სათაგურში ვარ დამწყვდეული , პურის ნამცეცის გემო შევიგრძენი, ბნელდება, ვკვდები, ვტირი, მიხარია!"

3.5.10

კრწანისის ბრძოლა


  კრწანისის ბრძოლა 1795, ბრძოლა ქართლ-კახეთისა და სპარსეთის ლაშქარს შორის თბილისთან, კრწანისის ველზე. აღა-მაჰმად-ხანმა თავისი ძალაუფლების განმტკიცების შემდეგ ერეკლე II- მოსთხოვა ქართლ-კახეთის სამეფოზე სპარსეთის ბატონობის აღდგენა და რუსეთთან კავშირის გაწყვეტა. გეორგიევსკის ტრაქტატის [1]ერთგული ერეკლე II რუსეთის მთავრობას დახმარებას სთხოვდა. სექტემბრის დასაწყისში აღა-მაჰმად-ხანი 35-ათასიანი ჯარით საქართველოსკენ გამოემართა და 8 სექტემბერს სოღანლუღ-იაღლუჯის ჩრდილოეთ კალთებსა და კუმისის ტბას შორის, მდ. მტკვრის ნაპირზე, . . სარვანის მინდორზე, დაბანაკდა. სპარსელთა ჯარში თავიანთი ლაშქრით იყვნენ განჯის მმართველი ჯავად-ხანი, ყარაბაღელ სომეხთა მელიქები მეჯლუმი და ჰაბოვი, ერევნის ხანი. აღა-მაჰმად-ხანის ამ გამოლაშქრებას ელოდნენ საქართველოში და მრავალრიცხოვანი ჯარის შეგროვებაც შესაძლებელი იყო, მაგრამ რუსეთის დახმარების მომლოდინე ერეკლე II- დროული და საჭირო ღონისძიებები ვერ გაატარა და მტერს მოუმზადებელი დახვდა. ქართველმა სარდლობამ გადაწყვიტა გამოეყენებინა მისადგომების რელიეფი და აეძულებინა მტერი ებრძოლა ისეთ პირობებში, რომ ვერ მოეხერხებინა ჭარბი ძალების გაშლა და ბრძოლაში ჩაბმა. (დააწკაპუნე)

2.5.10

ყველაზე ვრცელი რეცენზია

      მოსწავლე არასოდეს კითხულობს თემებს კლასში, მხოლოდ მე მაქვს პრივილეგია გავეცნო მის ნაშრომს ჩემთვის, მივუწერო შენიშვნა და მოწონება ისე, რომ ამას სხვა ვერავინ ნახავს. ყოველთვის მიკვირს, რატომ არ კითხულობს იგი თავის თემებს, ის ხომ ასე კარგად წერს?!
ასეა თუ ისე, ეს შესავალიც იმიტომ წავუმძღვარე რეცენზიას, რომ განეწყოთ, თქვენ ახლა იმას ნახავთ და გაიგებთ, რაც არ გინახავთ და არ გაგიგიათ.
მისი თემები ყოველთვის გამოირჩევა, თვითონ ამბობს , რომ ვერ წერს თემებს კლასში: „ვერ დავწერ თემას კლასში, მომეცით სახლში“. თუმცა, მერწმუნეთ, კლასშიც კარგ თემებს წერს! სწავლობს კარგად, დავალებებს ასრულებს, ძირითადად, გულმოგინედ. „ვფიქრობ, სწავლის ძირი სულაც არ არის მწარე. თუ სწავლა არ გინდა და ზიხარ უგულოდ,  მოვალეობის მოხდის მიზნით, ამ დროს სწავლა, მართლაც, მწარეა, ხოლო, როცა ინტერესით სწავლობ, ეს სულ სხვა რამაა.“ მის თემებს ყოველთვის ეტყობა გულითაა ის დაწერილი თუ უგულოდ.
„შენი აზრით, როგორი ვიქნები მე?“ – ამ კითხვას ერთგან სვამს თავად ავტორი, ვეცდები, სრულად თუ არა, ნაწილობრივ მაინც გავიცნოთ ეს მოსწავლე თავისი ფიქრით, ტკივილით, იმედით, სიხარულით, „სიგიჟეებითა“ (როგორც თვითონ უწოდებს, მე კი ამას „ახალგაზრდობას“ დავარქმევდი) და სიყვარულით.
მისი თხზულებები გამოირჩევა მრავალფეროვნებით, ეხება ბევრ თემას და უყურადღებოდ არ ტოვებს არაფერს. თბილისზე საუბრისას არ ავიწყდება კოლორიტების გახსენება, მეეზოვებისა და ტაქსისტების გარეშე თბილისს რა ხიბლი აქვს?! საუბრობს ქალაქზე ისევე, როგორც სხვა თემაზე, თ ბ ი ლ ა დ!
• „ტაქსის მძღოლებს უყვართ თავის თავზე ამბების მოყოლა (ოღონდ არა ნამდვილი   ამბების), ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ თავისი გამოგონილი ამბებით ართობენ მგზავრებს. მგზავრიც ხითხითით უხდის ფულს. იცის, რომ ყველაფერი მოგონილია. კი, მაგრამ, ამ ამბის მოგონებასაც ხომ უნდა ნიჭი?!“ – ამ გახსენების გარეშე თემა თბილისზე არასარულფასოვანი იქნებოდა.(დააწკაპუნე)