12.6.10

ფიქრები "ჯუნგლის კანონზე"

"როდესაც  გავეცანი მიხეილ ჯავახიშვილის "ჩანჩურას", მაშნვე სევდა და შეცოდების გრძნობა გამოიწვია ჩემში. საბრალო ჩანჩურა ჩემთვის დღევანდელი საწყალი ბავშვია, რომელიც ძალიან იჩაგრება.
   საზოგადოებაში ყოველთვის იარსებებს ჩანჩურას მსგავსი ადამიანი– საბრალო, ღარიბი, საცოდავი, უბადრუკი, ტომარაჩამოცმული და დასაცინი,  ხალხის გასართობი, უბრალო მასხარა, რომელსაც ყველა ერჩის , ძაღლიც კი." (ანანო კ)

ლექსი მეწყერი

"ტიციანი ფიქრობს, რომ ასე უბრალოდ ლექსი არ იწერება, რაშიც ვეთანხმები. ის ამბობს, რომ ლექსი უცბად მოგივა თავში, დაგეჯახება, მეწყერივით ჩაგრეცხავს და ფურცელზე დაგანარცხებს."
(სანდრო ც) :))))))

სიმბოლო– მყინვარი და თერგი

"მყინვარი გაჩერებულია და მის თავზე მხოლოდ ქარები დაქრიან, თერგი კი შეუჩერებელი მდინარეა. თერგი გიჟი ბაირონია, მყინვარი – წყნარი გოეთე.
  თერგი ქართველის სისხლია, რომელიც გიჟივით მიქრის. ჩემი აზრით, მყინვარიც და თერგიც ძალიან დიდებულები არიან. მე ვფიქრობ, რომ როგორც თერგია ქართველის სისხლი, მყინვარი გულია, რომელსაც მტერი ვერასოდეს მიწვდება. "( ნიკა ს)

ილიას არჩევანი

    "ილია "მგზავრის წერილებში" აღწერს თავის მოგზაურობას, განვლილ გზას. როცა ის ყაზბეგში მოხვდება, ორ დიდ ფენომენს "დაეჯახება". თერგი– მოძრავი, ენერგიული, უშრეტი, ცოცხალი, საქმიანი. მყინვარი– მძინარე, უძრავი, ქედმაღალი.
    ილიას აზრით, ქვეყანამ თერგივით უნდა იცხოვროს, ენერგიულად, საქმიანად. ყოველდღე ახალ–ახალ გამოწვევებს უპასუხოს, მუდმივად ეღვიძოს , თორემ გაჩერების შემთხვევაში, გუბედ იქცევა და იქ ბაყაყები დასახლდებიან. მყინვარივით ცხოვრება ქვეყნისათვის სასიკეთო არაა, ერთ ადგილზე მყოფი ქვეყანა სხვებს ვერ აჯობებს, რადგან ცხოვრება ბრძოლაა. ბუნების კანონი– ბრძოლა გადარჩენისთვის! თუ არ იშრომე და განვითარდი, სხვა გაჯობებს შენზე ძლიერი, ამიტომ საჭიროა ყოველდღე ბრძოლა, მოძრაობა, ახლის მიღება, გაძლიერება, განვითარება. ასეთი პერსპექტივა კი მხოლოდ ისეთ ქვეყანას აქვს, რომელიც თერგივით იცხოვრებს.
   ღამითაც კი ფხიზელი ადამიანი, რომელიც სამშობლოზე ფიქრობს, მზადაა მისთვის ყველაფერი გააკეთოს, ილიასათვის სათაყვანებელია.
   ქვეყანა ძილით შორს ვერ წავა, საჭიროა ყოველდღიური მოძრაობა– ესაა ილიას მთავარი სათქმელი! " ( ნიკა ა)
   

9.6.10

კონკურსის განაცხადი

„10 დღის შთაბეჭდილება“
        
ცალ–ცალკე აღწერე და გადმოეცი ყველაზე საინტერესო 10 დღის შთაბეჭდილება, ეცადე, მისცე თხზულების ფორმა და დაასათაურო. 

მიიღე მონაწილეობა კონკურსში „ზაფხულის  საინტერესო   დღე!“ ველი საინტერესო ამბავს! ყველა მოთხრობა ავტომატურად მიიღება კონკურსის განაცხადში! შედეგები გამოცხადდება   15 ოქტომბრამდე.  ყველაზე საინტერესო ნაშრომები განაწილდება სამ საპრიზო ადგილზე. 

IX კლასელთა საყურადღებოდ!

დაიწყო საზაფხულო აქცია– წიგნი გვიხმობს!
აირჩიე და წაიკითხე შენთვის სასურველი და საინტერესო ავტორი და ნაწარმოები
1.გურამ რჩეულიშვილი
  •         სიყვარული შემოდგომაზე
  •     ნელი ტანგო
  •   მუნჯი ახმედი და სიცოცხლე
  •  ალავერდობა
  •  უსახელო უფლისციხელი
  •      სიკვდილი მთებში
2. ილია ჭავჭავაძე
  •           გლახის ნაამბობი

VI კლასელთა საყურადღებოდ!

დაიწყო საზაფხულო აქცია– წიგნი გვიხმობს!
აირჩიე და წაიკითხე შენთვის სასურველი და საინტერესო ავტორი და ნაწარმოები 

  • ·         აკაკი წერეთელი – „ჩემი  თავგადასავალი“
  • ·         ლადო მრელაშვილი– „იყალთოელი ბიჭები“
  • ·         ნოდარ დუმბაძე– „მე, ბებია, ილიკო და ილარიონი“
  • ·         რეზო ინანიშვილი– მოთხრობები