13.12.10

თხზულება– გამოცანა

"ყოველთვის რაღაც ადგილზე ვარ, სახლშიც, ეზოშიც. არც ხელიმაქვს, არც ფეხი, მაგრამ ყოველთვის მიკრული მაქვს ჭიკარტი, ხან– წითელი, ხან– ლურჯი. ძალიან მეწვის, მაგრამ ხანდახან მეგობრებიც მიჩნდებიან. ესენი ფურცლებია. ხან ჭიკარტებთან ერთად მოდიან და ხან– სკოჩთან. ჩემი მეგობრები არიან სარკეებიც, სურათებიც.
  მე ფერი მაქვს, ჩემი ფერი ცისფერია. იმედია, რამე კარგი გამომიჩნდება დღეს. ისეთი, რაც მესიმონება და არა ისეთი მწარე, როგორიც ჭიკარტია."

(პასუხი დაწერეთ კომენტარებში)

თხზულება– გამოცანა

"მე სულ ვიღაცის თავზე უნდა ვიჯდე, როცა გარეთ არიან. ისინი თბილად არიან, მე კი სულ მცივა. სახლში როცა მიდიან, თავბრუ მეხვევა, ისე მათამაშებენ, მერე სადღაც ჩამომკიდებენ. ზოგი ზედ მაჯდება, ვერ ვიტან, ამას რომ აკეთებენ. აი, მალე ზამთარი მოვა და მე კვლავ გავიყინები."

(პასუხი ჩაწერეთ კომენტარებში)

თხზულება– გამოცანა

"ჩემზე ტალახიანი ფეხებითაც დასეირნობენ, ის ტურტლიანი ძაღლი კი სულ მე მლოკავს ან თავის ბინძურ საქმეებს ჩემზე აკეთებს. ქეიფის დროსსქელ–სქელი, ხუთნაკეცღაბაბიანი კაცები, ფეხებით მდგებიან. ის სულელი დამლაგებელი კი რაღაც ქიმიური ხსნარებით უმკლავდება ჩემზე დადებულ ტალახს. ყველაზე ცუდი კი ის არის, რომ ის წყეული ხულიგანი ბაშვები დივანიდან გულზე მახტებიან."
(პასუხი დაწერეთ კომენტარებში)

თხზულება– გამოცანა

 "მე მოხდენილი ვარ, ლამაზი, ვიპრანჭები.
ზოგიერთ ადამიანს ჩემი პატრონის შურს და შემდეგ ან მასზე გადავდივარ, ან ჩემს ტყუპისცალს ვხედავ მეორე დღეს. ხანდახან ბრილიანტი მამშვენებს ან სხვა რამ ძვირფარსი თვალი. მე არ მიყვარს ქაჯანები, რადგან მათ შეუძლიათ რაღაც "დებილობასთან" ერთად შემახამონ, ვითომ ძალიან ლამაზია. ასეთ დროს მართლა დაკარგვა მირჩევნია.
   კიდევ ვერ ვიტან მსუქან სახლებს, სადაც დღის ნაწილს ვატარებ, სულ ვიჭედები და მერე წყლით მასველებენ. მეც ვსველდები!
 მარტო ჩემი პირველი სახლი მიყვარს, იქ ბევრი მეგობარი მყავს, მივლიან , მწმენდენ. იქაურობა ბრწყინავს, მიყურებენ, მაქებენ."

(პასუხი დაწერეთ კომენტარებში)

გამოცანა–თხზულება

"ყველა სახლში ვარ. მთელი დღე ჩემს წელზე დადიან. ზოგ სახლში ისეთები ცხოვრობენ..... განსაკუთრებით ბავშვები მიშლიან ნერვებს. ხანდახან ლამაზად მაცვია, ხან–არა. ოპერაშიც ვყოფილვარ. საბალეტო სცენაზე რომ ვარ, მაგას ვერ ვიტან ყველაზე მეტად– დახტიან, დახტიან... მოკლედ, ყველგან ვარ, სადაც შენობაა."

(პასუხი დაწერეთ კომენტარებში)

12.12.10

თხზულება– გამოცანა

ავტორი: ექსტრემალი (სტილი დაცულია)

"გამარჯობა! არ გაგეცნობი თავიდან, რადგან მინდა რომ თავად მოიცნო ვინ/რა ვარ. შევეცდები ჩემს მონაყოლში მიგახვედრო თუ რა დანიშნულება მაქვს.
პირველ რიგში მინდა გითხრათ რომ მყავს ტყუპისცალი რომელიც მოპიდაპირე ქუჩაზე ცხოვრობს. ჩვენ ზუსტად ერთნაირი სახლები გვაქვს და ორივე ერთმანეთთანაა თითქოს რაღაცით დაკავშირებული.
ჩვენ ყველაფერს ერთად ვაკეთებთ, რაც არ უნდა იყოს. მაგალითად საქმიანი საუბარი, ლაპარაკი ან მუსიკის მოსმენა. (იმედია ცოტათი მაინც მიხვდით : ) )
როგორც მიღებულია საზოგადოებაში რომ ტყუპისცალები ერთმანესთ უნდა ჰგავდნენ, ჩვენც ასე ვიქცევით. მეც და ჩემს ძმასაც გვყავს შინაური ლოკოკინა რომელიც ჭრიჭინებით იკვებება. როდესაც ლოკოკინა აბინძურებს თავის სამყოფელს ჩვენ ბამბით

9.12.10

სხვათა სიტყვათა მართლწერის საკითხები


უფრო მეტი გრამატიკა

            ქართულ ენაში არის ნაწილაკები –მეთქი, –თქო  და –ო. მათი დანიშნულებაა მოსაუბრის ნათქვამის უცვლელი გამეორება, ამიტომ ამ ნაწილაკებს სხვათა სიტყვის ნაწილაკებს უწოდებენ.
     –მეთქი ნაწილაკი წარმოშობით წინადადებაა (< მე ვთქვი) და იხმარება მაშინ, როდესაც პირველი პირის (მოსაუბრის) ნათქვამი უნდა გავიმეოროთ. მაგალითად,
·         მე გითხარით, ვისაც დავალება არ ექნება ექსკურსიაზე ვერ წამოვა–მეთქი.
·         აკი გითხარი, ასეთ ამინდში გარეთ თუ გახვალ, გაცივდები–მეთქი.
·         მე ვკითხე კიდეც , ასე რატომ ჩქარობ–მეთქი.
     –თქო  ნაწილაკი იხმარება მაშინ , როდესაც პირველი პირი (მოსაუბრე)

2.12.10

აბრევიატურები

       ადგილისა და დროის ეკონომიის მიზნით სიტყვათა შემოკლება ძველ ქართულშიც ხდებოდა. თანამედროვე აბრევიატურების წინაპრად თამამად შეგვიძლია მივიჩნიოთ ქარაგმები. ძირითადად მოკლდებოდა სასულიერო ტექსტებში ხშირად გამოყენებული სიტყვები და მიმართვები. ქარაგმის ნიშანია  ~, რომელიც შემოკლებული სიტყვის თავზე იწერებოდა.                                  
  მაგალითად, ოოშე= უფალო, შემიწყალე, ხ = ხოლო,რ = რამეთუ,ად = არამედ,              ვდ = ვითარმედ.
    იმისათვის, რომ სწორად დავწეროთ აბრევიატურები და არ დავუშვათ შეცდომა, უნდა გავითვალისწინოთ შემდეგი: