28.1.11

IV კლასი, საშინაო დავალება ორშაბათისთვის (31.1.11)



1.  დაასახელე ორი მიზეზი, რატომ შეადარა კაცმა ნაკვერჩხალი მზეს?

2. გაიხსენე ხალხური ლექსი "ორშაბათობით აშენდა". ლექსის რომელი სტრიქონიდან ჩანს, რომ "ციხე–ქალაქი" მაღალი და ვრცელი იყო? 

3. რა საერთოა ძველ თქმულებასა და ლექს "ორშაბათობით აშენდას" შორის?

4. გაიხსენე მოთხრობა "უღუ და თეთ". დაასახელე ორი რამ, რაც ბავშვების მღვიმიდან ჩანდა.

5. როგორ ფიქრობ, რატომ აფარებდნენ მღვიმის შესასვლელს ღამ–ღამობით ლოდს?

6. რა ეწოდება ხანას, რომელშიც ადამიანმა ცეცხლის მოთვინიერება შეძლო?

7. ყურადღებით წაიკითხე მოცემული ნაწყვეტი და გახაზე ყველა ზმნა.
  მღვიმის ღია პირი შავად გამოიყურებოდა დაქანებულ კლდოვან სერზე. მღვიმიდან ტყით აქოჩრილი მთის მწვერვალები მოჩანდა. მეორე მხარეს კი მინდორში დიდი ოქროსფერი მდინარე მიიკლაკნებოდა. მღვიმე შორს, სიღრმეში მიდიოდა და ვიწროვდებოდა. დიდ ლოდს ღამ–ღამობით მღვიმის კარს აფარებდნენ ხოლმე. კერასთან ეყარა  ფიჩხი და ხმელი ხის ჯირკვები.

8. შეავსე გამოტოვებული  ზმნები :
მე
ვცხოვრობ

ვანთებ

ვყრი
ვბრუნდები
შენ

მღერი



ბრუნდები
ის
ცხოვრობს
მღერის

აფარებს
ყრის

ჩვენ
ვცხოვრობთ

ვანთებთ



თქვენ

მღერით

აფარებთ

ბრუნდებით
ისინი


ანთებენ

ყრიან


9. დაასრულე წინადადებები:
·         გუშინ  სტუმრები მოვიდ........
·         მალე ყვავილები გაიშლებ........
·         ცაზე ვარსკვლავები კაშკაშებ........
·         ძაღლები იღრინებ........
·         მზის სხივები ანათებ........
·         ჩიტები საკენკს დაესი........
·         ბავშვები  მეცადინეობ........
·         ჩემს სახლთან ხეები დგა........
·         ქარმა დაუბერა და ფურცლები აშრიალდ........
·         თოვლის ფანტელები ჰაერში ფარფატებ........
·         პეპლები ყვავილებს თავს ევლებ........

2.1.11

სავსებით, სრულიად, აბსოლუტურად

    სრულიად და სავსებით სინონიმური მნიშვნელობის ზმნიზედებია და ნიშნავს - მთლიანად, სულ. მაგრამ მათი გამოყენების არე განსხვავებულია. შეცდომები ხშირად გამოწვეულია იმით, რომ მოსწავლემ არ იცის თითოეული მათგანი რა შემთხვევაში გამოიყენება.
    დავიმახსოვროთ:
      სრულიად გამოიყენება უარყოფითი მნიშვნელობის სიტყვებთან და უარყოფით ნაწილაკებთან.

ანვითარებს თუ ავითარებს? ანსხვავებს თუ ასხვავებს?

     ზმნისწინი ზმნას წინ დაერთვის და მიუთითებს მოქმედების მიმართულებას. მაგალითად, ა-ვიდა - აქ ა- ზმნისწინი მიუთითებს , რომ მოქმედება მოხდა ქვემოდან  > ზემოთ, ანუ ვიღაცამ ქვემოდან ზემოთ განახორციელა მოქმედება.
ჩა-ვიდა - აქ ჩა- ზმნისწინი აღნიშნავს მიმართულებას ზევიდან > ქვევით,
შე-ვიდა-  შე- გამოხატავს მოქმედების მიმართულებას გარედან >შიგნით და ა.შ.
    ქართულ ენაში არის სამი ზმნისწინი , რომლებმაც დროთა განმავლობაში ფორმა იცვალეს.
ძველ ქართულში  იყო  _ აღ-(აღვიდა), გან- (განვიდა), წარ-(წარვიდა).
ახალ ქართულში არის_   ა-(ავიდა),   გა-(გავიდა),     წა-(წავიდა).