26.2.11

მეოთხეკლასელის აზრი ფრენკ ბაუმის "ოზის ჯადოქარზე"

        მე ყველაზე მეტად "ოზის ჯადოქარი" მომეწონა იმიტომ, რომ საინტერესო და ზღაპრული იყო; როგორ გაიცნო დოროთიმ საფრთხობელა, რკინის კაცი და ლომი, სინამდვილეში ვინ იყო ოზის ჯადოქარი?
   ამ წიგნში კიდევ იმაზეა საუბარი, რომ ადამიანები ხანდახან იმას ეძებენ, რაც ისედაც აქვთ. მაგალითად, ლომს სიმამაცე რომ არ ჰქონოდა, იმ ნაპრალს ვერ გადაახტებოდა. რკინის კაცსაც ჰქონდა ის, რასაც  გულს ნატრობდა. მას გული რომ არ ჰქონოდა, ირემი არ შეეცოდებოდა და მოკლავდა.
  საფრთხობელას ხშირად გამოჰყავდა მეგობრები განსაცდელიდან. ის სხვებზე ადრე პოულობდა გამოსავალს, გონება რომ არ ჰქონოდა , ამას ვერ იზამდა.
    ეს წიგნი გვეუბნება კიდევ იმას, რომ ადამიანები, რომლებიც  სხვებს ადვილად ატყუებენ, მერე თვითონაც  იჯერებენ ამ ტყუილს.
   საინტერესოა ისიც, რომ დოროთის, მიუხედავად იმისა, რომ ზღაპრულ ქვეყანაში იყო, მაინც სახლში ერჩია.  პრერიებში , სადაც დოროთი ცხოვრობდა, ხეც კი არ იზრდებოდა, მაგრამ იქ საყვარელი ადამიანები ელოდებოდნენ და მისი სამშობლოც იქ იყო.

25.2.11

IV კლასი, საშინაო დავალების ფურცელი ორშაბათისთვის (28.2.11)


1. გამოიყენე შემდეგი პერსონაჟები და დაწერე ზღაპარი:
  • მთავარი გმირი– მჭედელი ბიჭი
  • ბოროტი ძალის წარმომადგენელი– ტარტარი
  • დამხმარე ნივთი – პირველი ხმალი, რომელიც ამ ბიჭმა გამოჭედა
  • მოიფიქრე საინტერესო ზღაპარი და შეურჩიე სათაურ
2. გახაზე მოქმედების სახელი:

მიმქონდა    დაკვირვება    წაღება   ვტირი    ბანაობს    კოცნა   დგებოდი    გაგონება  ვწუხვარ       გატეხა     გატეხვა      გადავიღე   კარნახი   აწყობა   დაინახავდა  სუნთქვა 

3. გაიხსენე , თუ გინახავს  ადამიანისა და ცხოველის მეგობრობის ამბავი. გადმოეცი ეს ამბავი

4. გადაიწერე ამბავი ისე, თითქოს, ეს ყველაფერი გუშინ მომხდარიყოს.
ნიმუში: დღეს ბევრი გავალება მაქვს.
               გუშინ ბევრი დავალება მქონდა.
       ახლა  გაკვეთილზე ვარ.  ახალ  ამბავს ვისმენ უდიდეს მოგზაურებზე. მასწავლებელი გვიკითხავს საინტერესო წიგნს  და ჩვენც ყურადღებით ვუსმენთ. მე ბევრი რამ მაინტერესებს და ამიტომ გაფაციცებით ველი ყოველ ახალ ეპიზოდს.  გაკვეთილი დასასრულს უახლოვდება და სახლში  ინფორმაცია უნდა მოვიძიო კოლუმბზე.





23.2.11

ხატოვანი გამონათქვამები საბერძნეთიდან


  •  ოლიმპიური სიმშვიდე ეს გამოთქმა მაშინ გამოიყენება, როცა კონკრეტული ადამიანი გასაოცარ და  შესაშურ სიმშვიდეს იჩენს. ხატოვან თქმას საფუძვლად უდევს ძველი ბერძნული წარმოდგენა, რომლის მიხედვითაც, ღმერთები იმყოფებოდნენ ოლიმპოს მთაზე (ჩრდილოეთ საბერძნეთში) , სადაც მუდამ სიმშვიდე სუფევდა.  

მაგალითი : ნიკა ოლიმპიური სიმშვიდით უყურებდა  თამაშს, რომელსაც  მისი გუნდი დიდი ანგარიშით აგებდა.  (.. ნიკა სიმშვიდეს იჩენდა მაშინაც კი, როცა, წესით , უნდა აღელვებულიყო.)
  • პანიკური შიში – ხშირად ვამბობთ ხოლმე, რომ ვიღაც პანიკურმა შიშმა მოიცვა და

11.2.11

IV კლასი, საშინაო დავალების ფურცელი ორშაბათისთვის (14.2.11)

1.აბრუნე არსებითი სახელები: ქარხანა, წყალი, ადამიანი, სკოლა, ტომარა, მეცნიერი
2. იმსჯელე, რას ნიშნავს გამოთქმა „მიწამ ჩაყლაპა“?
3. დასვი გამოტოვებული მძიმეები:
     მღვიმეებში დახატული იყო ცხენები ბიზონები თხები დათვები  ირმები  ლომები და მარტორქებიც კი.
    არქეოლოგებმა აღმოაჩინეს  ირმების  ცხენების  ქვეწარმავლებისა და ფრინველების ნაკაწრი ნახატები.
  4. რომელი მარცვალი შეიძლება დაერთოს ამ ზმნების ფუძეს? ჩამოწერე ყველა შესაძლო

6.2.11

ავტორის პოზიცია პოემაში "ბედი ქართლისა", რეფერატი #1


 (გთავაზობთ მოსწავლის ნაშრომს, სტილი დაცულია)    

  პოემაში “ბედი ქართლისა” ავტორი ნიკოლოზ ბარათაშვილი, როგორც, ერეკლეს, ისევე სოლომონის პოზიციებს ემხრობა. ერეკლე ჩანს, როგორც ადამიანი, რომელიც ფიქრობს ქართლის ხვალინდელ დღეზე, ერეკლე დარწმუნებულია, რომ ქართლს ძალიან ცუდი მომავალი ექნება, თუ რუსეთს არ შეუერთდება და გეორგიევსკის ტრაქტატი არ დაიდება.”მე მინდა მივცე მემკვიდრეობა, და მან მოსცეს ქართლს კეთილდღეობა”, სწორედ ამ სიტყვებით ამყარებს ერეკლე მეფე რუსეთზე იმედებს. ქართველებს მისი აზრით, აგრეთვე აღარ შესწევთ უნარი, რომ მტერს გაუმკლავდნენ. საქართველოს და რუსეთს აქვთ “მტკიცე კავშირი-სარწმუნოება”, სწორედ ალბათ ეს იყო ამ გადაწყვეტილების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი. თან “შენი ირაკლი ის აღარ ვარ, პატარა კახად რაც გინახივარ”, ამ სიტყვებში ჩანს, რომ ერეკლე სისუსტეს გრძნობს, გრძნობს, რომ დაბერდა.

      სოლომონი კი მიიჩნევს, რომ ქართლს შესწევს უნარი, რომ მტერს

გაუმკლავდეს და რუსეთთან შეერთებასაც ნაადრევ ნაბიჯად თვლის. ის ამბობს, რომ მეფე ერეკლე კვლავ ძლიერია, ისევე როგორც ქართველი ერი.

      რაც შეეხება ლექსს “საფლავი მეფის ირაკლისა”, აქ ნიკოლოზ ბარათაშვილი ერეკლე II ამართლებს, იგი მას ახასიათებს, როგორც ქართლის აღმშენებელს, ავტორი ხაზს უსვამს ერეკლეს სწორ წინასწარმეტყველებას, “თაყვანსცემ შენსა ნაანდერძებს, წინასწარად თქმულს”. ნიკოლოზის აზრით, მეფემ სწორი ნაბიჯი გადადგა, რუსეთს რომ შეუერთდა, მაგრამ წუხს, რომ ერეკლე II 19 საუკუნის ქართლს ვეღარ შეხედავს. “ახ, რად არ ძალუძს განცოცხლება წმიდას აჩრდილსა, რომ გარდმოხედო ახალს ქართლსა, შენს პირმშოს შვილსა!”

      ლექსში “სუმბული და მწირი” რადიკალურად განსხვავებული პოზიცია უჭირავს ნიკოლოზ ბარათაშვილს, ის ამ ლექსში სოლომონს ემხრობა. რუსეთის შემადგენლობაში ყოფნა, იგივეა, რაც გალიაში ყოფნა, სადაც გაჭმევენ, გასმევენ, მაგრამ თავისუფალი მაინც არ ხარ. აქ მოყვანილია დიალოგი, ქოთანში მყოფ სუმბულსა და მწირს შორის. სუმბული ლამობს დაღწევას და სურს, რომ გაზაფხული თავისუფლად შეიგრძნოს, ხოლო მწირი არწმუნებს, რომ ქოთანში ყოფნა ჯობია.”ნუთუ ვერ ჰპოვებ აქ სანაცვლოს, ვერც საამურს, სადაც ოქროთი და ვერცხლითა სადგურს”. მაგრამ საბოლოოდ სუმბულმა დაარწმუნა მწირი, რომ თავისუფლება უფრო მნიშვნელოვანია.

       ამ ორ ლექსსა და პოემაში ჩანს, რომ ნიკოლოზ ბარათაშვილი წუხს 1832 წლის ჩაშლილ აჯანყებაზე. მე პირადად ერეკლეს პოზიციას ვემხრობი, რადგანაც დღეს გეორგიევსკის ტრაქტატი, რომ არა საქართველო გამაჰმადიანებული ქვეყანა იქნებოდა, ქრისტიანული ფესვებით. ხალხი ნოსტალგიით იცხოვრებდა და ეს საქართველოს ძალიან დიდ ზიანს მოუტანდა.

ავტორის პოზიცია პოემაში "ბედი ქართლისა", რეფერატი #2


 (გთავაზობთ მოსწავლის ნამუშევარს, სტილი დაცულია)

      ნიკოლოზ ბარათაშვილის პოემაში აღწერილია მომენტი როდესაც ერეკლე მეფე დაფიქრდა რუსეთთან შეერთებაზე კრწანისის ბრძოლის შემდეგ ასევე, ერეკლეს და მისი მრჩეველი სოლომონის კამათი და სოლომონის ცოლის და სოლომონის საუბარი. პოემაში ჩAანს ორი პოზიცია რუსეთთან შეერთებაზე: ერეკლეს პოზიცია და სოლომონის და სოფიოს პოზიცია.
     ერეკლეს მიაჩნია რომ საქართველო რუსეთს უნდა შეუერთდეს, რუსეთს ბრძენი და ძლიერი მეფე ჰყავთ ასევე მათთან სარწმუნოება გვაკავშირებს რუსეთს ჰყავს არმია რომლითAც საქართველოს დახმარებას შეძლებს, საქართველო კი უძლურია ადრე თუ გვიან დაგვიპყრობენ

ავტორის პოზიცია პოემაში "ბედი ქართლისა", რეფერატი #3


(გთავაზობთ მოსწავლის ნამუშევარს, სტილი დაცულია.
1838 წელს ნიკოლოზ ბარათაშვილი და კონსტანტინე მამაცაშვილი რუსთაველის პროსპექტზე სეირნობდნენ და საუბარი გააბეს ერეკლე მეის გადაწყვეტილებაზე (რუსეთთან ტრაქტატის დადება). უეცრად ნიკოლოზს გუნება გაუფუჭდა და აცრემლებულმა თქვა, რომ მათმა უხეირობამ დაღუპა ისინი. “ვაი ჩვენო ქართლის ბედო”. ამრიგად, ერთი წლის მერე დასრულდა პოემის დაწერა, “ბედი ქართლისა”.
“ბედი ქართლისაში” აღწერილია ქართლის გასაჭირი, როცა სხვა გზა არ აქვს და იძულებულია “ჭკვიან” რუსეთს სთხოვოს დახმარება. პოემაში ერეკლე მეფე და სოლომონ მსაჯული კამათობენ, შეუერთდნენ თუ არა რუსეთს.
მეფე ერეკლეს თავისი ერის საკილდღეოდ სურს, ტრაქტატი დადოს რუსეთთან. მართალია, დიდად არ უნდა, მაგრამ ის მეფეა და ვალდებულია, სამშობლო დაიცვას. სოლომონ მსაჯული კი უმტკიცებს, რომ სამშობლოს თავისუფლება ჩვენს სიცოცხლეში არ უნდა გავცვალოთ. სჯობს, ჩვენ დავიხოცოთ, სამშობლო თავისუფალი იყოს და ჩვენმა შვილებმა განაგრძონ ჩვენი საქმე, ვიდე ცოცხლები ვიყოთ და უარეს დღეში აღმოვჩნდეთ – ტყვეობაში.
ნიკოლოზ ბარათაშვილმა ეს პოემა სავარაუდოდ იმიტომ დაწერა, რომ