18.3.11

საშინაო დავალების ფურცელი ორშაბათისთვის (21 მარტისთვის)


1.ჩაწერე სიტყვის სინონიმი და ანტონიმი; შემდეგ რომელიმე მათგანზე მოიფიქრე  წინადადება:
სიტყვა
სინონიმი
ანტონიმი
წინადადება
მამაცი




მარჯვე



ბასრი



ონავარი



გულთბილი



ჭკვიანი




2. ჩასვი სიტყვა საჭირო ბრუნვაში და მიუთითე, რომელი ბრუნვა აირჩიე:
ნიმუში: გუშინ  (მეგობარი) მეგობარმა   დაბადების დღეზე მიმიწვია.                                    (ბრუნვა: მოთხრობითი)
*      (ლევანი)  ___________ ,     როდის დამიბრუნებ ჩემს წიგნს?                                     (ბრუნვა:  ________________  )
*      სკოლისკენ   (საუზმე)   ______________    შემდეგ გავეშურე.                              (ბრუნვა:  ________________  )
*      გლეხს მძიმე  (ტომარა)  _______________  წაღება ძალიან გაუჭირდა.        (ბრუნვა:  ________________  )
3. გახაზე ყველა სახელი, რომელიც შეიკუმშა:
დღეს ტანსაცმლის მაღაზიაში ვიყავი.  შარვლის ყიდვა მინდოდა. მომეწონა ერთი შარვალი, თუმცა ჩემი ზომა არ აღმოაჩნდათ. არადა, დარწმუნებული ვიყავი , რომ შინ ახალი ტანსაცმლით დავბრუნდებოდი.
4.  დღეს ნიკა სკოლაში არ წასულა, გაკვეთილების შემდეგ თავის კლასელს, სანდროს, დაურეკა და აი, რა საუბარი შედგა მათ შორის.
გადაწერე დიალოგი  და დასვი საჭირო სასვენი ნიშნები :
ნიმუში:  გამარჯობა , სანდრო, ნიკა ვარ. გაგიმარჯოს, ნიკა.
– გამარჯობა, სანდრო, ნიკა ვარ.                                                                                                                     –გაგიმარჯოს , ნიკა.
როგორ ხარ, ნიკა?   კარგად.  რატომ არ იყავი დღეს სკოლაში?  ვერ ვგრძნობდი თავს კარგად, სანდრო.  ხვალ მოხვალ?  ვეცდები, დავალების ჩანიშვნა მინდა. ახლავე, ნიკა,  წიგნებს მოვიტან.
________________________
_______________
___________________________________________________________
___________________________________________________________
______________________
___________________________________________________________
________________________________________________________
5. შეავსე ცხრილი:
რას შვრება?
რა უქნია?
კაზმავს

დგამს

ადგენს

იპარება

ყლაპავს

სწავლობს

რას ვშვრები?
რა მიქნია?
ვაბამ

ვვარჯიშობ

ვკერავ

ვჭამ

ვხატავ

ვტეხ

13.3.11

ნიკოლოზ ბარათაშვილის პორტრეტი

(დავალების მიზანია ნ.ბარათაშვილის ცხოვრების გზისა და ლექსების გააზრება. თხზულებაში გადმოცემული უნდა იყოს, როგორი ადამიანის პორტრეტი იკვეთება ლექსებიდან გამომდინარე, თუმცა აქვე უნდა იყოს გააზრებული , რომ საუბარია ადამიანზე, რომელმაც საკმაოდ რთული ცხოვრების გზა განვლო. (მიუხედავად იმისა, რომ ნ.ბარათაშვილი 28 წლის ასაკში გარდაიცვალა)

სასურველია, ისარგებლო შემდეგი სქემით:

ვინ იყო ნიკოლოზ ბარათაშვილი? (დედა, მამა, ოჯახური წარმომავლობა)
რა პერიოდში მოღვაწეობდა იგი? (როგორი ვითარება იყო იმ დროს  საქართველოში?)

"მერანი" და ავთანდილის ანდერძი


(დავალების მიზანია მოსწავლემ მოახდინოს გავლილი მასალის გააზრება და საერთო პასაჟების თავმოყრა, სხვადსახვა ნაწარმოებში ჩარმოჩენილი ერთი და იმავე თემის შესახებ მსჯელობა. ერთი და იგივე თემა სხვადასხვა ავტორმა როგორ გაიაზრა. კერძოდ, ამ შემთხვევაში საუბარია სამშობლოსაგან შორს გადახვეწისა და უთვისტომობის სევდაზე, რომელიც ჩანს "მერანში" და რომელზეც ამახვილებს ყურადღებას ავთანდილი თავის ანდერძში).

სასურველია, ისარგებლო შემდეგი გეგმით:

გაიხსენე მე-17-20 სტრიქონები ლექსიდან "მერანი.
რაზეა საუბარი ხსენებულ სტროფში?
გაიხსენე ბარათაშვილის ბიოგრაფია. რამდენად შეესატყვისება ეს წინასწარმეტყველება პოეტის ცხოვრებასა და აღსასრულს

სიმბოლოები_ მერანი, შავი ყორანი_ ნ.ბარათაშვილის "მერანში"

 (დავალების მიზანია ლექსში მოცემული სიმბოლოების ახსნა და გააზრება. შეუძლებელია "მერანის" სათქმელის გაგება სიმბოლოების აუხსნელად და გაუაზრებლად.  თემაში, სასურველია, თუ ასევე იქნება წარმოჩენილი, რისი სიმბოლოა "შავი ყორანი" გრ.ორბელიანის ლექსში "თამარ მეფის სახე ბეთანიის ეკლესიაში").

სასურველია თუ ისარგებლებო შემდეგი გეგმით:

რა  სიმბოლოებს იყენებს პოეტი რომ წარმოაჩინოს მერანის მხედრის "განწირული სულისკვეთება"/
რისი სიმბოლოა "მერანი"?

განწირული სულისკვეთება

ნ.ბარათაშვილი – "მერანი"
  (დავალების მიზანია ნ.ბარათაშვილის "მერანის" გააზრება, მსჯელობა ლექსის განწყობის შესახებ და პოეტის მიერ წამოჭრილ საკითხებზე. თემაში უნდა იყოს ახსნილი სიმბოლოები, წარმოჩენილი უნდა იყოს ბედთან ბრძოლის პრობლემა . უნდა ჩანდეს მკითხველის აზრი და განწყობა საკითხთან დაკავშირებით).
  
სასურველია, ისარგებლო ამ სქემით:
რა არის ასახული ლექსში?
რამ შთააგონა პოეტს ამ ლექსის დაწერა?
საიდან ვიცით, რომ ნ.ბარათაშვილმა ეს ლექსი ძმის, ილიას, დატყვევების გამო დაწერა?

ფერი და განწყობა

ნ.ბარათაშვილი– "***ცისა ფერს"

    (დავალების მიზანია ნ.ბარათაშვილის ლექსის "ცისა ფერს" გააზრება და ლექსში წარმოჩენილი საკითხების განხილვა. რა განწყობას იწვევს ლექსში ნახსენები ფერი და შეუძლია თუ არა ფერს ლექსში კონკრეტული გამწყობის გამოწვევა.)

სასურველია, ისარგებლო გეგმით:

რომელ ლექსზე ვსაუბრობთ?
რომელ ფერს ეხება ლექსი?
რა ეპითეტებით მოიხსენებს  პოეტი ცისფერს?( ჩამოთვალე რაც შეიძლება მეტი

ორი ლოცვის შედარება

ნ.ბარათაშვილის "ჩემი ლოცვა" და ავთანდილის ლოცვა                      
                         "ვეფხისტყაოსნიდან"
 
    (თემაში უნდა იყოს წარმოჩენილი ორივე ლოცვა _ ნ.ბარათაშვილის "ჩემი ლოცვა" და ავთანდილის ლოცვა. დავალების მიზანია, მოხდეს შედარება ამ ორი ლოცვისა, რა საერთო აქვთ და რა განასხვავებთ, რა ეპითეტებითაა მოხსენებული ღმერთი ორივე ლოცვაში, და რა განწყობაა ორივე ნაწარმოებში).

სასურველია, ისარგებლო შემდეგი სქემით:

რომელ ორ ლოცვაზე ვსაუბრობთ?
რა დროს თქვა ავთანდილმა ხსენებული ლოცვა?
რა ეპითეტებით მოიხსენიებს ავთანდილი ღმერთს და რა ეპითეტებს ხმარობს ნ.ბარათაშვილი თავის ლექსში? (თუ ჰგავს ეს ეპითეტები ერთმანეთს?)

ნ.ბარათაშვილი– "ჩემი ლოცვა"

რას სთხოვს ლექსის ლირიკული გმირი ლოცვისას ღმერთს?

 (თემაში უნდა ჩანდეს ლექსის დაწერის მოტივი, რამ უბიძგა პოეტს ამ ლექსის დაწერისკენ, რას შესთხოვს ღმერთს, რა პოეტურ ხერხებს იყენებს სათქმელის გადმოსაცემად და რა განწყობა იგრძნობა ლექსში).

სასურველია, გაითვალისწინო ეს გეგმა:

ვინ არის ავტორი ლექსისა "ჩემი ლოცვა"?
რამ შთააგონა პოეტს ამ ლექსის დაწერა?

9.3.11

ავტორი – ილია ჭავჭავაძე

ილია ჭავჭავაძე – „კაცია–ადამიანი?!“

(თემაში წარმოდგენილი უნდა იყოს  მოთხრობის ავტორის როლი, „კაცია–ადამიანში“ ილია არ არის ოდენ მთხრობელი, იგი ხშირად ესაუბრება მკითხველს, მიმართავს პერსონაჟებს. თითოეულ ეპიზოდს მოსდევს ილია ჭავჭავაძის მსჯელობა. ყოველივე ეს უნდა იყოს მიმოხილული აღნიშნულ თემაში).   
  1. „კაცია–ადამიანის?!“ შესავალი და შესავლის რამდენიმე ვარიანტი. მწერალი შესავლით ამზადებს მკითხველს ნაწარმოების წასაკითხად;  (როგორ მუშაობდა ილია შესავალზე, რა მსგავსება და რა განსხვავებაა არსებულ და სავარაუდო შესავლებს შორის? წარმოდგენილი ვარიანტებიდან რომელს ანიჭებთ უპირატესობას და რატომ?); 

7.3.11

თათქარიძეობა


ილია ჭავჭავაძე – „კაცია–ადამიანი?!“

(თათქარიძეობა საერთო ქართული მოვლენაა. იმსჯელე ამ  საკითხზე. თემაში უნდა ჩანდეს, რომ მოსწავლე კარგად იცნობს ა.ბაქრაძის წერილს „არაფრობის უარყოფა“).

სასურველია, ისარგებლო შემდეგი გეგმით: 
  1. როგორ ახასიათებს ილია ჭავჭავაძე ლუარსაბის ცხოვრების სტილს?

ლუარსაბი და დარეჯანი


ილია ჭავჭავაძე – „კაცია–ადამიანი?!“

(თემა უნდა  ეხებოდეს  ილია ჭავჭავაძის მოთხრობის  ამ ორ პერსონაჟს.  გაიხსენეთ, როგორ ახასიათებს თითოეულ მათგანს ავტორი, მოახდინეთ შედარება და  იმსჯელე ამ „ორი გვრიტის“ ცხოვრების სტილზე).

სასურველია, ისარგებლო შემდეგი გეგმით:

  1. როგორ შეხვდნენ ლუარსაბი და დარეჯანი ერთმანეთს ( გაითვალისწინე, რომ ლუარსაბი ყოველმხრივ მოტყუებული დარჩა, მახინჯი და უმზითვო ქალი შერთეს, მაგრამ ის მაინც კმაყოფილია. დაახასიათე,  ბედს შეგუებლობა და კმაყოფილება მეცხრე თავის მიხედვით); 
  2. ლუარსაბისა და დარეჯანის მსგავსების ხაზგასასმელად რომელ ანდაზას მოიხმობს

3.3.11

ერლენდ ლუ – "ნაივური. სუპერი."


         ცოტა რამ ავტორის შესახებ: ერლენ ლუ დაიბადა 1969 წელს. მისი ყველაზე ცნობილი ნაწარმოები "ნაივური. სუპერი" 20 ენაზეა თარგმნილი. ერლენდ ლუ ძალები სხვადასხვა სფეროში მოსინჯა: იდგა თეატრალურ სცენაზე იღებდა მოკლემეტრაჟიან ფილმებსა და კლიპებს, იყო სკოლაში მასწავლებელი, მუშაობდა ფსიქიატრიულ საავადმყოფოშიც. "ნაივური. სუპერი" გამოსვლისთანავე იქცა ევროპულ ბესტსელერად.   
   
     თუ დაფიქრებულხარ ოდესმე, რაზე შეიძლება ფიქრობდეს კაცი? ადამიანი ბევრ რამეზე ფიქრობს! უნდა ეს, თუ არ უნდა  ფიქრები გამუდმებით ტრიალებენ, იცვლებიან, იზრდებიან და თუ დროზე არ მიხედე, შავდებიან.
   არადა, ყველაფერი გაცილებით უფრო მარტივადაა, ვიდრე ეს ერთი შეხედვით ჩანს.  ამაში ადვილად დარწმუნდებით, თუ გადაშლით ერლენდ ლუს  წიგნს– "ნაივური.სუპერი".

ტრადიციებში ჩაძირული ნავი

მეათეკლასელის წერილი ტრადიციებზე (სტილი დაცულია)

     საქართველომ თავისი იალქანი შორეულ წარსულში გაშალა, ამ ვოიაჟის დროს ეს იალქანი მრავალჯერ გაიხა და მრავალჯერ შეიკერა, მრავალი ქარბუქი და მრავალი შტორმი შეხვდა გზად. დიდ ნავსადგურში ერთ–ერთი გაჩერებისას  აღმოჩნდა, რომ ანძა გაბზარულია და ვეღარ განაგრძობს თავის მოგზაურობას.
       ნავის პატრონმა კი გადაწყვიტა, რჩევის მიუხედავად, გამგზავრებულიყო. ის მიემგზავრებოდა ძველი იაქნით. დიდი სირთულით ილახებოდა თითოეული ტალღა და ბოლოს, მორიგი ტალღის შეტევას, "წარსულის აპარატმა" ვეღარ გაუძლო და დაიშალა.

მითამ ესეც რეცენზიაა

მეათეკლასელის  რეცენზია  სპექტაკლისა "მგზავრის წერილები" (სტილი დაცულია)


       შაბათს, 7 საათზე, "კაცია–ადამიანზე" წავედით. უკაცრავად, შემეშალა! მინდოდა, მეთქვა– "მგზავრის წერილებზეო", მაგრამ ძნელია, გაარჩიო ეს ორი ნაწარმოები ერთმანეთისგან, თუ მარჯანიშვილის თეატრში წახვალთ. პირველი მოქმედება ხომ , თითქმის, "კაცია–ადამიანის"ნაწყვეტებს ეხება, სადაც ახალგაზრდა, "ჯინსების თაობის" უკაცრავად და, უნიჭო, მსახიობები თამაშობენ.