29.4.11

IVკლასი, საშინაო დავალების ფურცელი ორშაბათისთვის (2 მაისისთვის)

1.გაიხსენე იაკობ გოგებაშვილის მოთხრობა “სირცხვილის აშორება“ და უპასუხე კითხვებს:
  • რატომ ყოყმანობდა სანდრო ვაშლების მოპარვის წინ?                                             
  • როგორ დაიმშვიდა სანდრომ სინდისი, რა მოიმოქმედა მან?

2. იაკობ გოგებაშვილის მოთხრობაში „ვანო და ჩიტი“  ვანომ ჩიტის გადარჩენა განიზრახა. რა მოიმოქმედა მან?

3. რატომ იტანჯებოდა ჩიტი გალიაში, ვანო მას ხომ არც სითბოს და არც საკვებს არ აკლებდა?

4. გაიხსენე იაკობ გოგებაშვილის მოთხრობა „თავის გაწირვა მტრისათვის“. შენი აზრით, რა არის ამ მოთხრობის მთავარი სათქმელი?

5. გახაზე ყველა ზედსართავი სახელი :

8.4.11

საშინაო დავალების ფურცელი, IV კლასი, 8.4.11 (ორშაბათისთვის)


სავარჯიშო 1. დაასრულე წინადადებები. 
  • ასეთი ლამაზი ნახატი მე ჯერ არ დამიხატ...... .
  • გამახსენდა, რომ კარი არ დამიხურ....... .
  • კონცერტზე მას არასოდეს დაუკრ....... .
  • პატარა დავითს მიწაზე ჯერ ფეხი არ დაუდგ...... .
  • ნიკას თასმები გაუნასკვ....... .
სავარჯიშო 2. შეავსე  ზმნის გამოტოვებული ფორმები:

7.4.11

თეიმურაზ I


      ბიოგრაფიულ ცნობებს თეიმურაზის შესახებ გვაწვდის როგორც მატიანე და საისტორიო დოკუმენტები,  ისე არჩილ მეფის თხზულება "რუსთველისა და თეიმურაზის გაბაასება". ამ უკანასკნელში მეთექვსმეტე პასუხში მოცემულია "ცხოვრება თეიმურაზისა".
   თეიმურაზის მამა იყო ალექსანდრე მეფის ძე –დავითი, კაცი "ამაყი, ლაღი, მრისხანე", ამასთანავე ბოროტი იმდენად, რომ , როგორც ცნობილია, მან დააპატიმრა თავისი ძმა გიორგი და ტახტიდან ჩამოაგდო მამა, რათა თვითონ გამხდარიყო კახეთის მეფე.
 დედამისი , აშოთან მუხრანბატონის ასული – ქეთევანი, იყო ადამიანიჭკუითა და ყოველგვარი სათნოებით შემკობილი, რომელმაც შირაზში შაჰ–აბასისგან მოწამებრივი გვირგვინი დაიდგა თავს.
  თეიმურაზი დაბადებულა  1589 წელს. 16 წლისა, დედას გიორგის შურისძიების შეეშინდა და 1602