30.6.11

ლევ ვიგოტსკი – სოციო–კულტურული თეორია


1.     სოციო–კულტურული თეორიალევ ვიგოტსკიმ  ჩამოაყალიბა.                                      სოციო– კულტურული თეორია ხაზს უსვამს სოციალური კომუნიკაციისა და ენის გავლენას ბავშვთა კოგნიტურ განვითარებაზე.
2.     თანამედროვე კონსტრუქტივისტული აზროვნება ეფუძნება პიაჟსა და ვიგოტკის ნაშრომებს. ამ ორი მეცნიერის ნაშრომებს განასხვავებს რამდენიმე ასპექტი, რომელსაც ქვემოთ განვიხილავთ.
     ლევ ვიგოტსკი VS პიაჟე

  1. პიაჟე: ბავშვი თვითმოტივირებული არსებაა, რომელიც თავად იკვლევს და შეიმეცნებს სამყაროს, თავად მართავს თავისი კოგნიტური განვითარების პროცესს.
  2. ვიგოტსკი: საზოგადოება და კულტურა  მნიშვნელოვნად უწყობს ხელს ბავშვთა კოგნიტურ განვითარებას.

  •  პიაჟე: განვითარება წინ უძღვის სწავლას.  ბავშვს ჯერ  გარკვეული კოგნიტური სტრუქტურები (სქემები) უნდა ჩამოუყალიბდეს, რათა შეძლოს სამყაროს შეცნობა. 
  • ვიგოტსკი: სწავლა წინ უძღვის და ხელს უწყობს კოგნიტურ განვითარებას. ბავშვი სწავლობს საზოგადოებაში არსებულს სიმბოლოებს სხვა ადამიანების მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე.

თვითრეგულირების უნარი –  ვიგოტსკის აზრით, განვითარება მოიცავს ბავშვის მიერ სიმბოლოთა ისეთ გათავისებას, როცა მას უკვე დამოუკიდებლად შეუძლია აზროვნება

ემოციური განვითარება


  1. თანამედროვე ფსიქოლოგიაში ემოცია განისაზღვრება , როგორც განცდა, რომელიც შეიძლება, მოიცავდეს ფიზიოლოგიურ პროცესებს (მაგალითად, გულის სწრაფ ფეთქვას...), გაცნობიერებულ დამოკიდებულებას (მაგალითად, სხვა ადამიანის სიყვარულს) ან ქცევაში გამოვლინებას (მაგალითად, ღიმილს).
  2. ემოცია შეიძლება იყოს დადებითი (მაგალითად, სიხარული, ენთუზიაზმი, სიამოვნება და სიმშვიდე) და უარყოფით(მაგალითად, ღელვა, გაბრაზება, შიში, წუხილი, დანაშაულის გრძნობა და სევდა).
  1. ფსიქოლოგები განასხვავებენ პირველად/ძირითად ემოციებს (ესაა– გაოცება, ინტერესი, სიხარული, გაბრაზება, სევდა, შიში) და შეგნებულ/გაცნობიერებულ ემოციებს. (აქ გაერთიანებულია განცდები, რომლებიც შემეცნებით აზროვნებას მოითხოვს: ემპათია, სიამაყე, ეჭვიანობა, სირცხვილი, დანაშაულის გრძნობა).
  1. ემოციის ფუნქციური არსი >>> ადამიანის ემოციური განცდა მისი გარემოსადმი ადაპტაციის (შეგუების) მცდელობის შედეგად იჩენს თავს.
5.      სოციალური კომუნიკაციის დროს ემოციის გამოვლინება 2 მნიშვნელოვან ფუნქციას ემსახურება: სასიგნალოსა და მარეგულირებელს.

ბიჰევიორიზმი


  1. ბიჰევიორისტები მიიჩნევენ, რომ რამდენიმე რეფლექსის გამოკლებით, დაბადებისას ადამიანი „ტაბულა რაზას“ ანუ „სუფთა დაფას“ წარმოადგენს.
  2. გარემო ხელს უწყობს ადამიანის ხასიათისა და ქცევის თავისებურებების ჩამოყალიბებას.
  3. მასწავლებელს უნდა ახსოვდეს, რომ მოსწავლის წარსული და აწმყო, მისი გარემო მნიშვნელოვან ზეგავლენას ახდენს მის ქცევაზე.
  4. მოსწავლეთა შინაგანი სამყაროს შესწავლა შეუძლებელია, ამიტომ ფსიქოლოგიური კვლევის საგანი ის მოვლენები უნდა იყოს, რომელთა დანახვა და ობიექტურად შესწავლაა შესაძლებელია: გარემო სტიმულები და მოსწავლეთა საპასუხო ქცევები.
  5. ბიჰევიორისტები სწავლას განმარტავენ, როგორც გამოცდილების შედეგად მიღებული ქცევის ცვლილებას.
  6. მოსწავლეები უფრო ეფექტურად სწავლობენ მაშინ, როცა  სტიმული და საპასუხო ქცევა დროში თანმიმდევრულია. თუ გვსურს, რომ მოსწავლეებმა ორი მოვლენა (სტიმული და საპასუხო ქცევა) ერთმანეთს დაუკავშირონ, უნდა მოხდეს მათი თანხვედრა დროში.
  7. სწავლა დამოკიდებულია თვალსჩინო მოვლენების ასოციაციით დაკავშირებაზე.

რჩევები მასწავლებელს

მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლების სტრატეგიები
1. გაამდიდრეთ სასწავლო პროცესი – ამის მიღწევა შესაძლებელია დამატებითი, კლასგარეშე აქტივობებით, მრავაფეროვანი სასწავლო მასალებით და  სწავლების ახალი მეთოდებისა და სტრატეგების გამოყენებით. ამით სასწავლო პროცესი მოსწავლისთვის უფრო სახალისო და საინტერესო გახდება.
2. ეცადეთ, გაააქტიუროთ მოსწავლეები – მოსწავლეებისთვის გაცილებით უფრო ბუნებრივია საგაკვეთილო პროცესში აქტიურად ჩართვა და მონაწილეობა, ვიდრე მშვიდად ჯდომა და მოსმენა. ამისათვის შეგიძლიათ, ჩაატაროთ დისკუსიები, გამოიყენოთ ჯგუფური მუშაობის მეთოდი, პრეზენტაციები, როლური თამაშები, საგანმანათლებლო ექსკურსიები და სხვა. თუმცა ჩამოთვლილ სტრატეგიებს უნდა შეურჩიოთ  დრო, თორემ არ ექნება ის ეფექტი, რასაც ელით.
3. ჩართეთ მოსწავლეები ცოდნის შეფასების ინსტრუმენტების მომზადებაში – ეს

რჩევები მასწავლებელს


ლორენს კოლბერგი
მოსწავლის მორალური განვითარებისათვის :
1. აუხსენოთ  მოსწავლეს და დაუსაბუთეთ , თუ რატომაა ზოგიერთი საქციელი მიუღებელი.
2. მნიშვნელოვანია, რომ მოსწავლეს პასუხისმგებლობა დავაკისროთ არაზნეობრივ და ანტისოციალურ საქციელზე, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ სასჯელთან ერთად ინდუქციაც გამოვიყენოთ.
3. დავანახოთ, როგორ შეწუხდა სხვა ადამიანი მისი საქციელით.
4. დავანახოთ სხვა ადამიანის (მაგალითად, ვისაც დასცინის) შეხედულება და მოტივი.
5. დაეხმარეთ მოსწავლეებს, სიტუაციებს სხვადასხვა ადამიანების პოზიციებიდან შეხედონ. წაახალისეთ ისინი, რომ ერთმანეთის მიმართ თანაგრძნობა და მეგობრული დამოკიდებულება გაუჩნდეთ.
6. მიეცით მოსწავლეს მორალური განვითარების ბევრი მაგალითი.
7. ჩართეთ მორალური საკითხები და დილემები საკლასო დისკუსიებში. გაამხნევეთ ბავშვები, ახსნან და დაასაბუთონ თავიანთი მორალური შეხედულებანი.
8. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საკლასო ოთახში შეიქმნას უსაფრთხო და სანდო გარემო, რათა მოსწავლეებმა თავისი აზრის გამოხატვა გაკიცხვისა და შერცხვენის შიშის გარეშე შეძლონ.
9. მასწავლებელი უნდა დაეხმაროს მოსწავლებს, რომ დაანახოს დილემის ყველა ასპექტი.
10. აქტიურად ჩართეთ მოსწავლეები ისეთ პროექტებში, რომელბიც საზოგადოებისადმი სამსახურს ითხოვს.ეს ხელს შეუწყობს მათი სოციალური პასუხისმგებლობის განვითარებას.

28.6.11

რჩევები მასწავლებელს


ერიკ ერიკსონი
  1.       წაახალისეთ სკოლამდელი ბავშვები გამოიჩინონ ინიციატივა.
  2.       ჩართეთ სკოლამდელი ასაკის ბავშვები ისეთ საქმიანობაში, რომელიც მათ წარმოსახვის უნარს გააძლიერებს.
  3.      პერიოდულად მიეცით შესაძლებლობა, თავად აირჩიონ , რისი გაკეთება სურთ.
  4.      სკოლამდელი ასაკის ბავშვები წაახალისეთ, რომ რაც შეიძლება მეტი ითამაშონ ერთმანეთთან. ამ ასაკის ბავშვებს თამაში ხელს უწყობს, რომ განვითარდნენ არა მხოლოდ სოციო–ემოციურად, არამედ კოგნიტურადაც.
  5.       დაეხმარეთ დაწყებითი კლასის მოსწავლეებს გახდნენ ბეჯითნი და

ფსიქო–სოციალური განვითარების თეორია


1.      ფსიქოლოგ ერიკ ერიკსონს მიაჩნდა, რომ ადამიანთა შეხედულებები საკუთარ თავსა და სხვა ადამიანების შესახებ მთელი ცხოვრების მანძილზე მნიშვნელოვნად იცვლება.
2.      ერიკსონის ადამიანის განვითარების კლასიკური თეორია მოიცავს 8 ფსიქო–სოციალურ სტადიას. (ამ სტადიებს ადამიანი გადის მთელი ცხოვრების მანძილზე).
3.      ადამიანის განვითარება დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად კარგად გადალახავს იგი თითოეულ კრიზისს, რომელიც ამა თუ იმ სტადიას ახასიათებს.

ინკლუზიური სწავლება (ნაწილი II)


სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეები
1.      სპეციალური საჭიროების მქონე მოსწავლეების სწავლების ინკლუზიური მიდგომის საფუძველში ისეთი ფუნდამენტური პრინციპები დგას, როგორიცაა განათლების ხელმისაწვდომობა, ბავშვთა უფლებების დაცვა და მათი სპეციალური ადაპტაციის უზრუნველყოფა, ასევე, განსხვავებულის აღიარება და პატივისცემა.
2.      ინკლუზიური განათლება ზოგადად  გულისხმობს განსხვავებული საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეების ერთად სწავლებას ინდივიდუალური შესაძლებლობების გათვალისწინებით.
3.      განსაკუთრებული საჭიროება შესაძლოა ჰქონდეს როგორც განვითარებაში შეფერხებისა და კონკრეტული უნარების დაქვეითების მქონე მოსწავლეს, ასევე იმასაც, ვინც განსაკუთრებული ნიჭითაა დაჯილდოებული.
4.    ინკლუზიური განათლების ძირითად იარაღს წარმოადგენს ინდივიდუალური სასწავლო გეგმა.
5.      ინკლუზიური განათლების მოწინააღმდეგეებს აქვთ შემდეგი არგუმენტები:

კონსტრუქტივიზმი


1.     სწავლის თეორიებს, რომლებიც სწავლას განსაზღვრავენ, როგორც გამოცდილებიდან ცოდნის აგებას, სწავლის კონსტრუქტივისტული თეორიები  ეწოდება. აგრეთვე ყურადღებას ამახვილებენ სწავლის პროცესის სოციალურ ხასიათზე. (თანამედროვე კონსტრუქტივისტული აზროვნება ეფუძნება პიაჟესა და ვიგოტსკის ნაშრომებს).
2.     კონსტრუქტივისტული თეორიის მიხედვით:
  • მოსწავლემ თვითონ უნდა ააგოს ცოდნა გონებაში. 
  •   მასწავლებელი მხოლოდ ეხმარება ცოდნის აგებაში.
  •   მასწავლებელს შეუძლია ასწავლოს გზები, მაგრამ ამ გზის გავლა უკვე მოსწავლის პასუხისმგებლობაა.
3.     ვიგოტსკი ხაზს უსვამდა სწავლის სოციალურ ხასიათს. ბავშვები სწავლობენ

რჩევები მასწავლებელს


პიაჟე
1.      მასწავლებელმა ყურადღება უნდა გაამხვილოს მოსწავლეთა აზროვნების პროცესებზე და არა მხოლოდ მის შედეგზე – მასწავლებელმა მოსწავლის მხოლოდ პასუხი კი არ უნდა შეამოწმოს, არამედ დაადგინოს , თუ რა გონებრივი პროცესები გამოიყენა ამ პასუხის მისაღებად. სასწავლო პროცესები მხოლოდ მაშინ არის ეფექტური , როცა ემყარება ბავშვთა არსებული კოგნიტური განვითარების დონეს.
2.      მასწავლებელმა უნდა გააცნობიეროს, რომ ძალიან მნიშვნელოვანია მოსწავლეთა ინიციატივა და აქტიური ჩართულობა სასწავლო პროცესში – ცოდნის გადაცემა პირდაპირ კი არ უნდა მოხდეს, არამედ მოსწავლეს საშუალება უნდა მიეცეს, თვითონ გააკეთოს  აღმოჩენები გარემოსთან უშუალო ურთიერთობის შედეგად.
3.      მასწავლებელმა უნდა გააცნობიეროს, რომ მოსწავლეთა განვითარების ტემპები განსხვავებულია და ეს გაითვალისწინოს სასწავლო პროცესში – პიაჟეს თეორიის თანახმად, ყველა ბავშვი განვითარების  სტადიებს ერთნაირი თანმიმდევრობით გადის, თუმცა განსხვავებული ტემპით. ამიტომ მასწავლებელმა სასწავლო დავალებები ცალკეული ჯგუფებისთვის უნდა დაგეგმოს და არა მთელი კლასისთვის შეფასება უნდა მოხდეს თითოეული ბავშვის ინდივიდუალური განვითარების პროგრესის გათვალისწინებით.

რჩევები მასწავლებელს

დევიდ პერკინსი „რაც უფრო მეტი იციან მოსწავლეებმა ფიქრისა და სწავლის შესახებ, ანუ რაც უფრო მაღალია მათი მეტაკოგნიტური ცნობიერება, მით უფრო ეფექტურად სწავლობენ ისინი და უფრო მაღალ შედეგებს აღწევენ“.

  •       როცა ახალ მასალას ხსნით, იმავდროულად ასწავლეთ მოსწავლეებს, თუ როგორ ისწავლონ ეს მასალა.
  •       დროდადრო სთხოვეთ ბავშვებს, რომ ერთად, წყვილ–წყვილად ან პატარა ჯგუფებში იმეცადინონ.
  •       დაეხმარეთ მოსწავლეებს ახალი სტრატეგიების გამოყენებაში.  მიანიშნეთ, თუ როდის შეიძლება მისი გამოყენება.
  •       გააცანით მოსწავლეებს ახალი სტრატეგიები : ჩანაწერების გაკეთება, მასალის გადამუშავება, საკუთარი თავისთვის კითხვების დასმა და ა.შ.
  •       მოსწავლეებს მათთვის გასაგებ ენაზე აუხსენით, რატომ არის სხვადასხვა სტრატეგიების გამოყენება სასარგებლო.
  •      აღნიშნეთ ის გარემოებები, როცა გარკვეული სტრატეგიების გამოყენება განსაკუთრებით სასარგებლოა.
  •       მიეცით მოსწავლეებს საშუალება  თითოეული სტრატეგია სხვადასხვა კონტექსტში გამოიყენონ.
დევიდ პერკინსმა ეფექტური სწავლების 7 პრინციპი ჩამოაყალიბა:

რჩევები მასწავლებელს


კონსტრუქტივისტები (ვიგოტსკი, პიაჟე,  ბრუნერი)
  1.       მიეცით მოსწავლეებს ექსპერიმენტების ჩატარების საშუალება.
  2.       დაეხმარეთ მოსწავლეებს სხვადასხვა ცნებისა და პრინციპის ერთმანეთთან ლოგიკურად დაკავშირებაში, ამით ისინი მოახდენენ ცოდნის ორგანიზებას. 
  3.      ჩართეთ მოსწავლეები საკლასო დისკუსიებში.
  4.       მიეცით მოსწავლეებს ისეთი დავალებები, რომლებიც რეალურ სამყაროსთან არის დაკავშირებული.
  5.       დაეხმარეთ მოსწავლეებს თეორიების აგებაში:
  •   წააქეზეთ მოსწავლეები, დასვან კითხვები – რატომ? და როგორ?
  •   სთხოვეთ მოსწავლეებს, წინასწარ გამოთქვან ვარაუდი,  რა მოხდება საკლასო ექსპერიმენტის დროს.
  •   გამოიყენეთ ანალოგიები იმისთვის, რომ მოსწავლეებს დაეხმაროთ ახალი ცნებები, იდეები და მოვლენები უკვე არსებულ ცოდნასთან დააკავშირონ.
  • მიეცით ფიზიკური და სიმბოლური მოდელები/მაგალითები.
  •   მასალის ახსნის დროს გაითვალისწინეთ მოსწავლის კოგნიტური განვითარების დონე.
  •  სთხოვეთ მოსწავლეებს, რომ დაფიქრდნენ ახალ მასალაზე და იგი ძველ გამოცდილებას დაუკავშირონ.

რჩევები მასწავლებელს


ალბერტ ბანდურა
  1.      აჩვენეთ მოსწავლეებს ახალი ქცევის მაგალითები, ამით თქვენ მათ ახალი ქმედებების სწრაფად ათვისებაში დაეხმარებით.
  2.   გახსოვდეთ, რომ ახლად ათვისებული მასალა ყოველთვის დაუყოვნებლივ არ ახდენს გავლენას მოსწავლის ქმედებაზე.
  3.       წააქეზეთ მოსწავლეები, ისეთი არჩევანი გააკეთონ, რაც მათი სწავლისთვის სასარგებლო იქნება.
  4.      გაამხნევეთ მოსწავლეები, პროდუქტიული მიზნები დასახონ.

სოციალური დასწავლის თეორია


1.      ალბერტ ბანდურა
            სოციალური დასწავლის თეორია თავდაპირველად ბიჰევიორიზმზე იყო დაფუძნებული, მაგრამ უფრო მეტად აქცენტს გონებრივ პროცესებზე აკეთებდა.
2.      სოციალური დასწავლის თეორია ხაზს უსვამს აზროვნების გავლენას ქცევაზე და ქცევის გავლენას აზროვნებაზე.
3.      სოციალური დასწავლის თეორიის ძირითადი პრინციპებია:
  • ადამიანები სწავლობენ სხვა ადამიანებზე (ანუ მოდელებზე) დაკვირვების საშუალებით.
  •  სწავლა შინაგანი პროცესია, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს ან არ გამოიწვიოს ქცევის ცვლილება.
  • ადამიანები და მათი გარემო ორმხრივად  ახდენენ გავლენას ერთმანეთზე. (ბიჰევიორიზმი კი მხოლოდ იმაზე ახდენს აქცენტს, თუ რა გავლენას ახდენს გარემო ადამიანზე).
  • ადამიანების ქმედება გარკვეულ მიზნებისკენაა  მიმართული.
  • ადამიანის ქცევა თანდათან უფრო თვითრეგულირებადი  ხდება. ზრდასთან ერთად იზრდება პასუხისმგებლობა, რომელსაც ბავშვი საკუთარ ქცევაზე იღებს.

4.      თვითრეგულაცია – სოციალური დასწავლის თეორიის მნიშვნელოვანი ცნება. თუ ჩვენს

რჩევები მასწავლებელს


ბიჰევიორისტები
  1.       შექმენით ისეთი სასწავლო გარემო, რომელიც ხელს შეუწყობს და წაახალისებს მოსწავლეთა ქცევას.
  2.       დაადგინეთ, რომელი კონკრეტული სტიმული ახდენს ზეგავლენას მოსწავლეთა ქცევაზე.
  3.      მხოლოდ მაშინ დაასკვენით, რომ მოსწავლეებმა რაღაც ისწავლეს, როცა მათ აკადემიურ მოსწრებასა და ქცევაში ცვლილებებს დაინახავთ.
  4.     თუ გსურთ, რომ მოსწავლეებმა ორი მოვლენა (სტიმული და საპასუხო ქცევა) ერთმანეთს დაუკავშირონ, იზრუნეთ, მათ თანხვედრაზე დროში.
  5.       თითოეულ მოსწავლეს ცალ–ცალკე დაუთმეთ დრო, განსაკუთრებით კი ისეთ მოსწავლეებს, რომლებიც სოციალურად გარიყულნი არიან.
  6.      იშვიათად გამოიყენეთ კონკრეტული განმამტკიცებელი სტიმულები (ტკბილეულობა, ფლომასტერები, სათამაშოები...)
  7.      იზრუნეთ, რომ მოსწავლეთა ნიშნები დამოკიდებული იყოს მათ მიერ შესრულებულ სამუშაოზე.
  8.      მიეცით მოსწავლეებს გადაწყვეტილების დამოუკიდებლად  მიღების საშუალება.
  9.      წინასწარ განსაზღვრეთ, თუ რა არის სასურველი ქცევა.
  10. განსაზღვრეთ, რა კონკრეტული შედეგი წარმოადგენს განმამტკიცებელ სტიმულს თითოეული მოსწავლისათვის.
  11. გარეგანი განმამტკიცებელი სტიმულები მხოლოდ მაშინ გამოიყენეთ, როცა მოსწავლეები მათ გარეშე აღარ ამჟღავნებენ სასურველ ქცევებს. 
  12.   ნათლად დაუკავშირეთ ერთმანეთს საპასუხო ქცევა და შედეგი.
  13. განმამტკიცებელი სტიმული გამოიყენეთ მანამ, სანამ სასურველ შედეგს არ მიაღწევთ.
  14.   გაუკეთეთ მონიტორინგი  მოსწავლეთა  პროგრესს.
  15.   გახსოვდეთ, რომ სასჯელი ქცევის შეცვლის არაეფექტური მეთოდია.