3.4.12

I სერიის მწკრივები


   §1. I სერიის მწკრივები.  პირველი სერია ორ ქვესერიად ანუ წრედ იყოფა : აწმყოსა და მყოფადის წრეებად.
§2. აწმყოს წრე.
აწმყო
კითხვა –რას ვშვრები? რას შვრები? რას შვრება?                                                                          

დრო– ახლანდელი, შესაძლოა, სულ დაცლილი იყოს დროის გაგებისგან (მაგალითად, დედამიწა მზის გარშემო ბრუნავს).                                                                                                               

კილო– თხრობითი, ნუ ნაწილაკის დართვისას უკუთქმითი ბრძანებითი (ნუ წერ!)                   

მწკრივის ნიშანი – გარდამავალ ზმნას არ აქვს ნიშანი (ვაშენებ), გარდაუვალ ზმნას აქვს ნიშანი –ი  I და  II პირში (ვზრდი, ზრდ), III პირს დაკარგული აქვს პირის ნიშნის –ა–ს გამო. 

უწყვეტელი
კითხვა –რას ვშვრებოდი? რას შვრებოდი? რას შვრებოდა?