30.5.12

ნ.ბარათაშვილი – „ბედი ქართლისა“



          ნ.ბარათაშვილის პოემა „ბედი ქართლისა“ ისტორიულ მოვლენას ასახავს და გადმოგვცემს. თავად პოემა ერთგვარი გასაღებია ავტორის მსოფლმხედველობის გასაცნობად და ამოსახსნელად. პოემის დიალოგური ფორმა, რიტმისა და ინტონაციის ცვალებადობა პოემის შესწავლის პროცესს კიდევ უფრო საინტერესოს ხდის. 


    თავისებურება 1პოემაში ისტორიული ფაქტები არათანმიმდევრულადაა დალაგებული. „ბედი ქართლისაში“ კრწანისის ბრძოლაა აღწერილი. პოემის მიხედვით, სწორედ ამ საბედისწერო ბრძოლის შემდეგ გადაწყვიტა ერეკლე მეფემ რუსეთთან კავშირის დამყარება, რასაც ეწინააღმდეგება სოლომონ მსაჯული. პოემის სიუჟეტი მათი დიალოგის სახით ვითარდება. სინამდვილეში, აღა–მაჰმად–ხანის შემოსევა , კრწანისის ბრძოლაში ქართველთა დამარცხება და აღა–მაჰმად–ხანის მიერ თბილისის გადაწვა 1795 წელს მოხდა. ამ დროისთვის კი რუსეთთან კავშირი უკვე დამყარებული იყო.მეფე ერეკლე მეორემ ამ ბრძოლამდე 12 წლით ადრე, 1783 წელს გააფორმა რუსეთთან ხელშეკრულება, რომელიც „გეორგიევსკის ტრაქტატის“ სახელითაა ცნობილი.


   პრობლემა: სწორედ ამ თავისებურებამ, ისტორიული ფაქტების არათანმიმდევრულად

28.5.12

ილია ჭავჭავაძე – "მგზავრის წერილები"



ილია ჭავჭავაძის "მგზავრის წერილების" შესწავლისას მოსწავლემ, გარდა იმისა, რომ კარგად უნდა აითვისოს შინაარსი, ასევე თავი უნდა  მოუყაროს  იმ პრობლემებს, რომლებიც ნაწარმოებშია წარმოჩენილი. ამაში კი მეგზურად და გზამკვლევად მასწავლებელი უნდა მოევლინოს.
თავისებურება 1 – "მგზავრის წერილების" თავისებურებას ნაწარმოების ფორმა და ხასიათი განაპირობებს. "მგზავრის წერილები" ერთი კონკრეტული ნაწარმოები კი არა, ეროვნულ–განმათავისუფლებელი პროგრამაა, ერთგვარი გეგმაა სამოქმედო. სწორედ ეს ხასიათი განაპირობებს იმ თავისებურებას, რომელიც კარგად უნდა გავშალოთ და გავაანალიზოთ მოსწავლეებთან ერთად. გთავაზობთ ჩამონათვალს საკითხებისა, რომელიც უნდა გავიაროთ "მგზავრის წერილების შესწავლისას". აქვე შემოგთავაზებთ აქტივობას, რომელიც ამ შემთხვევაში გამოგვადგება. აქტივობა: ალბათ, გვახსოვს, როგორ გვასწავლეს თავად ჩვენ სკოლაში ეს ნაწარმოები. პირადად ჩემს შემთხვევაში მოხდა ასე: გავიარეთ "მგზავრის წერილები", დავწერეთ შინაარსი და მხოლოდ ამის შემდეგ მოგვცეს სააანალიზო თემა: "მგზავრის წერილების" განხილვა. ამით შემოიფარგლა ჩვენი, როგორც მოსწავლეების, შეხება ამ ნაწარმოებთან.

ვფიქრობ, რომ უფრო ეფექტური და საინტერესოა ის , რომ

26.5.12

" შუშანიკის წამება "


„შუშანიკის წამების“  შესწავლისას, სასურველია, თუ გავითვალისწინებთ და ვისაუბრებთ შემდეგ საკითხებზე. (გთავაზობთ საკითხთა ჩამონათვალს,რომელსაც ყურადღება უნდა მივაქციოთ):
1. შესავალი–  ჟანრის შესახებ–  ძველი ქართული მწერლობის ერთ–ერთი ძირითადი დარგია ჰაგიოგრაფია. (ანუ სასულიერო პროზა) . ჰაგიოგრაფია ბერძნული წარმოშობის სიტყვაა და სიტყვასიტყვით ნიშნავს წმინდანთა, ანუ ქრისტიანობისთვის თავდადებულ პირთა, წამების ან ცხოვრების აღწერას. (ჰაგიოს– წმინდა , გრაფოს– ვწერ).
ჰაგიოგრაფიული ნაწარმოებები იქმნებოდა იმიტომ, რომ ტექსტები ეკლესიაში წაკითხულიყო ღვთისმსახურების დროს, რათა მრევლისთვის განემტკიცებინათ რწმენა და ეჩვენებინათ, რომ ჩვეულებრივ მოკვდავებსაც შეუძლიათ ქრისტეს გზის გამეორება.
ქართული სასულიერო მწერლობა მდიდარია როგორც ნათარგმნი, ისე ორიგინალური ჰაგიოგრაფიის ნიმუშებით.  ჩვენამდე მოღწეულ პირველ ქართულ ჰაგიოგრაფიულ თხზულებად ითვლება  იაკობ ხუცესის "შუშანიკის წამება".  
2. ნაწარმოების ისტორია–  იაკობ ხუცესის  "შუშანიკის წამება" დღემდე მოღწეული უძველესი ქართული ლიტერატურული ძეგლია. იგულისხმება, რომ მანამდე უეჭველად არსებობდა სხვა თხზულებები , რომლებმაც საფუძველი მოუმზადეს ამ ნაწარმოებს.  "შუშანიკის წამებით" იწყება 1500 წლოვანი ქართული მწერლობის შესწავლა.

22.5.12

საინტერესო პროექტის შესახებ

ეს ინფორმაცია საინტერესო იქნება  მათთვის, ვინც  ქართული ენისა და ლიტერატურის სასერტიფიკაციო გამოცდის ჩაბარებას  აპირებს წელს.
   ძალიან კარგად ვიცი, რომ მთელი წლის მანძილზე, როგორც არ უნდა დაგეგმო ან გადაგეგმო,  სასერტიფიკაციო მასალების გასამეორებლად დროს ვერ ნახულობთ.                        
            ჩემს ბლოგს თქვენთან აქვს შემოთავაზება:
   მაშინ, როცა გამოცდებამდე დარჩენილი იქნება 40 დღე,

  •  დავიწყოთ ერთად გამეორება!  
  • მოვუყაროთ თავი მასალას და გავუზიაროთ ერთმანეთს გამოცდილება. 
  • კიდევ ერთხელ გადავავლოთ თვალი 40 მნიშვნელოვან თემას!

   აქტიურად ვემზადები პროექტის ასამუშავებლად და ვითვლი დღეებს. ეს იქნება  სასერტიფიკაციო გამოცდების ერთობლივად მომზადების მეორე ეტაპი (შარშან, მოგეხსენებათ, ჩვენ ერთად წარმატებით ჩავაბარეთ ზოგადი უნარების გამოცდა). შემოგვიერთდით, ნუ დაიშურებთ კომენტარებს, თქვენი გამოცდილება და მოსაზრება მნიშვნელოვანია.

   პირველი თემა დაიდება 27 მაისს.
ბოლო თემა – 5 ივლისს.
 6 ივლისის  საღამოს  შევაჯამოთ შედეგები ერთად !
წარმატებებს გისურვებთ და ველი თქვენს  წინადადებებს: კონკრეტულად რომელი თემაა თქვენთვის უფრო მეტად საინტერესო?