მაგალითად, ოოშე= უფალო, შემიწყალე, ხ = ხოლო,რ = რამეთუ,ად = არამედ,              ვდ = ვითარმედ.
მეტრი  |    მ  |   
გრამი  |    გ  |   
ლიტრი  |    ლ  |   
საათი  |    სთ  |   
წუთი  |    წთ  |   
კილომეტრი  |    კმ  |   
ჰექტარი  |    ჰა  |   
წელი  |    წ.  |   
 გვერდი  |    გვ.  |   
 იხილე  |    იხ.  |   
მაგალითად  |    მაგ.  |   
საუკუნე  |    ს.  |   
ტომი  |    ტ.  |   
შეადარე  |    შდრ.  |   
კილოგრამი  |    კგ  |   
სანტიმეტრი  |    სმ  |   
ვატი  |    ვტ  |   
ზოგიერთი სიტყვა თავისებურად მოკლდება:
საზოგადოება  |    საზ–ბა  |   
ლიტერატურა  |    ლიტ–რა  |   
გამომცემლობა  |    გამ–ბა  |   
ფორტეპიანო  |    ფ–ნო  |   
ბატონ  |    ბ–ნ  |   
ქალბატონ  |    ქ–ნ  |   
            გასათვალისწინებელია, რომ შემოკლება არ შეიცავდეს ორაზროვნებას. მაგალითად, რას ნიშნავს შემოკლება არქ.?
    პასუხი იქნება ასეთი: ან არქიტექტურას, ან არქეოლოგიას. სწორედ, ამ ორაზროვნების თავიდან ასაცილებლად საჭიროა დამატებითი მარცვლის შემოტანა: 
      არქეოლ.– არქეოლოგია
     არქიტ. – არქიტექტურა.
აღმოსავლეთი  |    |
დასავლეთი  |    |
სამხრეთი  |    |
ჩრდილოეთი  |    |
აგვისტო  |    |
აპრილი  |    |
დეკემბერი  |    |
თებერვალი  |    |
იანვარი  |    |
ივლისი  |    |
ნოემბერი  |    |
ოქტომბერი  |    |
სექტემბერი  |    |
  თუ უცხოური აბრევიატურის გადმოცემა პირველი ასოების ფონეტიკურ წარმოთქმას ეყრდნობა, ქართულში ეს კომპლექსი დეფისით იწერება. მაგალითად, BBC - ბი–ბი–სი,  ABC– ეი–ბი–სი,   FBI– ეფ–ბი–აი,  TBC– თი–ბი–სი,    CNN –სი–ენ–ენი.
ამა წლის  |    |
და ასე შემდეგ  |    |
ეგრეთ წოდებული  |    |
ცენტრალური საარჩევნო კომისია  |    |
შეზღუდული პასუხისმგებლობის   საზოგადოება  |    |
და მისთანანი  |    

მადლობას მოგახსენებთ, წინადადებაში აბრევიატურის შემდეგ წერტილი აუცილებელია, როცა სიტყვა მოსდევს მას?მაგალითად, ცხრა კვ.მ ოთახი თუ ცხრა კვ.მ. ოთახი?
ReplyDelete