უფრო მეტი გრამატიკა...
სუბიექტური
და ობიექტური პირები
- პირის როგორობა.
 
როგორობის მიხედვით
პირი შეიძლება იყოს სუბიექტური და ობიექტური.
·        
სუბიექტური პირი  (S) ზმნაში მოქმედების ჩამდენია, მოქმედია. 
·        
ობიექტური პირი  (O) ზმნაში სამოქმედოა. 
ობიექტური პირი
ორგვარია: პირდაპირი და ირიბი.
Ø 
პირდაპირია ობიექტი, თუ მას სუბიექტის მოქმედება პირდაპირ ეხება, მოქმედების
საგანია.
Ø 
ირიბია პირი, თუ მას სუბიექტის მოქმედება პირდაპირ არ ეხება, მოქმედების
საგანი არ არის.
- პირდაპირი და ობიექტური
     პირების დახასიათება
 
v 
პირდაპირი
ობიექტი ბრუნვაცვალებადია (გვხვდება მიცემით და სახელობით
ბრუნვებში),                                                                                                                                     
   
v 
ირიბი
ობიექტი   ბრუნვაუცვლელია (ყოველთვის მიცემით
ბრუნვაშია)
- როგორ უნდა გავიგოთ ობიექტური პირებიდან რომელია პირდაპირი და რომელი– ირიბი?
 
û 
შინაარსით – ამ შემთხვევაში უნდა დავაკვირდეთ სუბიექტის მოქმედებას.
თუ ის უშუალოდ ეხება ობიექტს, მაშინ ეს ობიექტი პირდაპირია, ხოლო თუ არ ეხება უშუალოდ–
მაშინ ირიბია.
û 
მაგრამ
უფრო სანდო არის ობიექტების გარჩევა ფორმით.
ამ შემთხვევაში უნდა დავაკვირდეთ ობიექტების ბრუნვებს. ბრუნვაუცვლელი ობიექტი –
ირიბია, ბრუნვაცვალებადი –პირდაპირი.
- ობიექტების გარჩევის
     მაგალითი ფორმის მიხედვით: 
 
    უშენებს  
ის (კაცი, S)   მას (ძმას, O)   მას (სახლს, O)                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                
ზმნაში ორი ობიექტური
პირია– მას (ძმას) და მას (სახლს). აქედან ერთი პირდაპირია და მეორე– ირიბი. 
 უნდა დავსვათ კითხვა: რა ქნა? 
აუშენა მან (კაცმა, S) მას (ძმას, O) ის (სახლი, O)
! ობიექტური პირებიდან
ერთი ისევ მიცემით ბრუნვაში დარჩა (მას, ძმას), არ შეიცვალა ფორმა – ეს ობიექტური პირი
ირიბია, 

მადლობა , ძალიან გასაგებად და მარტივად არის ახსნილი😊
ReplyDeleteგამარჯობა! მე იტალიელი ვარ და ვსწავლობ ქართულს. ძალიან საინტერესო სტატიებს წერთ 😄. ერთი კითხვა მაქვს ზმნებზე. დროდადრო მომესმა რომ ქართველი უთხრა "ვჭამე", მაგრამ მე ვიტყოდი "შევჭამე". არის ხომ განსხვავება ამ ორ ფორმის შორის?
ReplyDeleteარ აქვს მნიშვნელობა
Deleteრადგან სწავლობთ ქართულს, შეგისწორებთ: დროდადრო მესმის, რომ ქართველები ამბობენ “ვჭამე”…,
Deleteრაც შეეხება ‘ვჭამე’ ‘შევჭამე’-ს, თითქმის არ არის შინაარსობრივი სხვაობა, ‘ვჭამე’ უფრო ზოგადია. მაგალითად: ‘მე უკვე ვჭამე’ ‘ხაჭაპური შევჭამე’.