- „კაცია–ადამიანის?!“ შესავალი და შესავლის რამდენიმე ვარიანტი. მწერალი შესავლით ამზადებს მკითხველს ნაწარმოების წასაკითხად; (როგორ მუშაობდა ილია შესავალზე, რა მსგავსება და რა განსხვავებაა არსებულ და სავარაუდო შესავლებს შორის? წარმოდგენილი ვარიანტებიდან რომელს ანიჭებთ უპირატესობას და რატომ?);
 - ნაწარმოების ეპიგრაფი და ამ ეპიგრაფის ახსნის საჭიროება;
 - მსგავსებაა „კაცია–ადამიანის“ შესავალსა და დ.გურამიშვილის „მართლის თქმის პრინციპს“ შორის?
 - ავტორი ხშირად მიმართავს მკითხველს, ხანდახან პერსონაჟებსაც გამოელაპარაკება ხოლმე;
 
     გადაიკითხე ნაწარმოები და ჩაინიშნე, როდის ერთვება ხოლმე მწერალი
ნაწარმოებში და რატომ? ისაუბრე თითოეულ მათგანზე. (განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ
მეხუთე და მეთოთხმეტე თავის ბოლოს წარმართულ მსჯელობას);
არ გამოგრჩეს:
- მიუხედავად უარყოფითი ფონისა, ავტორს ლუარსაბი მაინც უყვარს, გულის სწყდება ასეთი ბრიყვი და გაუნათლებელი რომაა;
 
- „ხომ არ მოგეწყონა, მკითხველო“? – მწერლის ამგვარი ჩანართები მკითხველის გამოფხიზლებისკენაა მიმართული. მკითხველმა უნდა იფიქროს, გონება ამოძრაოს, „ფიქრი დაასაქმოს“;
 
- ირონია და გროტესკი;
 
- „ გინდა იცინე , გინდა იტირე.“ „თვალით ხედვა“ და „გონებით ხედვა“;
 
- „მეც მოყვარესავით გექცევი – სარკე მოგიტანე, ამაზედ რატომ უნდა გამიწყრე?“
 

No comments:
Post a Comment