უფრო მეტი გრამატიკა...
     გამოხატული ემოციის მიხედვით შორისდებულებს რამდენიმე
ჯგუფად ანაწილებენ. შორისდებულმა შეიძლება გადმოგვცეს: 
1.     
ნატვრა:   ეჰ, ოჰ, ახ...
2.     
მოწონება–სიხარული, აღტაცება:   ოჰ, უჰ, ყოჩაღ, ო, იჰ,ვიშ, იფ,იფ! ახ, ბარაქალა...
3.     
მწუხარება:   ჰოი, ოჰ,
უუ, ვაჰმე, ვაიმე, უი, ვაი, ვუი, უიმე, ჰმ, ოხ, ახ..
4.     
გაკვირვება–გაოცება:   ეჰ, ოჰ, აბა–აბა,
ვა, ქა, ერიჰა, ბიჭოს, დახე, უჰ, ვიჰ, იმე...
5.     
დანანება–სიბრალული:   ეჰ, აჰ, აფსუს
(სომხური სიტყვაა), ოო, ახ, გლახ(ვაგლახ)...
6.     
დაცინვა:   ხა! ხა! ხა! იფ,იფ! ჰაი...
7.     
ნიშნის მოგება:   ჰი, ჰე, ოლოლო...
8.     
ზიზღი:   ფუჰ! ფუ,
ფუი...
9.     
დასტური:   ჰო, ო, ჰაი,
ჰაი...
10. 
წაქეზება–გამხნევება: ჰა
შორისდებულთა გენეზისი (წარმოშობა, წარმოქმნა)
§  ქა
<– ქალო
§  ვა
<– ვაჟო
§  ბეჩა
<–ბეჩავ <– ბეჩაო <– ბეთშაო <– ბედშაო <– ბედშავო
§  ვაგლახ, ვაგლახმე <–
ვა+გლახ <– გლახ <– გლახა <– გლახაკი
§  ვაჰმე
<– ვაი მე
§  ღმერთმანი
<– ღმერთმან იცის
     დაიმახსოვრე:   შორისდებული
ზეპირ მეტყველებაში ინტონაციით გამოიყოფა, წერილობით ტექსტში კი – სასვენი ნიშნით.
(თუ ძლიერი ემოციითაა ნათქვამი –ძახილის ნიშნით, თუ არა– მძიმით).
No comments:
Post a Comment