ბიჰევიორისტები
- შექმენით ისეთი სასწავლო გარემო, რომელიც ხელს შეუწყობს და წაახალისებს მოსწავლეთა ქცევას.
 - დაადგინეთ, რომელი კონკრეტული სტიმული ახდენს ზეგავლენას მოსწავლეთა ქცევაზე.
 - მხოლოდ მაშინ დაასკვენით, რომ მოსწავლეებმა რაღაც ისწავლეს, როცა მათ აკადემიურ მოსწრებასა და ქცევაში ცვლილებებს დაინახავთ.
 - თუ გსურთ, რომ მოსწავლეებმა ორი მოვლენა (სტიმული და საპასუხო ქცევა) ერთმანეთს დაუკავშირონ, იზრუნეთ, მათ თანხვედრაზე დროში.
 - თითოეულ მოსწავლეს ცალ–ცალკე დაუთმეთ დრო, განსაკუთრებით კი ისეთ მოსწავლეებს, რომლებიც სოციალურად გარიყულნი არიან.
 - იშვიათად გამოიყენეთ კონკრეტული განმამტკიცებელი სტიმულები (ტკბილეულობა, ფლომასტერები, სათამაშოები...)
 - იზრუნეთ, რომ მოსწავლეთა ნიშნები დამოკიდებული იყოს მათ მიერ შესრულებულ სამუშაოზე.
 - მიეცით მოსწავლეებს გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღების საშუალება.
 - წინასწარ განსაზღვრეთ, თუ რა არის სასურველი ქცევა.
 - განსაზღვრეთ, რა კონკრეტული შედეგი წარმოადგენს განმამტკიცებელ სტიმულს თითოეული მოსწავლისათვის.
 - გარეგანი განმამტკიცებელი სტიმულები მხოლოდ მაშინ გამოიყენეთ, როცა მოსწავლეები მათ გარეშე აღარ ამჟღავნებენ სასურველ ქცევებს.
 - ნათლად დაუკავშირეთ ერთმანეთს საპასუხო ქცევა და შედეგი.
 - განმამტკიცებელი სტიმული გამოიყენეთ მანამ, სანამ სასურველ შედეგს არ მიაღწევთ.
 - გაუკეთეთ მონიტორინგი მოსწავლეთა პროგრესს.
 - გახსოვდეთ, რომ სასჯელი ქცევის შეცვლის არაეფექტური მეთოდია.
 
No comments:
Post a Comment