ძირითადი პოსტულატები
- ბავშვთა შეხედულებები და მორალური პრინციპები მათი ქცევის განმსაზღვრელია.
 - კოლბერგი ადამიანის მორალური განვითარების სამ დონეს გამოჰყოფს. ამ დონეებს ყველა ბავშვი ერთნაირი თანმიმდევრობით გაივლის. შეუძლებელია, რომელიმე მათგანის გამოტოვება და გადახტომა:
 - პრეკონვენციური დონე – პატარა ბავშვები ძირითადად ამ დონეზე იმყოფებიან, თუმცა მაღალკლასელებისა და მოზრდილი ადამიანების ნაწილიც ამ დონეს აკმაყოფილებს.
 - პრეკონვენციურ დონეს ახასიათებს:
 
- საქციელის განსაზღვრა შედეგის მიხედვით; (დავსაჩუქრდები თუ დავისჯები). არასწორი საქციელი თუ შენიშნეს, ცუდია, თუ ვერა– სწორია.
 - საქციელის განსაზღვრა საკუთარი სარგებლობის მოტანის კუთხით. (თუ შენ დამეხმარები, მეც დაგეხმარები). სწორია საქციელი, რასაც სარგებელი მოაქვს შენთვის.
 
6. კონვენციურ დონეს ახასიათებს:
- ადამიანის ქცევა, რომელიც სხვას მოეწონება, ესიამოვნება, საქციელით მოწონების დამსახურება. (სხვებს ისე მოექეცი, როგორც გინდა, რომ მოგექცნენ).
 - კანონისა და წესის მორჩლება, სხვაგვარად საზოგადოებაში წესრიგი არ იქნება.
 - ვერ ხვდებიან, რომ საზოგადოების ცვლილებას, წესების ცვლილებაც უნდა მოჰყვეს.
 
8. პოსტკონვენციურ დონეს ახასიათებს:
- ხელმძღვანელობენ საკუთარი აბსტრაქტული პრინციპებით.
 - ფიქრობენ, რომ წესები აუცილებელია, თუმცა თუ არ პასუხობენ საზოგადოების ინეტერესებს, საჭიროა მათი შეცვლა.
 - გააჩნიათ უნივერსალური ეთიკის პრიცნიპები, შეიძლება, არ დაემორჩილონ კანონებს, რომლებიც მათ პრინციპებს ეწინააღმდეგება.
 
No comments:
Post a Comment