- სიმულაციისა და როლური თამაშების გამოყენება ახალისებს სასწავლო პროცესს და უფრო საინტერესოს ხდის მას მოსწავლისათვის.
 - სიმულაცია გულისხმობს ხელოვნური სიტუაციის შექმნას, რომელიც რეალობის მსგავსია.
 - სიმულაცია არის მოდელი იმისა, რაც არსებობს ან შეიძლება, არსებობდეს. ერთი სიტყვით, სიმულაცია რეალობის გათამაშებაა.
 - სიმულაცია შეიძლება, გათამაშდეს ადამიანის მონაწილეობით და კომპიუტერის მეშვეობით.
 - სიმულაციას ადამიანის მონაწილეობით როლური თამაში ეწოდება.
 - სასურველია, ეს სტრატეგია გამოვიყენოთ რთული თემის დამუშავებისას.
 - თამაშისაგან განსხვავებით, სიმულაციას არ სჭირდება გამარჯვებული.
 - როლური თამაში 3 ძირითადი ნაწილისგან შედგება:
 
- სიტუაცია;
 - როლური თამაში;
 - საკლასო დისკუსია.
 
- საკითხის ღრმა წვდომას;
 - მის ემოციურ დონეზე გათავისებას (როლური თამაშით მოსწავლე ხდება სხვა ინდივიდი, უკეთესად წვდება იმ ადამიანის ხასაითსა და მოტივაციას, ვის როლსაც განასახიერებს);
 - საკითხის ხანგრძლივი დროით დამახსოვრებას;
 - ინფორმაციის შეფასებასა და ორგანიზებას;
 - სასწავლო პროცესში მაქსიმალურად ჩართვას და მოტივაციის ამაღლებას;
 - მოსწავლის კომუნიკაციის დონის ამაღლებას;
 - ანალიტიკური და კრიტიკული აზროვნების განვითარებას;
 - ემპათიის (თანაგანცდის) განვითარებას.
 
- წაახალისოს მოსწავლეები იმპროვიზაციისთვის;
 - მოამზადებინოს მოსწავლეებს სცენარი ან რამე მარტივი მონახაზი მოქმედებისა;
 - გადაანაწილოს როლები;
 - დადგმის არსი და მიზანი ჩამოაყალიბოს (სასურველია, წერილობით);
 - შეძლებისდაგვარად, დაამზადებინოს მოსწავლეებს მარტივი დეკორაციები, თვითნაკეთი რესურსები, მარტივი კოსტიუმები.
 
11. გარდა დადებითი ეფექტებისა, გასათვალისწინებელია რამდენიმე სირთულე,
რომელიც როლური თამაშების გამართვის შემთხვევაში წარმოიშობა:
- როლური თამაშები მოსწავლისა და მასწავლებლის მხრიდან კარგად განვითარებულ წარმოსახვის უნარს მოითხოვს!
 - როლური თამაშების დროს მასწავლებელსა და მოსწავლეს შორის შესაძლებელია, ჩამოყალიბდეს ზედმეტად არაფორმალური დამოკიდებულება, რაც შემდგომში გაკვეთილის მართვის პროცესს ხელს შეუშლის.
 
12. როლური თამაშების დასრულების შემდეგ ეტაპზე , სასურველია, მოხდეს ჩატარებული
სამუშაოს განხილვა  და შეფასება. ამისთვის კი
მიზანშეწონილია საკლასო დისკუსიის გამოყენება. 

მაგარი ბლოგიაააა
ReplyDelete