5.7.11

საკლასო დისკუსია


1.      დისკუსია ინტერაქტიული სწავლების ერთ–ერთი ყველაზე გავცელებული მეთოდია. საკლასო დისკუსიიის გამოყენება ზრდის მოსწავლეთ ჩართულობას სასწავლო პროცესში  , ხელს უწყობს მათი სოციალური და ინტერპერსონალური უნარების განვითარებას.
2.      საკლასო დისკუსია შეიძლება მოეწყოს მასწავლებელსა და კლასს ან თავად მოსწავლეთა ჯგუფებს შორის.
3.      საკლასო დისკუსიის მოწყობა ემსახურება რამდენიმე მიზანს ერთდროულად :

·         მოსწავლეთა გააქტიურებას;
·         მოსწავლეთა კრიტიკული აზროვნების ჩამოყალიბებას;
·         სასწავლო მასალის ათვისების ხელისშეწყობას;
·         მოსწავლეთა კომუნიკაციის უნარის განვითარებას.
4.      დისკუსია შეიძლება ეფუძნებოდეს როგორც განვლილ, ისე ახალ მასალას.
5.      სასურველია, თუ გამოვიყენებთ პრეზენტაციის შემდეგ, რომელიც შემოგვთავაზა მოსწავლემ ან მასწავლებელმა.
6.      დისკუსიის სწორად წარმართვისთვის მნიშვნელოვანია კლასში მერხების განლაგება. სასურველია მერხების წრიული ან ოთხკუთხა განლაგება.
7.      დისკუსიის წარმართვისას უნდა გავითვალისწინოთ შემდეგი:
·         დისკუსია ფოკუსირებული უნდა იყოს კონკრეტულ მიზანსა და სფეროზე – მასწავლებელმა ნათლად უნდა განმარტოს და  ჩამოწეროს დაფაზე დისკუსიის მიზნები.
·         უნდა შევიმუშაოთ დისკუსიის წესები (ერთმანეთის მოსმენა, დროის განაწილება, რეგლამენტი).
·         გზადაგზა უნდა მოვახდინოთ რეაგირება მოსწავლეთა გამონათქვამებსა და იდეებზე, ეს დაეხმარება ბავშვს საკუთარი ნათქვამის გააზრებასა და აღქმაში.
·         წარმატებული დისკუსიისთვის მნიშვნელოვანია, რომ მოსწავლეები ერთმანეთის აზრს პატივს სცემდნენ.
·         დისკუსიის ბოლოს აუცილებელია მოეწყოს ერთგვარი შეჯამება, გაანალიზება, საკითხების ჩამოთვლა, რომელიც დისკუსიის დროს წინ წამოიწია, პროცესის შეფასება, რა გაკეთდა და როგორ გაკეთდა. აუცილებელია იმის აღნიშვნა, რა არის შემდეგისთვის გამოსასწორებელი.


2 comments:

bloggermadona said...

გმადლობთ,გასაგებად არის ახსნილი.ტრენერი ხომ არ ბრძანდებით?

ლელა ტეფნაძე said...

პირიქით, დიდი მადლობა,რომ გამომეხმაურეთ. :) არ ვარ ტრენერი (ჯერჯერობით) მასწავლებელი ვარ "თბილისის მწვანე სკოლაში".