უფრო მეტი გრამატიკა
     –მეთქი ნაწილაკი წარმოშობით წინადადებაა (< მე ვთქვი) და იხმარება მაშინ, როდესაც პირველი პირის (მოსაუბრის) ნათქვამი უნდა გავიმეოროთ. მაგალითად, 
·         მე გითხარით, ვისაც დავალება არ ექნება ექსკურსიაზე ვერ წამოვა–მეთქი.
·         აკი გითხარი, ასეთ ამინდში გარეთ თუ გახვალ, გაცივდები–მეთქი.
·         მე ვკითხე კიდეც , ასე რატომ ჩქარობ–მეთქი. 
     –თქო  ნაწილაკი იხმარება მაშინ , როდესაც პირველი პირი (მოსაუბრე)  მეორე პირს (თანამოსაუბრეს) თავის ნათქვამს აბარებს მესამე პირთან.  მაგალითად, 
·         უთხარი  დედას, რომ ყველაფერი კარგად იქნება–თქო.
·         გადაეცი ნიკას, რომ შემდეგ გაკვეთილზე ტესტია–თქო. 
·         უთხარი ანას, თინამ საქმეები უკვე მოაგვარა–თქო. 
   –ო ნაწილაკით გადმოიცემა მესამე პირის ნათქვამი. მაგალითად, 
- მოსამართლემ      ჰკითხა, მოწმე გყავსო?
 - დედამ მითხრა,      მალე მოდიო.
 - თქვენ არ      მითხარით, აქ დამელოდეო?! 
 
     –ო ნაწილაკი ძალიან ხშირად გამოიყენება ანდაზებსა და თითქოს ნაწილაკიან წინადადებებში. მაგალითად, 
- კარგი ცხენი მათრახს      არ დაირტყამსო.
 - რაც მოგივა დავითაო,      ყველა შენი თავითაო.
 - თითქოს, ქორმა ჩამოიქროლაო,      ისე აფორიაქდნენ წიწილები. 
 
   დაიმახსოვრე:
1.–მეთქი და –თქო ნაწილაკები ყოველთვის გამოიყოფა დეფისით, ხოლო –ო ნაწილაკი– არა. 
2.–მეთქი, –თქო და –ო ნაწილაკებიანი სხვათა სიტყვა ბრჭყალებში არ უნდა ჩავსვათ.     
სავარჯიშო 1. ჩასვი გამოტოვებული ნაწილაკი: –მეთქი, –თქო ან –ო. 
- ყოველთვის ვამბობ, ყურადღებით მომისმინე........
 - გთხოვ, გადაეცი დედას, შაბათს შეხვედრა არის.......
 - დაიწყო ბიჭმა ყვირილი, მგელი მოვიდა......
 - ყველა       გზა რომში მიდის........
 - თითქოს,       ავსულმა გაიღვიძა......., ისე წამოხტა გიჟებული.
 - დედამ მთხოვა, არ დაიგვიანო.......
 - მე გუშინ ვთქვი , აღარ გავიმეორებ ამას..........
 - უთხარი შენს მეზობელს, ძალიან ხმაურობ............
 
სავარჯიშო 2. გადააქციე პირდაპირი ნათქვამი ირიბ ნათქვამად. 
Ø  „– თითქოს, გულში რაღაც ჩამწყდა, ისე მეწყინა“.– თქვა სულხანმა.
––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
Ø  „–საღამოს ვიკრიბებით და კინოში მივდივართ“.– თქვა ნუკიმ.
––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
Ø  „– სანდროს უთხარი, შეხვედრაზე არ დააგვიანოს“.– მითხრა ნიკამ.
––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
სავარჯიშო 3. გახაზე სწორი ვარიანტი:
v  რა დაუშავა კრუხმა ქორს, რომ წიწილებს სტაცებს და არ ასვენებს.../–მეთქი/ –თქო/ ო/.
v  ასე მეგონა, დამუნჯდა... /–მეთქი/ –თქო/ ო/.
v  უთხარი, როცა მგელი კვდებოდა, შენ გლოცავდა.... /–მეთქი/ –თქო/ ო/.
v  ნეტავ, ის წიგნი ჩემი იყოს..... /–მეთქი/ –თქო/ ო/, ვიფიქრე.
v  გადაეცი, როგორც გითხარი, ისე მოიქეცი... /–მეთქი/ –თქო/ ო/.
v  გააფრთხილე , შინ არ დამხვდე... /–მეთქი/ –თქო/ ო/.

No comments:
Post a Comment