25.1.12

ობიექტური პირის ნიშნები


1.      ზოგადი მიმოხილვა.
     ობიექტური პირის ნიშები პრეფიქსებია. I  და  II პირში პირდაპირსა და ირიბს ერთი და იგივე ნიშანი მოუდის, ხოლო III პირში  განსხვავებული ვითარებაა: ნიშანი აქვს ირიბობიექტურ პირს, პირდაპირობიექტურ პირს ნიშანი არ აქვს!!! 
2.      ობიექტური პირის ნიშნები.

Ø            I ობიექტური პირის ნიშანია მხოლობით რიცხვში მხოლოდ მ– პრეფიქსი, მრავლობითში კი პირისა და რიცხვის ნიშანია გვ– პრეფიქსი. (ის მე –ხატავს, ის ჩვენ  გვ–ხატავს)


II ობიექტური პირის ნიშანი მხოლობით რიცხვში არის გ– პრეფიქსი, ხოლო მრავლობით რიცხვში
 გ–თ პრეფიქს–სუფიქსი. (ის შენ –ხატავ–ს,  ის თქვენ გ–ხატავ–თ)

  






Ø  III ობიექტური  პირის ნიშნები.  III პირდაპირობიექტურ პირს ნიშანი არ აქვს.  
ხოლო ირიბ ობიექტს ორივე რიცხვში გამოხატავს პრეფიქსები : ჰ–, ს–  და 0–
·     
  •    – პრეფიქსი  ირიბობიექტური პირის გამოსახატად დაერთვის  შემდეგი თანხმოვნით დაწყებულ ზმნებს :          , , , , , , .
  •      ს– პრეფიქსი დაერთვის ზმნებს, რომელთა ფუძეც იწყება თანხმოვნებზე:
                           დ, თ, ტ, ძ,ც,წ, ჯ,ჩ,ჭ
  • ნიშანი არ არის წარმოდგენილი (0–), დაკარგულია ჰ– და ს– პრეფიქსები, ხმოვნებისა და დანარჩენი თანხმოვნების წინ. 

ობიექტური პირის ნიშნები

პირი
პირდაპირი
ობიექტი
ირიბი
ობიექტი

მხოლობითი   რიცხვი
მრავლობითი რიცხვი
მხოლობითი რიცხვი
მრავლობითი რიცხვი
I
მ– ––––––
გვ– ––––––
მ– ––––––
გვ– ––––––
II
გ–––––––
გ–––––– –თ
გ–––––––
გ–––––– –თ
III
  _______________
________________
ჰ–,ს–,0– ––––
ჰ–,ს–,0– –(თ)

2 comments:

Anonymous said...

ძალიან საინტერესო ბლოგია. გმადლობთ. იმედი მაქვს, კიდევ დაამატებთ სასარგებლო ინფორმაციას.

Anonymous said...

BF B)