მოთხრობა გადმოცემულია საოცრად ლამაზი ენით, მდიდარი ქართულით. სიტყვები, რომლებიც ნაწარმოებში გვხვდება დღეს , თითქმის, არ გამოიყენება! ამდენად, მოცემულ სიტყვათა განმარტებით, მათი თანამედროვე შესატყვისების დაძებნით შესაძლებელია მოსწავლის ლექსიკური მარაგის გამდიდრება.
სანამ შეუდგებით საანალიზო თემატიკის გაშლას, ნაწარმოების შინაარსი უნდა იქნეს კარგად გააზრებული. ტექსტის უკეთ შესწავლისათვის "ჩირიკი და ჩიკოტელა" 5 ნაწილად დავყავი. (თავად მასწავლებელს შეუძლია შეცვალოს ტექსტის განაწილება). შევარჩიე დავალება–სავარჯიშოების რამდენიმე ტიპი: ....
1. სიტყვები და მათი გააზრება
2. გამოთქმები და მასზე მსჯელობა
3. მოცემულ მონაკვეთში მოცემული თვისებებისა და ხასიათების გამოკვეთა.
თითოეული ნაწილის გავლისას ყურადღება მიექცა ისეთ სიტყვებს, რომლებიც მოსწავლისათვის გაუგებარი ან ბუნდოვანი იყო, განმარტებების კვალდაკვალ დავურიგე ამობეჭდილი წინადადებები, რომლებშიც ეს სიტყვები იყო მოცემული და ვთხოვე ჩაენაცვლებინათ თანამედროვე შესატყვისი. ამ სავარჯიშოს პირობითად, "ენის საგანძური" ვუწოდე. გთავაზობთ ნიმუშს:
- ჩიკოტელას დავა ჩირიკთან ვენახის მიჯნა-საზღვარი იყო, ნაპირყურეს ედავებოდა.
-
- დიდი კაკლის ხე, რომლის ჩრდილი ჩიკოტელას მამულშიგადადიოდა, ჩხუბისა და ყარყაშისგან გაბეზრებულ ჩირიკსმთლადაც მოაჭრევინა.
No comments:
Post a Comment