13.3.11

ფერი და განწყობა

ნ.ბარათაშვილი– "***ცისა ფერს"

    (დავალების მიზანია ნ.ბარათაშვილის ლექსის "ცისა ფერს" გააზრება და ლექსში წარმოჩენილი საკითხების განხილვა. რა განწყობას იწვევს ლექსში ნახსენები ფერი და შეუძლია თუ არა ფერს ლექსში კონკრეტული გამწყობის გამოწვევა.)

სასურველია, ისარგებლო გეგმით:

რომელ ლექსზე ვსაუბრობთ?
რომელ ფერს ეხება ლექსი?
რა ეპითეტებით მოიხსენებს  პოეტი ცისფერს?( ჩამოთვალე რაც შეიძლება მეტი
ეპითეტი და შედარება,, რომელიც ცისფერთან დაკავშირებითაა გამოყენებული ლექსში)
რა მდგომარეობაში წერს ამას პოეტი?
რის გამო აქვს მას სისხლი გაციებული?
რამ შეაყვარა კიდევ უფრო მეტად ეს ფერი?
რას გულისხმობს პოეტი სიტყვებში : "შევერთო ლურჯსა ფერს"?
როგორი განწყობაა გადმოცემული ლექსში?
ქმნის თუ არა ამ განწყობას ცისფერი?
რა განწყობას გამოიწვევდა ლექსი რომელიმე სხვა ფერზე რომ ყოფილიყო?
გაქვს თუ არა კონკრეტული განწყობა ფერებთან მიმართებაში?
ვის მიუძღვნა პოეტმა ეს ლექსი და რითი დაადასტურებ ამას?
შეაჯამე მსჯელობა: როგორ მოგეწონა ლექსი და შენი აზრით, ცისფერი არის "პირველქმნილი ფერი"?


No comments: