12.12.10

თხზულება– გამოცანა

ავტორი: ექსტრემალი (სტილი დაცულია)

"გამარჯობა! არ გაგეცნობი თავიდან, რადგან მინდა რომ თავად მოიცნო ვინ/რა ვარ. შევეცდები ჩემს მონაყოლში მიგახვედრო თუ რა დანიშნულება მაქვს.
პირველ რიგში მინდა გითხრათ რომ მყავს ტყუპისცალი რომელიც მოპიდაპირე ქუჩაზე ცხოვრობს. ჩვენ ზუსტად ერთნაირი სახლები გვაქვს და ორივე ერთმანეთთანაა თითქოს რაღაცით დაკავშირებული.
ჩვენ ყველაფერს ერთად ვაკეთებთ, რაც არ უნდა იყოს. მაგალითად საქმიანი საუბარი, ლაპარაკი ან მუსიკის მოსმენა. (იმედია ცოტათი მაინც მიხვდით : ) )
როგორც მიღებულია საზოგადოებაში რომ ტყუპისცალები ერთმანესთ უნდა ჰგავდნენ, ჩვენც ასე ვიქცევით. მეც და ჩემს ძმასაც გვყავს შინაური ლოკოკინა რომელიც ჭრიჭინებით იკვებება. როდესაც ლოკოკინა აბინძურებს თავის სამყოფელს ჩვენ ბამბით
ვწმენდთ და ვასუფთავებთ, რათა თავი ცუდად არ იგრძნოს.
ვცხოვრობდით მე და ჩემი ძმა ბედნიერად თითქმის 20 წელი. არაფერი არ შეცვლილა გარდა იმისა რომ გავიზარდეთ. ერთ დღესაც ჩემმა ძმამ გადაწყვიტა რომ ერთმანეს აღარ უნდა ვგვანებოდით და თავისი სახლის ერთ-ერთი კედელი გახვრიტა და გამათბობლის მილი გაუყარა. მე ამაზე დავღონდი, მაგრამ რაღას გავაწყობდი.
ჰო,კიდევ, დამავიწყდა მეთქვა რომ ჩვენ ძალიან გვიყვარს მუსიკა და დასარტყამ ინსტრუმენტებზე, ანუ დარმებზე ვუკრავთ. მაგრამ ერთხელ ჩემ ძმას თავისი გაუტყდა და მას მერე კონტაქტს ვეღარ ვამყარებ. ლოკოკინა კი შიმშილით მოკვდა.
ვინ ვარ? :) გამოიცანი"

No comments: