3.7.11

კონსტრუქტივიზმი


ძირითადი პოსტულატები

  1.      სწავლის კონსტრუქტივისტული თეორიები სწავლას განსაზღვრავენ, როგორც გამოცდილებიდან ცოდნის აგების პროცესს.
  2. თანამედროვე კონსტრუქტივისტული აზროვნება ეფუძნება პიაჟესა და ვიგოტსკის ნაშრომებს.
  3. კონსტრუქტივისტული თეორიის მიხედვით, მოსწავლემ თვითონ უნდა ააგოს ცოდნა გონებაში. მასწავლებელი მხოლოდ ეხმარება მოსწავლეს ცოდნის აგებაში. ამდენად, კონსტრუქტივისტულ აზროვნებაში ძალიან მნიშვნელოვანია სკალფოლდინგი.
სკაფოლდინგი – „ხარაჩოს დადგმა“. დამხმარე საშუალებებით სწავლება. ტერმინი დაამკვიდრა ვიგოტსკიმ. 

       4.      მოსწავლე სწავლის პროცესის აქტიური მონაწილეა და არა ინფორმაციის პასიური მიმღები.

       5.      აქტივობები დაფუძვებულია ყოველდღიურად წარმოჩენილ საჭიროებებთან დაკავშირებულ მასალაზე.
      6.      მასალა თავდაპირველად განიხილება, როგორც ერთი მთლიანი და შემდეგ ხდება მისი შემადგენელი ნაწილების გაანალიზება.
     7.      მასწავლებელი გაკვეთილს ადგენს მოსწავლეთა კითხვებზე.
     8.      მასწავლებელი ქმნის სასწავლო გარემოს, სადაც მოსწავლეს შეუძლია ინფორმაციის დამოუკიდებლად აღმოჩენა.
     9.      მასწავლებელი მოსწავლეს აძლევს საშუალებას გამოთქვას საკუთარი აზრი, რის საფუძვეელზეც ასკვნის, როგორ მიმდინარეობს სასწავლო პროცესი.
    10.  შეფასება განიხილება, როგორც სწავლებისა და სწავლის პროცესის შემადგენელი ნაწილი და ხორციელდება პორტფოლიოების გამოყენებითა და მოსწავლეებზე უშუალო დაკვირვების გზით.
    11.  ახალი იდეების არსებულ ცოდნასთან დაკავშირება სწავლების კონსტრუქტივისტული მიდგომის შემადგენელი ნაწილია.
    12.  მოდელირება – ამ მიდგომის დროს მასწავლებელი ხსნის რთულ ამოცანას და ნაბიჯ–ნაბიჯ უჩვენებს მოსწავლეებს ამოცანის გადაჭრის გზას, თან უსხნის რატომ აირჩია ეს გზა და ყურადღებას ამახვილებს საკვანძო მომენტებზე.
   13.  „ხარაჩოს მეთოდი“ – მასწავლებელი ისეთ დავალებებს აძლევს მოსწავლეებს, რომელთა შესრულებაც დამოუკიდებლად გაუძნებლდებათ. მასწავლებელი ეხმარება, დახმარების წილს თანდათან ამცირებს და საბოლოოდ მოსწავლე თავად ახერხებს დავალებისთვის თავის გართმევას.
   14.  არტიკულაცია – მოსწავლეთა წახალისება, მცირე ჯგუფებში მუშაობა იდეალურია საკუთარი აზრის გამოხატვისა და ჩამოყალიბებისთვის. ვერბალიზაცია მნიშვნელოვანი პროცესია კონსტრუქტივისტული მიდგომის დროს.
  15.  რეფლექსია (მეტაკოგნაცია) –  ამ დროს მოსწავლეები თავად ახდენენ საკუთარი სწავლის პროცესის ანალიზს. ადარებენ თავიანთ შეხედულებებს, ნაშრომებს სხვა მოსწავლეების ან „ექსპერტების“ ნაშრომებს. ამ გზით მოსწავლეებს კრიტიკული აზროვნება უვითარდებათ.
  16.  თანამშრომლობა – ეს კომპონენტი უკავშირდება სოციალურ მხარეს, თანამშრომლობით გარემოს. მოსწავლეები ერთმანეთთან ურთიერთობით იძენენ ცოდნას.
  17.  არჩევანი – კონსტრუქტივისტული მეთოდი მოსწავლეებს ხშირად აძლევს არჩევანის საშუალებას. მათ თავისუფლად შეუძლიათ გამოხატონ აზრი იმ საკითხსა თუ პროექტზე, რომელზეც მუშაობენ. ეს მიდგომა ზრდის მოტივაციასაც.
  18.  მოქნილობა –კონსტრუქტივისტული მიდგომის თანახმად, გაკვეთილი არ არის წინასწარ მკაცრად განსაზღვრული და დაგეგმილი პროცესი, რომელიც ზუსტად ისე უნდა განხორციელდეს, როგორც დაიგეგმა. გაკვეთილის მიმდინარეობიდან გამომდინარე, მასწავლებელი ცვლის გაკვეთილის გეგმას, საფეხურებს, ავლენს მოქნილობას.
   19.  ადაპტაციის უნარი – მასწავლებელს უნდა შეეძლოს სასწავლო მიზნებისა და ამოცანების ადაპტირება მოსწავლეთა შესაძლებლობებთან.
    20.  მრავალმხრივი რეალობა – ეს მიდგომა ეხმარება მოსწავლეებს გაიგონ, რომ ზოგ შემთხვევაში განსაზღვრული სწორი პასუხი არ არსებობს. ეს მათ შეაჩვევს კრიტიკულ აზროვნებას.

No comments: