13.10.10

დასასრულს და დასასრულ


  დასასრულ ფორმას შიშველ ფორმას უწოდებენ, რადგან არ აქვს დართული ბრუნვის ნიშანი და წარმოდგენილია ფუძის სახით.
    დასასრულს ფორმა კი მიცემითი ბრუნვის ფორმაა.
დასასრულ– – ბოლოკიდური –ს  მიცემითი ბრუნვის ნიშანია.
    ეს ორი ფორმა სხვადასხვაა, ამიტომ გავმიჯნოთ მათი გამოყენების საზღვრები. 
       დასასრულს და დასასრულ  ფორმიდან ორივე  კანონზომიერია, მთავარია, ვიცოდეთ, რომელი რომელ შემთხვევაში გამოიყენება.
   ორივე ეს  ფორმა სხვადასხვა მნიშვნელობით გამოიყენება სხვადასხვა შემთხვევაში.
·         თუ გვსურს, მოქმედების დასრულება აღვნიშნოთ, მაშინ უნდა გამოვიყენოთ ფუძისეული, შიშველი  ფორმა – დასასრულ – და წინადადების დანარჩენი წევრებისგან გამოვყოთ მძიმით.
მაგალითად: 1. დასასრულ, შევაჯამოთ ჩვენი მსჯელობა.
                        2. დასასრულ, უნდა შეგახსენოთ ერთი საკითხი.
·         თუკი გვსურს, აღვნიშნოთ, თუ რა მოხდა ამა თუ იმ ღონიშძიების ბოლოს, მაშინ უნდა გამოვიყენოთ – დასასრულს. (მიცემითი ბრუნვის ფორმით –დასასრულ–.)ამ შემთხვევაში დასასრულს საზღვრულია. აქ მძიმის დართვა სჭირო არ არის.
მაგალითად: 1. სხდომის დასასრულს გაიმართა კონცერტი.
                        2. გაკვეთილის დასასრულს ჩავიწერეთ დავალება.
სავარჯიშო 1. დასვი მძიმეები.
1.კონცერტის დასასრულს  სცენაზე ავედით. 2. შეხვედრის დასასრულს საინტერესო ამბავი შეგვატყობინა. 3. სასწავლო წლის დასასრულს შევაჯამეთ გავლილი მასალა. 4.სტუმრობის დასასრულს მადლობა გადავუხადეთ ყველას. 5.დასასრულ მადლობა მობრძანებისთვის.
სავარჯიშო 2.  შემოხაზე სწორი ვარიანტი. დასვი საჭირო სასვენი ნიშანი.
1./.............../ გთხოვთ, მშვიდად დატოვოთ დარბაზი.
ა. დასასრულ           ბ.  დასასრულს
2. კონცერტის /.............../  დირიჟორი დაემშვიდობა დარბაზს.
      ა. დასასრულს        ბ. დასასრულ
3. გაკვეთილის  /.............../  წავიკითხეთ თხზულებები.
    ა. დასასრულ          ბ. დასასრულს
4.  /.............../ კიდევ ერთხელ შეგახსენებთ მნიშვნელოვან დებულებებს.
     ა. დასასრულ          ბ. დასასრულს
სავარჯიშო 3. გახაზე სწორია თუ არასწორი? გახაზე შეცდომა.
1.ბევრი ამბები მოხდა მას შემდეგ.  (სწორია  /  არასწორია)
2. ორი წლის წინ სხვაგვარად ვფიქრობდი. (სწორია  /  არასწორია)
3.  დასასრულ, საინტერესო იმფორმაციას მოგახსენებთ. (სწორია  /  არასწორია)
4. მამაო ზურაბის ქადაგებამ საოცრად დაგვამშვიდა. (სწორია  /  არასწორია)
5. ყოველ თქვენთაგანს სწორად არ ესმის მოვლენის არსი. (სწორია  /  არასწორია)
6. ვერ აღითქვამთ სწორად ამ საკითხს. (სწორია  /  არასწორია)
7. გაკვეთილის დასასრულ შეცდომების განხილვა მოეწყო. (სწორია  /  არასწორია)

სავარჯიშო 4. გაანაწილე სწორად მოცემული სიტყვები.
კეთილი, გულუბრყვილო, გულადი, ცნობისმოყვარე, გულჩვილი, დაღვრემილი
  • მიამიტი , –––––––––––––––––               მგრძნობიარე, –––––––––––––––––
  • უშიშარი, –––––––––––––––––                კირკიტა,        –––––––––––––––––
  • სათნო,     –––––––––––––––––                 სევდიანი,       –––––––––––––––––


5 comments:

Anonymous said...

არ მესმის, საერთოდ რატომ არსებობს სიტყვა "დასასრულ", როცა "დასასრულს" უკეთ ჟღერს და სწორიცაა. დასასრულ შევნიშნავ - ე.ი. ბოლო შევნიშნავ - რა არის აქ არასწორი? აზრის გაბუნდოვანებას არ იწვევს - ს-ს არსებობა გასამიჯნავად რატომ რომ გამოვიყენოთ? იყოს ორივე შემთხვევაში დასასრულ.

Anonymous said...

"დასასრულ" ალბათ არქაიზმია. მე როგორც ვხვდები, მისი მნიშვნელობით დღეს გამოიყენება მხოლოდ "დასასრულს".

Anonymous said...

როგორც ჩანს დასასრულ-ს წარსულ ფორმაში იძახიან, ანუ რაც უკვე მოხდა რაა

Anonymous said...

როგორც ჩანს დასასრულ-ს წარსულ ფორმაში იძახიან, ანუ რაც უკვე მოხდა რაა

Anonymous said...

როგორც ჩანს დასასრულ-ს წარსულ ფორმაში იძახიან, ანუ რაც უკვე მოხდა რაა