5.7.11

"პიგმალიონის ეფექტი"

        სასწავლო პროცესში ძალიან მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს  მასწავლებლის მოლოდინი. კვლევებმა აჩვენა, რომ მასწავლებლის მოლოდინი მოსწავლეებთან მიმართებაში, როგორც წესი, მართლდება. თუმცა აქვე აღსანიშნავია, რომ ხშირად მასწავლებლებს საკუთარი შეხედულება მოსწავლესთან დაკავშირებით, შესაძლოა, ფაქტობრივი ინფორმაციის გარეშეც ჩამოუყალიბდეთ (ეთნიკური წარმომავლობის, სოციალური მდგომარეობის, სქესის მიხედვით).
   მასწავლებლის უარყოფით მოლოდინს, შესაძლოა, მნიშვნელოვანი ნეგატიური შედეგები მოჰყვეს.
   ამერიკელმა მკვლევრებმა როზენტალმა და ჯეკობსონმა საფუძვლიანად შეისწავლეს მასწავლებლის და მოსწავლის ქცევას შორის კავშირი და აღმოაჩინეს ფენომენი, რომელსაც "პიგმალიონის ეფექტი" უწოდეს.
    "პიგმალიონის ეფექტი" გულისხმობს სიტუაციას, როდესაც მასწავლებელი მოსწავლეს ექცევა საკუთარი წარმოდგენისა და მოლოდინის შესატყვისად, რომელიც ხშირ შემთხვევაში არაადეკვატურია.

1 comment:

Anonymous said...

"ამერიკელმა მკვლევრებმა როზენტალმა და ჯეკობსონმა..." - აქ მძიმეები უნდა : ამერიკელმა მკვლევრებმა[მძიმე] როზენტალმა და ჯეკობსონმა[მძიმე]...