30.6.12

მე უთხარი თუ მე ვუთხარი? მე ვარჯიშობ თუ მე ვვარჯიშობ?


    S1 პირის პრეფიქსი ვ– ხშირად გამოტოვებულია და ვხვდებით უმართებულო ფორმებს: მე უთხარი, მე ოცნებობ და ა.შ.  ამ ტიპის შეცდომებს განაპირობებს ბაგისმიერი და ხმოვნები, რომლებიც ზმნების დასაწყისშია. ასეთ შემთხვევაში წარმოთქმისას ვ– პრეფიქსი არ ისმის და ამდენად, აღარც წერენ.
      ეს უხეშ შეცდომად ითვლება, რადგან ვ– პრეფისის გამოტოვების გამო I და II პირის ფორმები ერთმანეთს ემთხვევა. 
მე 
                                         უთხარი     (?)
შენ  
დავიმახსოვროთ, აუცილებლად უნდა დავწეროთ  S1 პირის ნიშანი–  ვ– .
მე
ურჩევ
ურჩობ
უთხარი
უვსებ
უყურებ
ოცნებობ
უხმობ
1.გამონაკლისია ზმნები მოვალ და მოვედი. ამ ზმნებში პირის ნიშანი ვ– დაკარგულია და არ იწერება. ეს დარღვევად არ ითვლება, ამ ზმნების და II  პირის ფორმები არ ემთხვევა ერთმანეთს
მე მოვედი – შენ მოვედი.             
  2. ზოგიერთ მოსწავლეს, რომელსაც ძალიან ეშინია, რომ შეცდომა არ გაეპაროს, მეორე უკიდურესობა 
ემართება ხოლმე და წერს ფორმებს ვვოცნებობ, ვვურჩობ. ამასთან დაკავშირებით უნდა აღინიშნოს, რომ 
უხეშ შეცდომად ითვლება როგორც პირის ნიშნის გამოტოვება, ასევე პირის ნიშნის მოჭარბებულად 
გამოყენება.   



თუ ზმნა პირველი პირისაა (ანუ სუბიექტად შეეწყობა მე, ჩვენ ნაცვალსახელები) მას ყველა შემთხვევაში უნდა ჰქონდეს პირის ნიშანი ვ–, გარდა ორი გამონაკლისისა (მოვედი, მოვალ). 



   


     

No comments: