2.1.11

სავსებით, სრულიად, აბსოლუტურად

    სრულიად და სავსებით სინონიმური მნიშვნელობის ზმნიზედებია და ნიშნავს - მთლიანად, სულ. მაგრამ მათი გამოყენების არე განსხვავებულია. შეცდომები ხშირად გამოწვეულია იმით, რომ მოსწავლემ არ იცის თითოეული მათგანი რა შემთხვევაში გამოიყენება.
    დავიმახსოვროთ:
      სრულიად გამოიყენება უარყოფითი მნიშვნელობის სიტყვებთან და უარყოფით ნაწილაკებთან.

•    სრულიად მიუღებელია            სრულიად არ მეშინია
•    სრულიად დაუჯერებელია         სრულიად უსამართლოა
•    სრულიად გაუგებარია             სრულიად უსაფუძვლოა
•    სრულიად არ მაკმაყოფილებს      სრულიად მოულოდნელია
       სავსებით კი გამოიყენება დადებითი შინაასის სიტყვებთან.
•    სავსებით მისაღებია               სავსებით სამართლიანია
•    სავსებით დამაჯერებელია         სავსებით საფუძვლიანია
•    სავსებით გასაგებია               სავსებით მოსალოდნელია
•    სავსებით აკმაყოფილებს           სავსებით დამაკმაყოფილებელია
    
      რაც შეეხება სიტყვას - აბსოლუტური, პირველ რიგში, დავიმახსოვროთ, როგორ იწერება : აბსოლუტური (და არა აბსოლიტური ...). აბსოლუტური საერთაშორისო სიტყვაა და მისი ქართული შესატყვისია სრული.  მისგან ნაწარმოები ზმნიზედა აბსოლუტურად  ფართოდაა გავცელებული როგორც სალიტერატურო, ისე სასაუბრო ენაში და ერთნაირად ენაცვლება ზმნიზედებს : სრულიად და სავსებით.

No comments: