2.7.11

რჩევები მასწავლებელს


კარლ როჯერსი და აბრაჰამ მასლოუ
  1.       მასწავლებელი უნდა იყოს სწავლის ფასილიტატორი;
  2.      გულწრფელობა და რეალურობა ხელს უწყობს სწავლას;
  3.       დაფასება, კეთილგანწყობილი დამოკიდებულება, პატივისცემა და ნდობა ასევე უწყობს ხელს სწავლის პროცესს;
  4.     მასწავლებელმა უნდა მოუსმინოს მოსწავლეს, პასუხი გასცეს და რაგირება მოახდინოს მის ნათქვამზე;
  5.       ემპათია ხელს უწყობს სწავლას;
  6.       ჩამოთლილი ხელისშემწყობი ფაქტორები მოსწავლეებს უღვივებს თვითრეალიზაციისკენ სწრაფვას, უმაღლებს მოტივაციას.
  7.      სწავლის სურვილის გაღვივების შემთხვევაში მოსწავლე თავად წარმართავს  სწავლის პროცესს.
  8.      მოსწავლეს უნდა სჯეროდეს, რომ მასწავლებელი სამართლიანი და რომ შეცდომის დაშვების შემთხვევაში მას არ დასცინებენ. 
  9. მასლოუს მოტივაციის იერარქიული თეორიის ცოდნა საშუალებას აძლევს მასწავლებელს, დაადგინოს, იერარქიის რომელ საფეხურზეა მოსწავლე; განსაზღვროს, რა მოტივები უდევს საფუძვლად სწავლას, რის შედეგადაც შესაძლებელია სწავლის ადეკვატური სტრატეგიების შემუშავება და მოსწავლის სასწავლო პროცესში ჩართულობის უზრუნველყოფა.
    10.      სწავლა მნიშვნელოვანი ხდება მოსწავლისთვის, თუ ის მის პიროვნულ ინტერესებს შეესატყვისება.
    11.      სწავლების პროცესი მიუღებელი და საშიშია მოსწავლისთვის, როდესაც მე–ს საფრთხე ექმნება (რთული მასალა, ახალი ტიპის დავალებები, ახალი მოთხოვნები). ამ შემთხვევაში აუცილებელია მოსწავლის შიშისა და შფოთვის მინიმუმამდე დაყვანა.
    12.      სწავლაში მოსწავლის მხრიდან გამოვლენილ ინიციატივას ხანგრძლივი და მყარი ეფექტი აქვს. 
    13. მასწავლებელი უნდა იყოს მოქნილი თავის შეხედულებებსა და დამოკიდებულებაში;
     14. საგნის სწავლებასთან ერთად მიაქციეთ ყურადღება მოსწავლეთა შორის დამოკიდებულებას, მოსწავლე–მასწავლებლების ურთიერთობას;
    15. იყავით ღია როგორც დადებითი, ისე უარყოფითი უკუკავშირის მისაღებად, საკუთარი თავისა და ქცევის გასაანალიზებლად.

No comments: