5.10.10

აბოს დახასიათება (გეგმა)


იოვანე საბანისძე– „აბოს წამება“
                                                  აბოს დახასიათება
{თხზულებაში მოცემული უნდა იყოს მსჯელობა აბოს შესახებ, მოსაზრება დამოწმებული  უნდა იყოს ნაწარმოებიდან მოხმობილი ეპიზოდებითა და ციტატებით. მსჯელობა უნდა იყოს სრული, თხზულება უნდა სრულდებოდეს მოსწავლის მსჯელობით წმინდა მოწამის თავდადების შესახებ}
  • ·               ვინ დაწერა „აბოს წამება“ და რატომ?
  • ·              რა არგუმენტებს იშველილებს სამოელ კათალიკოსი იმის დასადასტურებლად, რომ     სწორედ იოვანეს უნდა აღეწერა აბოს წამება?
  • ·         იმსჯელე ჰაგიოგრაფიული ნაწარმოებების შექმნის მიზეზებზე.
  • ·         ნაწარმოების პირველ თავში ავტორი აღწერს ქართლის მძიმე მდგომარეობას და მხოლოდ ამის შემდეგ იწყებს აბოს ამბის მოყოლას. იმსჯელე, რა მიზეზით აკეთებს ამას? (გადმოეცი , რა ვითარება იყო მაშინ შექმნილი ქართლში).
  • ·         ვინ იყო აბო? მოკლედ მოყევი აბოს ამბავი.
  • ·         აბო ჯერ გაეცნო საღვთო წერილებს, სახარებას, მოისმინა ეკლესიაში ქრისტიანული მოძღვრების შესახებ და მხოლოდ ამის შემდეგ გადადგა ეს ნაბიჯი. რაზე მიანიშნებს ეს?
  • ·         რა შეიცვალა აბოს ცხოვრებაში ქრისტიანობის მიღების შემდეგ? (გაიხსენე, თავად აბო როგორ აფასებს თავის გაქრისტიანებას)
  • ·         ხასიათის რა თვისებები გამოავლინა აბომ ამირასთან საუბრისას? (გაიხსენე, აბოს მიერ ნათქვამი სიტყვები, რომლითაც ხაზს გაუსვამ აბოს ურყევ და მტკიცე ნებისყოფას, სიმამაცეს და შეუდრეკელობას)
  • ·         როგორ ხვდება აბო სიკვდილს და რა დასტურდება მისი ამ საქციელით?
  • ·         რატომ დაწვეს არაბებმა მოწამის სხეული და რა სასწაული იხილა ქალაქმა აბოს სიკვდილის შემდეგ?
  • ·         ნაწარმოები სრულდება აბოს ქებით. იმსჯელე, როგორ აფასებს ავტორი აბოს თავდადებას? (გაიხსენე, „ქებაში“ მოცემული შედარებები და ეპითეტები)
  • ·         შენი აზრით, რა მნიშვნელობა ენიჭებოდა მაშინ აბოს თავდადებას?
  • ·         როგორ შეაფასებდი აბოს ცხოვრებას, მის თავდადებასა და სიკვდილს?

რჩევა: სასურველია, თუ გამოიყენებ აბოს სიტყვებს, რომლებიც მან ამირასთან საუბრისას წარმოთქვა, ამით დაადასტურებ და გაამყარებ მსჯელობას.

No comments: