24.11.10

"კაი ყმა" (ლამაზის და თან ჭკვიანის ნაშრომი)

ქართულ ფოლკლორში მრავალი ლექსია შექმნილი ვაჟკაცის სადიდებლად. ოდითგავე არსებობდა ტერმინი „კაი ყმა“ და სწორედ ამგვარი ვაჟკაცის სადიდებლად შექმნილა არა ერთი ლექსი თუ ზღაპარი.
კარგ ყმად ითვლებოდა ის, ვინც “ მტერს მტრობას გაუწევდა“; ის, ვინც მტერს წინ მიეგებებოდა და რისხვას დაატეხდა; არ შეიმჩნევდა ტკივილს, თავზარს დასცემდა სიკვდილს , ბრძოლის ველზე პირველი მივიდოდა და ბოლო წამოვიდოდა; საჩუქრებს არ დახარბდებოდა; ფხიზლად იქნებოდა მაშინ, როცა სხვას მშვიდად ეძინებოდა; ცდუნება არ დასძალავდა, უსამართლობას ხმალაწვდილი შეებრძოლებოდა; იქნებოდა თავმდაბალი; ყოველგვარ პატივს სახელის მოხვეჭას ამჯობინებდა; და თავის ქვეყნისთვის მზე იქნებოდა – ეს თვისებები უნდა ახასიათებდეს კაი ყმას
ჩამოთვლილი თვისებების უმეტესობა ახასიათებთ „ვეფხისტყაოსნის“ პერსონაჟებს:

ავთანდილს , ტარიელსა და ფრიდონს. სამივე ეს გმირი ძალიან ჰგავს ქართულ ზეპირსიტყვიერებაში აღწერილ ვაჟკაცებს. ხალხურ ზღაპრებში ხშირად ვხვდებით სამი ძმის ამბავს , სადაც უმცროსი ძმა ყველაზე მოხერხებული და გამორჩეულია, მაგრამ ბოლოს სამივე ერთად იმარჯვებს, მტერს ერთიანი ძალებით უმკლავდებიან.
„ვეფხისტყაოსნის“ სამი გმირი გვახსენებს ხალხური ზღაპრების სამ ძმას: „ უმცროსმა ძმამან შორიდან სალამი დავიყეფეო“. – ამ სიტყვებს ეუბნება ავთანდილი ფრიდონს, ზღაპრებში აღწერილი უმცროსი ძმის მსგავსად. უმცროს ძმად წარმოდგენილია ავთანდილი, რომელიც ყველაზე რთულ დავალებას ასრულებს და აღწევს სასურველ მიზანს
„ბოროტსა სძლია კეთილმა , არსება მისი გრძელია“. – ამ სიტყვებს ამბობს გულანშაროდან დაბრუნებული ავთანდილი. ავთანდილმა იცის, რომ ბოროტის დამარცხება არ გაუჭირდებათ კარგ ყმებს, რადგან “სადაც შენ და შენი ძმა ხართ, ძნელი გაადვილდების“.
მეგობრობას „ვეფხისტყაოსანში“ ისეთივე ადგილი უჭირავს, როგორიც სიყვარულს. მეგობრობა „ვეფხისტყაოსანში“ არ არის პრინციპი , ვალი, იგი ისეთივე გრძნობაა, როგორიც სიყვარული.
„ მეგობრობას ახასიათებს სურვილი ნახვის და შველის. მეგობრობაც განგებისგან მოვლენილი გრძნობაა, რომელსაც ადამიანი ვერსად გაექცევა. სიყვარულს ახასიათებს უამრავი წინააღმდეგობა, როგორიცაა ტანჯვა, მეგობრობას კი ეს წინააღმდეგობა არ ახასიათებს. იგი ასე ვთქვათ, პირდაპირი გრძნობაა. ეს არის მეგობრობის საფუძველი „ვეფხისტყაოსანში“ წრფელი და დიდი სიყვარული“ (ნ.ნათაძე).
არისტოტელეს აზრით, მეგობრობა არის ან ერთგვარი სათნოება ან სათნოების შედეგი, აუცილებელია ცხოვრებისთვის გაჭირვების დროს ერთადერთ თავშესაფარს წარმოადგენენ მეგობრები. „როდესაც ისინი ერთად არიან, უკეთ აზროვნებენ და უკეთ მოქმედებენ“. ასე განმარტავს მეგობრობის შედეგს არისტოტელე.
ჭეშმარიტი მეგობრობისთვის რამდენიმე პირობაა საჭირო :
1. მეგობრებს ერთმანეთისთვის სიკეთე უნდა სურდეთ.
2. მეგობრები ერთმანეთს უნდა ენდობოდნენ. ნდობის გარეშე მეგობრობა არ არსებობს.
3. მეგობრები მუდამ ერთად უნდა იყვნენ, ფიზიკურად თუ არა ფიქრებით მაინც , რადგან სიშორე ბევრს დააკლებს მათ მეგობრობას .
ასეთია ფილოსოფოსის ჭეშმარიტი აზრი მეგობრობაზე. მეგობრები აუცილებლად ერთმანეთის მსგავსები უნდა იყვნენ როგორც გარეგნულად, ისევე შინაგანად.
„ვეფხისტყაოსნის“ მკვლევარი ნიკო მარი წერს : „ტერმინები „ყმა“ „მოყმე“ გამოხატავს მე–12 საუკუნის საქართველოს, სადაც გმირები განადიდებდნენ თავისი პატრონის საგმირო საქმეებით , ცხენოსნებით, მშვილდოსნობით, სპორტული მოღვაწეობით, წარმატებებით გარეშე მტერთან ან მხეცებსა და ბოროტ სულებთან ბრძოლაში,შეჯიბრებებზე მოპოვებული აღიარებებით მუდამ ცდილობდნენ და ოცნებობდნენ მოეპოვებინათ სახელი და დიდება. სცდიდნენ ბედს შეჯიბრებებზე, რომელიც გამორჩეულ ყმათა შორის ეწყობოდა ხოლმე“.
ნოდარ ნათაძე კი თვლის, რომ ფეოდალური კულტურის განვითარებული ნაწილია რაინდობა, რომელიც მკვეთრად გამოხატულია დასავლეთ ევროპასა და საქართველოში . რაინდს ანუ ჭაბუკს , მოყმეს , ყმას ჰმართებდა არა მარტო პროფესიული სამხედრო სამსახური,არამედ საგმირო საქმეებიც და სიკეთეებიც, გასაჭირში ჩავარდნილი ხალხის დახმარება. ეს იყო მისი ვალი ღვთის წინაშე.
ვაჟა ფშაველას „კაი ყმაში“ გამოყენებულია, თითქმის, ყველა ის თვისება, რომლებიც აქამდე ჩამოვთვალე. ტერმინი კაი ყმა ქართველებში ოდითგანვე არსებობდა. ვაჟას „კაი ყმა“ ქართული ფოლკლორიდან იღებს სათავეს.
„ გმირი რაინდის პირველსახე“ , „ წმინდა მხედარი“ ქართულ ზეპირსიტყვიერებაში კი ბოროტ ძალებთან მებრძოლები– ასეთი ყველა ადამიანი კაი ყმად იწოდებოდა.
დღესდღეისობით ქართველი ვაჟკაცები არ აკმაყფილებენ კაი ყმის განმარტებას. ჩემი აზრით, სიტყვამაც შეიცვალა მნიშვნელობა 21–ე საუკუნეში. კაი ყმა გახდა „კაი ბიჭი“, რომელიც 10 პუნქტიდან მხოლოდ ორს აკმაყოფილებს. ჩემი აზრი კი ისაა, რომ თანამედროვე ბიჭების უმრავლესობა არ არის კაი ყმის მსგავსი!!! ასევე მგონია, რომ არც ადრე, ათი საუკუნის წინაც, არ იქნებოდა კაცი რომელიც ყველა პუნქტს დააკმაყოფილებდა. „ ვეფხისტყაოსანშიც“ ჩანს პერსონაჟთა ნაკლოვანებები, მაგრამ ეს არაფერს ცვლის! აავთანდილიც, ტარიელიცა და ფრიდონიც კარგი ყმები არიან.

1 comment:

GiOrGi said...

კარგია :)