ენათმეცნიერების
დარგებია: ფონეტიკა, გრამატიკა, ლექსიკოლოგია, სემასიოლოგია, ეტიმოლოგია, სტილისტიკა.
(იხ.დანართი)
გრამატიკა სწავლობს ენის აგებულების საკითხებს, სიტყვათა შედგენილობას,
მათ ფორმასა და ფუნქციას.
ტერმინი "გრამატიკა" ბერძნული წარმოშობისაა.
გრამმა სიტყვასიტყვით ნიშნავს ასოს, წერილობით
ნიშანს, ზედწერილს. თავდაპირველი გაგებით, გრამატიკა იყო ხელოვნება, რომელიც ასწავლიდა
"სწორ ლაპარაკს და კანონიერ წერას". ახლანდელი გაგებით კი გრამატიკა არის
მოძღვრება ამა თუ იმ ენის აგებულების შესახებ.
გრამატიკის
ნაწილებია: მორფოლოგია და სინტაქსი.
მორფოლოგია
სწავლობს სიტყვის ფორმას, მის ცვლილებას, მაწარმოებელ აფიქსებს, მის გრამატიკულ მნიშვნელობას,
იკვლევს მეტყველების ნაწილებს, იძლევა მათ დახასიათებას.
სინტაქსი,
როგორც გრამატიკის დარგი, სწავლობს სიტყვათშეხამების წესებს, წინადადებას, წინადადების
წევრებს. სიტყვათა შეკავშირება და წინადადება ძირითადი ენობრივი ერთეულებია, რომელთაც
სინტაქსი შეისწავლის. სინტაქსი შეისწავლის რა და რა ტიპის სიტყვები შეეწყობა ერთმანეთს
და როგორ, რა დანიშნულება აქვს წინადადებაში შემავალ სიტყვებს.
დანართი
1 comment:
გრაფიკულად დალაგებამ უკეთესი წარმოდგენა შემიქმნა . მადლობელივარ . <3
Post a Comment