29.11.10

კამპანია და კომპანია

         უცხოური წარმოშობის ეს ორი სიტყვა – კამპანია და კომპანია – ხშირად ერევათ ერთმანეთში. ორივე ნასესხებია ფრანგულიდან და ქართულში შემოსულია რუსულის გზით.
      კომპანია (ფრანგ. Compagnie) არის სავაჭრო, სამრეწველო, სატრანსპორტო ან სხვა სახის გაერთიანება, ამხანაგობა. მსგავსი სხვადასხვა სახის გაერთაიანებებია: ფრიმა, კარტელი, სინდიკატი, ტრესტი. მაგალითად, „ამ ბოლო დროს საქართველოში მრავალი ფირმა და კომპანია გაიხსნა.“
·         ფირმასა თუ კომპანიაში შეამხანაგებულ პირებს კომპანიონები ეწოდებათ.
     უნდა ვთქვათ სიტყვა  კომპანია (და არა კამპანია), როდესაც ვგულისხმობთ საზოგადოებას,  მეგობრების თავშეყრასა და  ერთად დროს ტარებას.  მაგალითად, „მხიარული კომპანია გვიან ღამით დაიშალა“, „თქვენს კომპანიაში (საზოგადოებაში) თავს კარგად ვგრძნობ“.
      სიტყვა კომპანიის ამოსავალი მნიშვნელობა მუდამ გულისხმობს ერთად, ერთობლივად ყოფნა–მუშაობას. იგი დაედო საფუძვლად ზოგ სხვა ტერმინსაც. მაგალითად:
·         აკომპანემენტი – მუსიკალური თანხლება ; აკომპანიატორი – ფორტეპიანოზე დამკვრელი მუსიკალურ ანსამბლებში
       კამპანია (ფრანგ. Campagne) მასშტაბური საზოგადოებრივი ან სამხედრო–პოლიტიკური ხასიათის მიზანდასახულ კოლექტიურ და ორგანიზებულ ძალისხმევას გულისხმობს. ჩვენს სინამდვილეში მა სიტყვას ხშირად გაიგებთ არჩევნების წინ, ამა თუ იმ პატიის თუ კანდიდატის წინასაარჩევნო ღონისძიებების აღსანიშნად. („საარჩევნო კამპანია დროულად უნდა დაიწყოს“).
        კომპანიისა და კამპანიის არასწორად ხმარების მიზეზი შუამავალი რუსული ენაა, რომლის საშუალებითაც ეს სიტყვები დამკვიდრდა ქართულში. რუსული მახვილიანი ენაა, მახვილის გამო კომპანიის    о  ისმის, როგორც а, კამპანიაში კი ისედაც а არის, რის გამოც ორივე სიტყვის წარმოთქმა დაემთხვა ერთმანეთს. განსხვავებული მნიშვნელობის სიტყვები უნდა განვასხვაოთ ერთმანეთისგან, მით უფრო, რომ ქართულში როგორც წარმოვთქვამთ, ისევე ვწერთ და პირიქით.
სავარჯიშო 1. გაანაწილე სწორად სიტყვები.
კომპანია, კამპანია, სწორად, სწორედ, აღქმა, აღთქმა
·         მუდამ უხერხულად ვგრძნონ თავს უტიფარი ადამიანების /............./  .
·         მე თუ  /............./ გავიგე, თქვენ ამ საქმეში მონაწილეობას არ მიიღებთ.
·         ისე სწრაფად თქვა სათქმელი, რომ ვერც კი მოვასწარი  /............./ .
·         საარჩევნო  /............./ გადამწყვეტ ფაზაში შედის.
·         ყველამ /............./ მისცა მეთაურს, რომ თავს გაწირავდნენ.
·         /............./ ამ ამბის შესატყობინებლად გირეკავდი გუშინ.
სავარჯიშო 2. გახაზე სწორი პასუხი.
1.დიდ წვეულებას ხშირად (კომპანიას / კამპანიას) უწოდებენ.
2. ამჟამად ჩვენს დიდ ქალაქებში ბევრი უცხოური თუ ადგილობრივი ფირმა და (კომპანიაა / კამპანიაა) შექმნილი.
3. ასეთ (კომპანიაში / კამპანიაში) მუშაობა არ უნდა გინდოდეს.
4. გაიცანით,     ეს       ჩემი       ყოფილი      კლასელია,       ეს კი– ახლანდელი(კომპანიონი/ კამპანიონი).
5. საარჩევნო (კომპანიის / კამპანიის) წარმატებას მთლიანად  დაფინანსება განსაზღვრავს.
სავარჯიშო 3. ჩასვი სწორი პასუხი.
აღქმა,  აკომპანემენტი,  კომპანიონები,  აღთქმა
*       /.............../ ნიშნავს „დაპირებას“, „დანაპირებს“
*      მუსიკალურ თანხლებას ეწოდება /.............../ .
*      ფირმასა თუ კომპანიაში შეამხანაგებულ პირებს  /.............../  ეწოდებათ.
*      /.............../ ფსიქოლოგიაში ხმარებული ტერმინია, რომელიც აღნიშნავს გარკვეული ფაქტისა თუ მოვლენის გაცნობიერებას, გაგება–გააზრებას.

1 comment:

ana sulakauri said...

ლელა, მე ამობეჭდილი ფურცელი სკოლაში დამრჩა და აქ გავაკეთე და Gmail-ზე გამოგიგზევნით. მადლობა წინასწარ. (თუ გინდათ ამობეჭდეთ ან მე ამოვბეჭდავ ხვალ სკოლაში)