6.2.11

ავტორის პოზიცია პოემაში "ბედი ქართლისა", რეფერატი #3


(გთავაზობთ მოსწავლის ნამუშევარს, სტილი დაცულია.
1838 წელს ნიკოლოზ ბარათაშვილი და კონსტანტინე მამაცაშვილი რუსთაველის პროსპექტზე სეირნობდნენ და საუბარი გააბეს ერეკლე მეის გადაწყვეტილებაზე (რუსეთთან ტრაქტატის დადება). უეცრად ნიკოლოზს გუნება გაუფუჭდა და აცრემლებულმა თქვა, რომ მათმა უხეირობამ დაღუპა ისინი. “ვაი ჩვენო ქართლის ბედო”. ამრიგად, ერთი წლის მერე დასრულდა პოემის დაწერა, “ბედი ქართლისა”.
“ბედი ქართლისაში” აღწერილია ქართლის გასაჭირი, როცა სხვა გზა არ აქვს და იძულებულია “ჭკვიან” რუსეთს სთხოვოს დახმარება. პოემაში ერეკლე მეფე და სოლომონ მსაჯული კამათობენ, შეუერთდნენ თუ არა რუსეთს.
მეფე ერეკლეს თავისი ერის საკილდღეოდ სურს, ტრაქტატი დადოს რუსეთთან. მართალია, დიდად არ უნდა, მაგრამ ის მეფეა და ვალდებულია, სამშობლო დაიცვას. სოლომონ მსაჯული კი უმტკიცებს, რომ სამშობლოს თავისუფლება ჩვენს სიცოცხლეში არ უნდა გავცვალოთ. სჯობს, ჩვენ დავიხოცოთ, სამშობლო თავისუფალი იყოს და ჩვენმა შვილებმა განაგრძონ ჩვენი საქმე, ვიდე ცოცხლები ვიყოთ და უარეს დღეში აღმოვჩნდეთ – ტყვეობაში.
ნიკოლოზ ბარათაშვილმა ეს პოემა სავარაუდოდ იმიტომ დაწერა, რომ

თავისი გულის დარდი გადმოეცა. იგი ძალიან გულდაწყვეტილი იყო თავისი სამშობლოს ბედით. მაგრამ კონკრეტულად რა პოზიცია ჰქონდა თავად ავტორს, ამის ამოცნობა ძალიან ძნელია, რადგან “ბედი ქართლისა” დაწერის შემდეგ დაწერა ორი პატარა ლექსი: “საფლავი მეფის ირაკლისა” და “სუმბული და მწირი”.
ლექსში “საფლავი მეფის ირაკლისა” იგი გამოხატავს კმაყოფილებას იმაზე, რომ ერეკლე მეფემ სწორი გადაწყვეტილება მიიღო რუსეთთან კავშირის გაბმაზე. ნიკოლოზ ბარათაშვილი ლექსში აღფრთოვანებას გამოხატავს ქართველების ბედზე.მისი თქმით რუსეთი ძალზე კეთილად ეპყრობა მათ და ახლა, გასაჭირის შემდეგ ტკბილ ნაყოფს შეექცევიან. ვახტანგ კოტეტიშვილიც იზიარებს ამ აზრს და ამბობს, რომ მართალია ნიკოლოზ ბარათაშვილმა ობიექტურად აღწერა ერეკლე მეფის ფიქრები საქართველოს რუსეთთან შეერთებაზე, მაგრამ იმდენი მღელვარება შეაქვს რომ ცხადად წარმოჩნდება მისი აზრი ამ საკითხთან დაკავშირებით. ასევე მის პოზიციას ამძაფრებს სოფიოს სიტყვები და პოეტის აღფრთოვანებით მიმართვა მისი ლანდისთვის. ეს არის მთელი პოემის გასაღები და პოეტის განცდების მაჩვენებელი.
ხოლო ლექსში “სუმბული და მწირი” ნიკოლოზ ბარათაშვილის მხრიდან იგრძნობა აშკარა სევდა, რომ იგი თავისუფლებას მოკლებულია და მწარედ ენატრება თავისუფალი სამშობლო. შესაძლებელია, ეს ლექსი დაწერა იმის გამო,რომ 1832 წლის შეთქმულება,რითიც თავისუფლება უნდა დაებრუნებინათ, ჩაიშალა. რუსეთმა კი შეთქმულების მონაწილეები გადაასახლეს და თითქმის ყველა დაიღუპა. ამ შეთქმულების შემდეგ გამოაშკარავდა რუსეთის სახე და საქართველო მიხვდა, რომ ტყვეობაში იყო.
არსებობს კიდევ მესამე მოსაზრება,რომ ნიკოლოზ ბარათაშვილი პოემაში საკუთარ პოზიციას არ ამჟღავნებს და და ამის დასტურად ორივე ლექსის ერთ პერიოდში დაწერას იშველიებენ.
ჩემი აზრით, ნიკოლოზ ბარათაშვილი იყო დიდი პატრიოტი, სამშობლო მისთვის ყველაფერი იყო და წუხდა, რომ თავისუფლება არ ღირსებია. ამიტომაც დაწერა “ბედი ქართლისა”, სადაც იგი იჭერს სოლომონ მსაჯულის პოზიციას, რომ ქართლი არ უნდა დაცემულიყო იქამდე, რომ რუსეთისთვის ეთხოვა დახმარება. 

6 comments:

mako said...

yvelaperi sworia ubralod ar vetanxmebi shens azrs...

Unknown said...

მაკო, ეს ერთ–ერთი მოსწავლის რეფერატია. ჩემი აზრი არ არის :)))))))

ირინა ზაქარეიშვილი said...

,, ნიკოლოზ ბარათაშვილი იყო დიდი პატრიოტი, სამშობლო მისთვის ყველაფერი იყო და წუხდა, რომ თავისუფლება არ ღირსებია. " :)

Anonymous said...

შეიძლება ვიკითხო თუ მერამდენე კლასშია ეს მოსწავლე?

Unknown said...

მეცხრეში ვარ და ძლივს ვიპოვე ნიმუში



Anonymous said...

მეცც frr