17.10.10

ა.წერეთლის მოგზაურობა რაჭა–ლეჩხუმში


    პროექტის მიზანი: მსმენელს გავახსენოთ და ვესაუბროთ დოკუმენტურ ფილმზე, რომელიც ასახავს აკაკი წერეთლის მოგზაურობას რაჭა–ლეჩხუმში. იშვიათი გამონაკლისების გარდა, გასული საუკუნის  მწერლები თუ პოეტები არ არიან ფირზე დაფიქსირებულნი, ამდენად, ეს ფილმი საინტერესოა ორმაგად: კინემატოგრაფიის თვალსაზისით და აკაკი წერეთლის ცხოვრების შესწავლის თვალსაზრისითაც.
    პროექტის შინაარსი: პროექტში განხილული უნდა იყოს ფილმის შექმნის ისტორია, ვინ არის რეჟისორი, რომელ წელს დაიწყო გადაღება?  როგორ მიმდინარეობდა მუშაობა ფილმზე? რა როლი შეასრულა ამ ფილმმა და რა ადგილი უჭირავს ქართული კინემატიგრაფიის ისტორიაში?
  გამოსაყენებელი მასალა: სასურველია, სურათებით  მაინც  გავიცნოთ ფილმის რეჟისორი, გამოვიყენოთ ნაწყვეტები ფილმიდან, დაიხმარეთ ყველაზე დიდი საძიებო სისტემა GOOGLE და შეარჩიე , შენი აზრით,  საჭირო მასალა და სურათები.
გეგმა:
·         შესავალი (რა თემაზეა საუბარი? რატომ გადაწყვიტეთ ამ თემაზე საუბარი?)
·         ისტორია ( ფილმის შექმნის იდეა, ისტორია, რეჟისორი და საერთოდ, ყველაფერი ფილმზე)
·         რეჟისორი (გაგვაცანი უფრო ახლოს, სხვა რომელი ფილმი აქვს გადაღებული? როდის მოღვაწეობდა?)
·         ფილმის შინაარსი (ამ პუნქტის სრულფასოვნად დასაწერად ერთხელ მაინც უნდა ნახო ფილმი, თან დააკვირდი , რომელი ეპიზოდის შერჩევა შეიძლება პრეზენტაციაზე გასაშვებად)
·         საინტერესო ( სასურველია , თუ მოვიძიებთ რამე საინტერესო ისტორიას, ამბავს, რომელიც ამ ფილმს ეხება, ან შეფასებას.... თუ ვერ ვიპოვით და,  არა უშავს, პრეზენტაცია იქნება ამ პუნქტის გარეშე!)
·         ფილმის როლის შეფასება
P.S. პროექტი უნდა აეწყოს POWER POINT–ში , სლაიდშოუს სახით და გაეშვას პროექტორით ეკრანზე. ამიტომ უნდა მომზადდეს ტექსტის როგორც სრული, ისე მოკლე ვერსია. სრული ვერსია განავრცობს მოკლეს, რომელიც პუნქტების სახით გამოჩნდება ეკრანზე.

No comments: