27.6.11

მრავალმხრივი ინტელექტის თეორია


1.      ინტელექტის (გონებრივი ნიჭის) მახასიათებლებია:
·         ინტელექტი არის ცოდნის დაუფლების ანუ სწავლის უნარი;
·         ინტელექტი არის ადრე შეძენილი ცოდნისა და გამოცდილების ახალ სიტუაციებში გამოყენების უნარი;
·         ინტელექტს გააჩნია ადაპტაციის უნარი.
2.     ფსიქოლოგთა დიდი ნაწილი მიიჩნევს, რომ  ადამიანის ინტელექტი და მის მიერვე ადრე შეძენილი ცოდნა განსხვავებული ცნებებია, თუმცა , ამავე დროს, ინტელექტუალური აზროვნება და ინტელექტუალური ქცევა დამოკიდებულია ადრე შეძენილ ცოდნაზე.“
>>> ინტელექტი არის ურყევი და უცვლელი თვისება; მისი შეცვლა შესაძლებელია სწავლისა და გამოცდილების საშუალებით.
3.    ზოგიერთი ფსიქოლოგი თვლის, რომ  ინტელექტი არის ერთი ზოგადი უნარი, რომელიც ყველა ადამიანს გარკვეულწილად გააჩნია და რომელსაც ისინი სხვადასხვა ამოცანის შესასრულებლადიყენებენ.“
4.     ჰოვარდ გარდნერი და ზოგი სხვა ფსიქოლოგი მიიჩნევს, რომ ინტელექტი როდია უნარი, რომელიც ყველა ადამიანს გააჩნია, ინტელექტის სხვადასხვა ტიპი არსებობს; ადამიანებს შეიძლება სხვადსხვა სფეროშიუფრო მეტი ან ნაკლები ინტელექტი , ანუ გონებრივი უნარი გააჩნდეთ“.
5.      ჰოვარდ გარდნერი თვის, რომ ადამიანებს აქვთ სულ ცოტა 8 ერთმანეთისგან განსხვავებული უნარი, ანუ მრავალმხრივი ინტელექტი. ამას ემატება , ზოგიერთი ადამიანის შემთხვევაში მეცხრე – ეგზისტენციალური ინტელექტი.გულისხმობს უნარს, იფიქროს, იაზროვნოს ფილოსოფიურ და სასულიერო საკითხებზე.

გარდნერის აზრით, ადამიანს შეიძლება გააჩნდეს:

                   I.            ლინგვისტური / ენობრივი ინტელექტი – ენის ეფექტურად გამოყენების უნარი.
                II.            ლოგიკურ–მათემატიკური ინტელექტი – ლოგიკური აზროვნების უნარი, მათემატიკური ოპერაციების შესრულების უნარი.
             III.            სივრცული ინტელექტი – ვიზუალური სამყაროს სწორად აღქმის უნარი.
              IV.            მუსიკალური ინტელექტი – მუსიკის შექმნის, აღქმის და შეფასების უნარი.
                 V.            ფიზიკურ–კინესთეტიკური ინტელექტი–კოორდინაციის, ხელების მარჯვედ გამოყენების, მოქნილობის, სისწრაფისა და შეხების შეგრძნების უნარი.
              VI.            ინტერპერსონალური ინტელექტი – სხვა ადამიანთა განწყობების, განზრახვების, მოტივაციების და გრძნობების აღქმის და დანახვის უნარი
           VII.            ინტრაპერსონალური ინტელექტი – თვითშემეცნების უნარი.
        VIII.            ნატურალისტური ინტელექტი – ბუნებაში არსებული სიცოცხლის ფორმების ამოცნობისა და განსხვავების უნარი.
  1. გარდნერის აზრით, ყველა ბავშვს გააჩნია რვავე ტიპის ინტელექტი და შეუძლია მათი საკმაოდ მაღალ დონეზე განვითარება.
  2. გარდნერი გვირჩევს, რომ ისე დავგეგმოთ გაკვეთილი, რაც შეიძლება მეტი ინტელექტის სფერო იყოს ჩართული.
  3. თუმცა არაეფექტურია ერთი ტიპის ინტელექტთან დაკავშირებული მოქმედების ფონად გამოყენება, როცა მოსწავლეები სხვა ტიპის ინტელექტთან დაკავშირებულ დავალებას ასრულებენ. (მუსიკის მოსმენა მათემატიკური ამოცანის ამოხსნის დროს)
  4. ყველა არ იზიარებს გარდნერის მრავალმხრივი ინტელექტის თეორიას და მიიჩნევს, რომ ეს მაინც ერთი ინტელექტია.
  5. თუმცა ბევრი მასწავლებელი წარმატებით იყენებს გარდნერის მრავალმხრივი ინტელექტის თეორიას მოსწავლეთა მიღწევების გასაუმჯობესებლად.



 

No comments: