13.3.11

ორი ლოცვის შედარება

ნ.ბარათაშვილის "ჩემი ლოცვა" და ავთანდილის ლოცვა                      
                         "ვეფხისტყაოსნიდან"
 
    (თემაში უნდა იყოს წარმოჩენილი ორივე ლოცვა _ ნ.ბარათაშვილის "ჩემი ლოცვა" და ავთანდილის ლოცვა. დავალების მიზანია, მოხდეს შედარება ამ ორი ლოცვისა, რა საერთო აქვთ და რა განასხვავებთ, რა ეპითეტებითაა მოხსენებული ღმერთი ორივე ლოცვაში, და რა განწყობაა ორივე ნაწარმოებში).

სასურველია, ისარგებლო შემდეგი სქემით:

რომელ ორ ლოცვაზე ვსაუბრობთ?
რა დროს თქვა ავთანდილმა ხსენებული ლოცვა?
რა ეპითეტებით მოიხსენიებს ავთანდილი ღმერთს და რა ეპითეტებს ხმარობს ნ.ბარათაშვილი თავის ლექსში? (თუ ჰგავს ეს ეპითეტები ერთმანეთს?)

რას შესთხოვს ავთანდილი ღმერთს? ( ვნებების დათრგუნვას, სიყვარულის შენარჩუნებას, სთხოვს შეწევნას მოგზაურობისას, მტრის ძლევას, ზღვათა ღელვის არიდებას, ბოროტ სულთა აშორებას...)
რას შესთხოვს ნ. ბარათაშვილი ღმერთს?
რა აქვს საერთო ამ ორ ლოცვას?
როგორია ორივე ლოცვის განწყობა?
რომელი ლოცვაა უფრო იმედიანი?
რომელ ლოცვაშია უფრო კარგად წარმოჩენილი ადამიანის სისუსტეები ?
შეაჯამე მსჯელობა და გამოთქვი შენი აზრი: რომელი ლოცვა უფრო მოგწონს და რატომ?

No comments: