9.3.11

ავტორი – ილია ჭავჭავაძე

ილია ჭავჭავაძე – „კაცია–ადამიანი?!“

(თემაში წარმოდგენილი უნდა იყოს  მოთხრობის ავტორის როლი, „კაცია–ადამიანში“ ილია არ არის ოდენ მთხრობელი, იგი ხშირად ესაუბრება მკითხველს, მიმართავს პერსონაჟებს. თითოეულ ეპიზოდს მოსდევს ილია ჭავჭავაძის მსჯელობა. ყოველივე ეს უნდა იყოს მიმოხილული აღნიშნულ თემაში).   
  1. „კაცია–ადამიანის?!“ შესავალი და შესავლის რამდენიმე ვარიანტი. მწერალი შესავლით ამზადებს მკითხველს ნაწარმოების წასაკითხად;  (როგორ მუშაობდა ილია შესავალზე, რა მსგავსება და რა განსხვავებაა არსებულ და სავარაუდო შესავლებს შორის? წარმოდგენილი ვარიანტებიდან რომელს ანიჭებთ უპირატესობას და რატომ?); 
  2. ნაწარმოების ეპიგრაფი და ამ ეპიგრაფის ახსნის საჭიროება;
  3. მსგავსებაა „კაცია–ადამიანის“ შესავალსა და დ.გურამიშვილის „მართლის თქმის პრინციპს“ შორის? 
  4. ავტორი ხშირად მიმართავს მკითხველს, ხანდახან პერსონაჟებსაც გამოელაპარაკება ხოლმე;
     გადაიკითხე ნაწარმოები და ჩაინიშნე, როდის ერთვება ხოლმე მწერალი ნაწარმოებში და რატომ? ისაუბრე თითოეულ მათგანზე. (განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ მეხუთე და მეთოთხმეტე თავის ბოლოს წარმართულ მსჯელობას);

არ გამოგრჩეს:
  • მიუხედავად უარყოფითი ფონისა, ავტორს ლუარსაბი მაინც უყვარს, გულის სწყდება ასეთი ბრიყვი და გაუნათლებელი რომაა;
  •  „ხომ არ მოგეწყონა, მკითხველო“? – მწერლის ამგვარი ჩანართები მკითხველის გამოფხიზლებისკენაა მიმართული. მკითხველმა უნდა იფიქროს, გონება ამოძრაოს, „ფიქრი დაასაქმოს“;
  •  ირონია და გროტესკი;
  • „ გინდა იცინე , გინდა იტირე.“  „თვალით ხედვა“ და „გონებით ხედვა“;
  • „მეც მოყვარესავით გექცევი – სარკე მოგიტანე, ამაზედ რატომ უნდა გამიწყრე?“
  •  
5.     დასკვნა– რა განასხვავებს „კაცია–ადამიანს“ სხვა მხატვრული ნაწარმოებისგან, როგორ ელფერს აძლევს  ავტორის ჩართვები მკითხველისა თუ პერსონაჟების აზრზე მოსაყვანად?

No comments: