28.6.11

კონსტრუქტივიზმი


1.     სწავლის თეორიებს, რომლებიც სწავლას განსაზღვრავენ, როგორც გამოცდილებიდან ცოდნის აგებას, სწავლის კონსტრუქტივისტული თეორიები  ეწოდება. აგრეთვე ყურადღებას ამახვილებენ სწავლის პროცესის სოციალურ ხასიათზე. (თანამედროვე კონსტრუქტივისტული აზროვნება ეფუძნება პიაჟესა და ვიგოტსკის ნაშრომებს).
2.     კონსტრუქტივისტული თეორიის მიხედვით:
  • მოსწავლემ თვითონ უნდა ააგოს ცოდნა გონებაში. 
  •   მასწავლებელი მხოლოდ ეხმარება ცოდნის აგებაში.
  •   მასწავლებელს შეუძლია ასწავლოს გზები, მაგრამ ამ გზის გავლა უკვე მოსწავლის პასუხისმგებლობაა.
3.     ვიგოტსკი ხაზს უსვამდა სწავლის სოციალურ ხასიათს. ბავშვები სწავლობენ
მოზრდილ ადამიანებთან და უფრო კომპეტენტურ თანატოლებთან კომუნიკაციის შედეგად.
4.     კონსტრუქტივისტულ აზროვნებაში ძალიან მნიშვნელოვანია სკაფოლდინგი. დამხმარე საშუალებებით სწავლებატერმინი დაამკვიდრა ვიგოტსკიმ.

5.     მასწავლებელი კულტურული აგენტის/დესპანის როლს თამაშობს. (ვიგოტსკი)
6.     თავდაპირველად, მასწავლებელმა მნიშვნელოვანი დახმარება უნდა გაუწიოს მოსწავლეს. შემდეგ კი თანდათანობით უნდა შეამციროს მხარდაჭერა და შესაძლებლობა მისცეს ბავშვს, რომ დამოუკიდებლად შეასრულოს დავალება.

ბრუნერის კოგნიტური ზრდის თეორია
1.     ადამიანის ინტელექტუალური განვითარება მოიცავს მეთოდურ წინსვლას გონების გამოყენებაში.
2.     მეთოდური წინსვლა დამოკიდებულია გაუმჯობესებულ ენობრივ უნარებსა და სისტემატურ სწავლებაზე.


3.     ბრუნერი განასხვავებს ადამიანის აზროვნების პროცესის 3 ფორმას ეს ფორმები მოსდევს ერთმანეთს ადამიანის ზრდასთან ერთად :
                  I.            მოქმედებითი გამოხატვა
               II.            წარმოსახვითი გამოხატვა
           III.            სიმბოლური გამოხატვა (იყენებს სიმბოლურსისტემებს ცოდნის დასაშიფრად)
4.     აღმოჩენით სწავლა – კონსტრუქტივისტული თეორიის ერთ–ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. აღმოჩენა წარმოადგენს ინდუქციური აზროვნების ფორმას.

7.     ცოდნის ორგანიზების გზებია: 
  •   ცნებები –  მსგავსი საგნებისა და მოვლენების დაჯგუფება. ლოგიკური აზროვნების ბირთვია ცნებების დაუფლება.
  •   სქემები (= მჭიდროდ ორგანიზებული ფაქტების ერთობლიობა)  და სცენარები (როცა სქემა მოიცავს მოვლენათა სისტემურ თანმიმდევრობას, სცენარი ეწოდება.)
  • ბავშვები სქემებსა და სცენარებს იყენებენ იმისათვის, რომ ჩვენ მიერ გამოტოვებული ინფორმაცია აღადგინონ.
  •   თეორიები –  ადამიანები და განსაკუთრებით ბავშვები, აგებენ შეხედულებათა სისტემებს ანუ თეორიებს სამყაროს სხვადასხვა ასპექტის შესახებ..
  •    მსოფლმხედველობა – ზოგადი შეხედულებები და ვარაუდები რეალობის შესახებ.



 

2 comments:

martamariami197 said...

მადლობა

martamariami197 said...
This comment has been removed by the author.