28.6.11

სოციალური დასწავლის თეორია


1.      ალბერტ ბანდურა
            სოციალური დასწავლის თეორია თავდაპირველად ბიჰევიორიზმზე იყო დაფუძნებული, მაგრამ უფრო მეტად აქცენტს გონებრივ პროცესებზე აკეთებდა.
2.      სოციალური დასწავლის თეორია ხაზს უსვამს აზროვნების გავლენას ქცევაზე და ქცევის გავლენას აზროვნებაზე.
3.      სოციალური დასწავლის თეორიის ძირითადი პრინციპებია:
  • ადამიანები სწავლობენ სხვა ადამიანებზე (ანუ მოდელებზე) დაკვირვების საშუალებით.
  •  სწავლა შინაგანი პროცესია, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს ან არ გამოიწვიოს ქცევის ცვლილება.
  • ადამიანები და მათი გარემო ორმხრივად  ახდენენ გავლენას ერთმანეთზე. (ბიჰევიორიზმი კი მხოლოდ იმაზე ახდენს აქცენტს, თუ რა გავლენას ახდენს გარემო ადამიანზე).
  • ადამიანების ქმედება გარკვეულ მიზნებისკენაა  მიმართული.
  • ადამიანის ქცევა თანდათან უფრო თვითრეგულირებადი  ხდება. ზრდასთან ერთად იზრდება პასუხისმგებლობა, რომელსაც ბავშვი საკუთარ ქცევაზე იღებს.

4.      თვითრეგულაცია – სოციალური დასწავლის თეორიის მნიშვნელოვანი ცნება. თუ ჩვენს
ფიქრებსა და ქმედებებს თვითონ ვაკონტროლებთ, და არა სხვა ადამიანები და გარემოებები, ე.ი. გაგვაჩნია თვითრეგულაციის უნარი.
5.      თვითრეგულაციის ასპექტებს წარმოადგენს:
  1.  სტანდარტები
  2.  მიზნები (სტანდარტებსა და მიზნებს საკუთარ თავს ვუსახავთ)
  •  თვითგანსაზღვრული სტანდარტები და მიზნები  – საკუთარი მიზნების მიღწევა დ დასახული სტანდარტების განხორციელება ადამიანს დიდ კმაყოფილებას ანიჭებს და მათ თვითეფექტიანობის შეგრძნებას ზრდის.
  •  მოსწავლეები უფრო  მოტივირებულნი და წარმატებულნი არიან, თუ ეს მიზნები მათ თავად დაისახეს. (მიზნების თავად დასახვა ეხმარება მათ თვითრეგულაციაშიც).
  • მიზანი დიდ ძალისხმევას უნდა მოითხოვდეს, თუმცა მიღწევადი უნდა იყოს.
  • მიზნის მიუღწევლობის შემთხვევაში, ბანდურას აზრით, მოსწავლე მშფოთვარე და დეპრესიული ხდება. უნდა დავარწმუნოთ , რომ სრულყოფილება არარეალური მიზანია და ახალი, რთული დავალებები შესრულების დროს შეცდომა გარდაუვალია.  
           3. მეთოდები–  საკუთარი გონებრივი პროცესებისა და ქცევების მონიტორინგისთვის ვიყენებთ  
4. შედეგებივუწესებთ საკუთარ თავს მიღწეული წარმატებისა თუ წარუმატებლობისთვის. 
 5. ემოციური რეგულაცია – თვითრეგულაციის  კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ასპექტია. მოიცავს იმის განცდას, თუ რა ემოცია გაგვაჩნია მოცემულ მომენტში + ემოციების კონტროლის უნარსაც. უნდა შესძლოს, თუნდაც უარყოფითი მხარეების, დადებითი ასპექტების დანახვა, მაგალითად, დაბალი ქულა ტესტში. (არ არის ტრაგედია, შეუძლია, ბევრი რამ გაითვალისწონოს ამ დაბალი ქულის მიღებიდან)

6. თვითმითითებები – მასწავლებლის მითითებების გარდა, ეფექტურია, თუ მოსწავლე თავად ისწავლის, რა ურჩიოს საკუთარ თავს.

7. თვითდაკვირვება –  მოსწავლეები ყოველთვის ვერ ახერხებენ საკუთარი ქცევის მონიტორინგს. ამ დროს მასწავლებელს  შეუძლია დაეხმაროს. მოსწავლეს, რომელიც წამოძახებით პასუხობს მასწავლებელს, შეგვიძლია მივცეთ ფურცელი, რომელზეც ხაზი ჩამოუსვას იმ შემთხვევაში , თუკი წამოძახებით უპასუხა.

8. თვითშეფასება – თვითშეფასების სტრატეგიებია: ყოველკვირეული ჩანაწერის წარმოება, სადაც მოსწავლეები აღნიშნავენ შესრულებული სამუშაოს ძლიერ და სუსტ  მხარეებს. ან ჯგუფებში მუშაობის შემდეგ შეაფასონ ერთმანეთის ნამუშევრები; ან აწარმოონ საქაღალდე, სადაც საკუთარ ნამუშევრებს შეფასებებითურთ შეინახავენ.

6.      სწავლის თვითრეგულაცია მოიცავს შემდეგ მეტაკოგნიტურ პროცესებს:
  • მიზნების დასახვა
  •  დაგეგმვა
  • თვითმოტივაცია 
  • ყურადღების კონტროლი
  • სწავლის სტრატეგიების მოქნილად გამოყენება
  •  თვითმონიტორინგი
  • დახმარებისთვის მიმართვა 
  •   თვითშეფასება

7.      ბანდურა: ადამიანები ეფექტურად სწავლობენ სხვა ადამიანზე, ანუ მოდელზე დაკვირვებით. ადამიანებს სხვების იმიტაციის უნარი დაბადებიდან მოსდევთ.

8.      ტერმინ „მოდელირებას“ (ამ შემთხვევაში მოდელირება = მოქმედების დემონსტრირებას, სხვა შემთხვევაში მოდელირება = მოქმედების იმიტაციას, მიბაძვას) სოციალური დასწავლის თეორეტიკოსები ხანდახან იყენებენ იმის აღსაწერად, თუ რას აკეთებს მოდელი.


9.      ბანდურას აზრით, მოდელირება მოსწავლის ქცევაზე ახდენს შემდეგ ზემოქმედებას:
  • დაკვირვებით სწავლის ეფექტი
  • საპასუხო ქცევის წახალისების ეფექტი
  •  საპასუხო ქცევის შეკავების ეფექტი
  •  საპასუხო ქცევის გამოვლენის ეფექტი
10.  მოდელი მისაბაძი ხდება მაშინ , თუ მას ახასიათებს:

  •   კომპეტენტურობა
  •  პრესტიჟი და ძალაუფლება
  • „სქესისთვის შესაფერისი“ საქციელი
  • მოქმედება, რომელიც მოსწავლის სიტუაციისთვის არის რელევანტური.
11.  ბანდურა თვლის, რომ 4 აუცილებელი პირობაა საჭირო იმისთვის, რომ მოსწავლემ წარმატებით ისწავლოს სააგალითო ქცევაზე დაკვირვებით:
·         ყურადღება
·         შენარჩუნება
·         გამეორება
·         მოტივაცია


No comments: