25.1.12

სუბიექტური პირის ნიშნები



1.      პირის ნიშნის რაობა.
       ზმნის პირი გამოიხატება სპეციალური ნიშნით– პირის ნიშნით, რომლის ფუნქციაა, განასხვაოს ერთი პირი მეორისგან.

 მე   –წერ                 ჩვენ    –წერ–              
შენ      წერ                 თქვენ       წერ–
ის        წერ–ს            ისინი        წერ–ენ
გამოყოფილი პირის ნიშნები განასხვავებენ ერთმანეთისგან პირებს.
2.    
                 სუბიექტური პირის ნიშნები.
   I და II პირში სუბიექტის ნიშნები პრეფიქსებია, ხოლო  III პირში – სუფიქსები.
Ø  I სუბიექტური პირის ნიშანია მხოლობით რიცხვში მხოლოდ ვ– პრეფიქსი, მრავლობითში კი ვ–თ პრეფიქს–სუფიქსი.




 მე     ვ–კითხულობ
ჩვენ ვ–კითხულობ–თ

II სუბიექტური პირის ნიშანი.  ძველ ქართულში              II სუბიექტური პირის ნიშნების
ხმარების წესი ახალთან შედარებით მკვეთრად განსხვავებული იყო. 

ძალიან საინტერესოა II სუბიექტური პირის ნიშნის ისტორია, ძველ ქართულ ტექსტებში II  სუბიექტური პირის აღსანიშნად სხვადასხვა დროს გვხვდება:                  
   – პრეფიქსი (პოვე),             –პრეფიქსი (წუხდეთ),       – პრეფიქსი (ტირი) და        0 (იბანე).                                  ხ– პრეფიქსის კვალი ახლაც შემორჩენილია ორ ზმნაში  ხ–არ და მო–ხ–ვედ–ი.  


დღეს
მხოლობით რიცხვში II სუბიექტური პირის აღსანიშნად სპეციალური ნიშანი აღარ გამოიყენება. უნიშნობა არის სწორედ  II სუბიექტური პირის ნიშანი მხოლობით რიცხვში, მრავლობითობას კი –თ სუფიქსი გამოხატავს.

შენ        კითხულობ
თქვენ  კითხულობ–თ

 III სუბიექტური პირის ნიშნებია  მხოლობით რიცხვში –ს, –ა და –ო სუფიქსები; მრავლობით რიცხვში : –ენ, – ნენ, –ან, –ეს  და –ნ სუფიქსები. 
  
ის          კითხულობ–        ის        დარბი–        მან დაწერ–          მან შეაქ–
ისინი   კითხულობ–ენ      ისინი   დარბი–ან     მათ დაწერო–     მათ შეაქ–ეს

I სუბიექტური პირის შემთხვევაში მრავლობით რიცხვში პირს და რიცხვს სხვადასხვა სუფიქსები გამოხატავს.                                  მაგალითად, –ხატავ–.            აქ  ვ–პრეფიქსი I პირს აღნიშნავს, ხოლო –თ სუფიქსი მრავლობითობას გვიჩვენებს.     III სუბიექტური პირის შემთხვევაში კი სუფიქსები ორმაგი ფუნქციის მატარებელნი არიან, ისინი ერთდროულად აღნიშნავენ პირსაც და რიცხვსაც.  


სუბიექტური პირის ნიშნები


პირი
მხოლობითი რიცხვი
მრავლობითი რიცხვი
I
ვ– ––––
ვ– –––– –თ
II
0– ––––
0– –––– –თ
III
–––– –ს, –ა, –ო
–––– –ნ, –ენ, –ან, –ნენ, –ეს




3 comments:

Tony Montana said...

dzalian damexmaret lela. ugrmesi madloba. nika!

Anonymous said...

ერთი შეკითხვა მაქვს II სუბიექტური პირის ნიშნებთან დაკავშირებით. როგორც იცით, მათი ამოღება ეტაპობრივად მოხდა გასულ საუკუნეში, მაგრამ რამდენიმე თანხმოვანთან კვლავ დასაშვებია მათი გამოყენება. მაინტერესებს დღეს მათი გამოყენება აუცილებელია თუ არა. მაგალითად, ვიცით, რომ ორპირიან ზმნას "ცდა" აქვს სუბიექტი და პირდაპირი ობიექტი. აქედან გამომდინარე, ირიბი ობიექტური პირის ნიშანი მასთან არ იხმარება, მაგალითად, სწორია "ცადა" (არასწორია "სცადა"). მაინტერესებს, მეორე სუბიექტის შემთხვევაში თუ შემიძლია გამოვტოვო მეორე სუბიექტური პირის ნიშანი და დავწერო "ცადე". ერთმა ფილოლოგმა მითხრა, რომ თავისუფლად შემიძლია გამოვტოვო და შეცდომა არ იქნება. მაინტერესებს თქვენი აზრი, რადგან ის ვინც ხმარობს ფორმას "სცადე", ძალინ დიდი ალბათობით გამოიყენებს არასწორ ფორმას "სცადა".
წინასწარ გიხდით მადლობას.

Anonymous said...

პირველ რიგში ვიტყვი, რომ ფილოლოგი არ ვარ - იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტი ვარ.

რაც შეეხება შენს შეკითხვას, სწორია ცადა (მან ის) და არა სცადა, შესაბამისად იქნება ცადე, რაც "შეეცადე"-ს შემოკლებულ ფორმას წარმოადგენს. რა საჭიროა აქ ს?