26.6.12

ა.ყაზბეგი – „ხევისბერი გოჩა“


 თავისებურება 1. ალ.ყაზბეგის შემოქმედებით მკითხველი ეცნობა ხევის (საქართველოს ერთ–ერთი კუთხის) მცხოვრებთა სამყაროს.  თავისებურია ის ტრადიციები, ადათ–წესები, სხვადასხვა საკულტო დღესასწაულთან დაკავშირებული ქმედებები, რომელთაც მოხევეები აღასრულებენ. ასეთი ჩვეულება კი მრავლადაა აღწერილი მოთხრობაში „ხევისბერი გოჩა“:

პრობლემა. თუკი არ იქნება სათანადოდ განმარტებული თითოეული ადათ–წესის, ჩვეულების თუ ქმედების უკან რა დგას, რას ეფუძნება თითოეული მათგანი და რას გამოხატავს, მოსწავლისთვის გაუგებარი იქნება, რატომ მოხდა ის, რაც მოხდა.                                         ამ ჩვეულებებს ეფუძნება მოხევეების ზნეობრივი პრინციპები, ამ ადათ–წესებში იკვეთება მათი ცხოვრების ძირითადი პოსტულატები. 

აქტივობა. იმისათვის, რომ მოსწავლეებისთვის უფრო გასაგები გახდეს, რა კავშირია ადათ–წესებსა და მოხევეთა ზნეობრივ პრინციპებს შორის, გამოვიყენებ შემდეგ აქტივობას.  ფორმატზე დავიტან სამგრაფიან დიაგრამას.
1.      
  1.     პირველი გრაფაში  განთავსდება ტრადიციის თუ ადათ–წესის პირობითი სახელწოდება,
  2.         მეორე გრაფა დაეთმობა ეპიზოდებს მოთხრობიდან, მოსწავლეებმა უნდა გაიხსენონ ის ეპიზოდი , რომელშიც ამ კონკრეტულ ჩვეულებაზეა საუბარი.
  3.      და ბოლოს, მესამე გრაფაში ჩავწერთ  მოხევის იმ თვისებებს, რომელიც ამ კონკრეტული ეპიზოდიდან და ადათ–წესიდან გამომდინარეობს.

აღნიშნული დიაგრამა ტექსტის შესწავლის კვალდაკვალ შეივსება და ბოლოს თვალსაჩინოების სახით გამოიფინება საკლასო ოთახში.
გთავაზობთ ნიმუშს, რომელიც, ცხადია, არასრულად ასახავს იმ მასალას , რომელიც ტექსტის შესწავლის განმავლობაში ამოიკრიფება. 




მოცემული ცხრილი მოიცავს  მხოლოდ                    3 მაგალითს:                                                                            დასახელებულია ტრადიცია / ჩვეულება, მისი შესაბამისი ეპიზოდი და მოხევის თვისება, რომელიც ვლინდებააღნიშნული ჩვეულებიდან. უფრო ვრცლად ტრადიციების შესახებ იხილეთ აქ 







თავისებურება 2. ძალიან თავისებური და შთამბეჭდავია ხევისბერის ფსიქოლოგიური პორტრეტი. ალ.ყაზბეგი მოთხრობის პირველივე თავში ახსენებს ადამიანს, რომელიც                 მე–7 თავამდე არ ჩანს. მაგრამ გოჩას პირველი ხსენება მკითხველს მისდამი  უდიდესი პატივისცემით განაწყობს.

პრობლემა. თუ კარგად არ  გავიაზრეთ ხევისბერის პიროვნება, მისი ზნეობრივი პოზიცია, ცხოვრების პრინციპი, ვერ გავიგებთ, რატომ "აკმარა" გუგუას  თემიდან განკვეთა (მიუხედავად იმისა, რომ ეს სასჯელიც ძალიან მძიმეა და განკვეთილის სასიკვდილოდ განწირვას გულისხმობს) და რატომ დასაჯა ონისე (და საკუთარი თავიც მასთან ერთად) ასე სასტიკად?
 მოსწავლემ ეს პრობლემა, შესაძლოა,ასეთი ფორმულირებით წარმოადგინოს : რატომ მოკლა ხევისბერმა შვილი მაშინ, როცა მსგავსი ღალატის გამო გუგუასთვის ასეთი განაჩენი არ გამოუტანია?
აქტივობა. პასუხამდე მოსწავლე თავად უნდა მივიყვანოთ.  მასწავლებელმა  ერთგვარი მედიატორის როლი უნდა შეასრულოს მოსწავლესა და ნაწარმოების  იმ ეპიზოდებს შორის, რომლებშიც ჩამალულია ამ კითხვაზე პასუხი. მოსწავლეებს კიდევ ერთხელ უნდა წავაკითხოთ გოჩას ლოცვის ეპიზოდი, ხევისბერისა და ონისეს  საუბრის ეპიზოდები. 
ის, რაც ეპატიება გუგუას, არ ეპატიება ონისეს– ესაა ხევისბერის სამართალი. ონისემ ვერ შესძლო ტვირთის ტარება, დაივიწყა, ვისი გორის იყო და საპირადო საქყვეყნოზე მაღლა დააყენა. 
ამის შემდეგ შეგვიძლია გამოვიყენოთ საკლასო დისკუსია თემის უფრო მრავალმხრივ და საინტერესოდ გასაშლელად. მსგავსი ფსიქოლოგიური პორტრეტები ძალიან კარგი მასალა საკლასო დისკუსიის გასამართად. (კარგი იქნება, თუ მოსწავლეები გაეცნობიან პროსპერ მერიმეს  „მატეო ფალკონეს“ და გოგოლის „ტარას  ბულბას“).


2 comments:

https://diko4ber.blogspot.com/ said...

საინტერესოა!!!იქნებ სხვა მასალებიც ატვირთოთ?!:)

Unknown said...

აუცილებლად ავტვირთავ, წარმატებებს გისურვებთ! :)