11.2.11

IV კლასი, საშინაო დავალების ფურცელი ორშაბათისთვის (14.2.11)

1.აბრუნე არსებითი სახელები: ქარხანა, წყალი, ადამიანი, სკოლა, ტომარა, მეცნიერი
2. იმსჯელე, რას ნიშნავს გამოთქმა „მიწამ ჩაყლაპა“?
3. დასვი გამოტოვებული მძიმეები:
     მღვიმეებში დახატული იყო ცხენები ბიზონები თხები დათვები  ირმები  ლომები და მარტორქებიც კი.
    არქეოლოგებმა აღმოაჩინეს  ირმების  ცხენების  ქვეწარმავლებისა და ფრინველების ნაკაწრი ნახატები.
  4. რომელი მარცვალი შეიძლება დაერთოს ამ ზმნების ფუძეს? ჩამოწერე ყველა შესაძლო
ვარიანტი:
ა) მოიყვანა, მიიყვანა ......
ბ) შეავლო, მოავლო ....
გ) გაანათა, ჩაანათა ...
დ) შესცქეროდა.....
5. აუღლე ზმნები : ვითვლი, დავთვალე, ამოვიწერე, მივაგნებ, გამოვსახავ, ვანგარიშობ
6. დაასრულე ზმნები:
  მათ ყურძენი აღმოაჩინ.....   და ძაღლი  მოიშინაურ........
7. მოიფიქრე პატარა თხზულება შემდეგი სიტყვების გამოყენებით:
(თხზულება უნდა იყოს 10 წინადადებაზე მეტი)
კატა,  სასიხარულო,  ადამიანი,  მოიშინაურა,  ამბავი.

No comments: