2.7.11

განწყობის თეორია (დიმიტრი უზნაძე)


ძირითადი პოსტულატები

  1.       აღზრდა – ეს არის სწრაფვა იდეალურისკენ, საკუთარი და სხვისი ცხოვრების ფორმაციის მიზანდასახული პროცესი.
  2.      აღმზრდელი, როგორც სოციალური იდეების მატარებელი, არ აქცევს ყურადღებას ბავშვის მისწრაფებებს და ხელმძღვანელობს იმით, რაც მისთვის (აღმზრდელისთვის) არის მნიშვნელოვანი. ეს არის უფსკრული აღსაზრდელისა და აღმზრდელის მისწრაფებებს შორის და ამას დ.უზნაძემ „აღზრდის ძირითადი ტრაგედია“ უწოდა. 
  3.   განწყობა – ადამიანის მთლიანპიროვნული მზაობა გარკვეული ქცევისადმი.
  4.     ქცევა არის ცოცხალი არსების, სუბიექტის გარემოსთან ურთიერთქმედების ფორმა.
  5.     ქცევის ფორმა ანიჭებს ყოველ ასაკობრივ საფეხურს მხოლოდ მისთვის დამახასიათებელ გარკვეულ ელფერს.
  6.    ქცევა განისაზღვრება მოთხოვნილებით და იმ საგნით,სიტუაციით, რომელმაც ეს მოთხოვნილება უნდა დააკმაყოფილოს. (ცოცხალი ორგანიზმი გარკვეული მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად მიმართავს გარე საგნობრივ სინამდვილეს, გარემო უშუალოდ მოქმედებს მასზე და იმ საგნის შესატყვისი მოქმედებისკენ განაწყობს, რომელმაც ეს მოთხოვნილება უნდა დააკმაყოფილოს).
  7.  მოთხოვნილებისა და სიტუაციის შეხვედრის შედეგად ადამიანს უჩნდება განწყობა.
  8. სასწავლო პროცესი იმაზე უნდა იყოს ორიენტირებული, რომ მოსწავლეს ადამიანის დამახასიათბელი ერთ–ერთი მოთხოვნილება – ინტელექტუალური მოთხოვნილება (ცნობისმოყვარეობა) ე.წ. სწავლის წყურვილში გადაეზარდოს.
  9. ბავშვის განვითარება ქცევის პროცესში ხდება.
  10. უზნაძე ქცევის ორ კატეგორიას გამოყოფს : ექსტროგენური  (მოხმარება, მომსახურება, შრომა, საქმე) და ინტროგენური (ესთეტიკური ტკბობა, ხელოვნება, შემოქმედება, თამაში, სპორტი).
  11. ექსტროგენური ქცევა წარიმართება გარედან (საგნისგან) მიღებული იმპულსის შედეგად.
  12. ინტროგენური ქცევა  თავისუფალია გარე იძულებისგან და ის ორგანიზმის შიგნით წარმოიშობა.
  13. 13.  მოთხოვნილებას, რომელიც ცოცხალ ორგანიზმს უჩნდება მაშინ, როდესაც მისი ძალები უმოქმედოდ რჩება და ის აღარაა იძულებული გარკვეული პრაქტიკული მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად ამოქმედდეს, უზნაძე ფუნქციონალურ ტენდენციას უწოდებს.
  14.   ქცევის ფორმები ადამიანის ცხოვრებაში ისე მჭიდროდ უკავშირდება ერთმანეთს, რომ ხშირად რთულია ესა თუ ის კონკრეტული ქცევა რომელიმე ფორმას მიაკუთვნო. ასეთი ქცევის ფორმაა სწავლა.
  15.  სწავლა მოიცავს როგორც ექსტროგენური, ასევე ინტროგენური ქცევის ფორმების ელემენტებს და ამასთან განსხვავდება თითოეული მათგანისგან.
  16.  სწავლის ცნება ძალიან ფართოა. არ არსებობს არც ერთი ექსტროგენური ქცევის ფორმა, რომლის სწავლის საგნად გადაქცევაც არ შეიძლება. ამას უწოდებს უზნაძე სწავლის გენერალურ ხასიათს.

1 comment:

Bachia Nabia said...

ქცევის ექსტეროგენური და არა ექსტროგენური ფორმა არსებობს.