30.6.11

ბიჰევიორიზმი


  1. ბიჰევიორისტები მიიჩნევენ, რომ რამდენიმე რეფლექსის გამოკლებით, დაბადებისას ადამიანი „ტაბულა რაზას“ ანუ „სუფთა დაფას“ წარმოადგენს.
  2. გარემო ხელს უწყობს ადამიანის ხასიათისა და ქცევის თავისებურებების ჩამოყალიბებას.
  3. მასწავლებელს უნდა ახსოვდეს, რომ მოსწავლის წარსული და აწმყო, მისი გარემო მნიშვნელოვან ზეგავლენას ახდენს მის ქცევაზე.
  4. მოსწავლეთა შინაგანი სამყაროს შესწავლა შეუძლებელია, ამიტომ ფსიქოლოგიური კვლევის საგანი ის მოვლენები უნდა იყოს, რომელთა დანახვა და ობიექტურად შესწავლაა შესაძლებელია: გარემო სტიმულები და მოსწავლეთა საპასუხო ქცევები.
  5. ბიჰევიორისტები სწავლას განმარტავენ, როგორც გამოცდილების შედეგად მიღებული ქცევის ცვლილებას.
  6. მოსწავლეები უფრო ეფექტურად სწავლობენ მაშინ, როცა  სტიმული და საპასუხო ქცევა დროში თანმიმდევრულია. თუ გვსურს, რომ მოსწავლეებმა ორი მოვლენა (სტიმული და საპასუხო ქცევა) ერთმანეთს დაუკავშირონ, უნდა მოხდეს მათი თანხვედრა დროში.
  7. სწავლა დამოკიდებულია თვალსჩინო მოვლენების ასოციაციით დაკავშირებაზე.
  8. ადამიანის ქცევის ასახსნელად ბიჰევიორისტები ხშირად იყენებენ ცხოველებზე ჩატარებული ექსპერიმენტების შედეგად მიღებულ თეორიებს, ამიტომ ბიჰევიორისტებთან უგულებელყოფილია მოსწავლის, როგორც აქტიური პიროვნების როლი საკუთარი ქცევის რეგულირებაში.
  9. მოსწავლე თავის ქცევას ხშირად ცვლის იმისდა მიხედვით, თუ რას უფრო აქცევს მასწავლებელი ყურადღებას. მაგალითად, ბავშვმა თუ იცის, რომ  ხელის ქნევას წინ და უკან არ დაიწყებს, მასწავლებელი ისე არ ათქმევინებს პასუხს, მოსწავლე პასუხის ცოდნის შემთხვევაში აუცილებლად დაიწყებს ხელის ქნევას. ამგვარი ცვლილება ქცევაში ოპერანტული განპირობებულობის მაგალითს წარმოადგენს.
  10. ოპერანტული განპირობებულობის ძირითადი პრინციპი ჩამოყალიბა სკინერმა და ეს პრინციპი ასე ფორმულირდება:
საპასუხო ქცევა ძლიერდება და მოსალოდნელია, რომ იგი მომავალშიც განმეორდეს, როცა მას განმამტკიცებელი სტიმული მოსდევს. წინააღმდეგ შემთხვევაში მისი სიხშირე იკლებს და ბოლოს მთლიანად ქრება.
  1. ოპერანტული განპირობებულობის შედეგად მოსწავლეები ზოგჯერ მიუღებელ ქცევებსაც იძენენ.
  2. ოპერანტული განპირობებულობა მხოლოდ ორი პირობის გათვალისწინებით ხდება;
  •  მოსწავლემ აუცილებელია საპასუხოდ იმოქმედოს. სკინერის აზრით, მოსწავლემ იცის, რომ თუ წყნარად და მშვიდად იჯდება, ვერაფერს მიაღწევს.
  •   განმამტკიცებელი სტიმული აუცილებლად მოსწავლის საპასუხო ქცევაზე უნდა იყოს დამოკიდებული. მხოლოდ სასურველ ქცევას უნდა მოჰყვეს შექება და რეაქცია.
  1. სასურველი ქცევა მაშინვე უნდა განმტკიცდეს, როგორც კი გამოვლინდება მოსწავლის მიერ.
  2. და პირიქით, მასწავლებელმა არ უნდა განამტკიცოს მოსწავლეთა არასასურველი ქმედებები.
  3. არსებობს
  • პირველადი განმამტკიცებელი სტიმულები –აკმაყოფილებენ ძირითადად ადამიანურ , ბიოლოგიურ მოთხოვნილებებს. (საკვები, წყალი, სითბო...) 
  • მეორადი განმამტკიცებელი სტიმულები – ღირებულებას იძენენ, როცა ისინი ასოცირდებიან სხვა პირველად ან მეორად განმამტკიცებელ სტიმულებთან. (ფული, შექება...)
  1. ფული და შექება ღირებულებას იძენენ მხოლოდ მაშინ, როცა ისინი პირველად ან მეორად განმამტკიცებელ სტიმულებთან ასოცირდებიან.
  2. მეორადი განმამტკიცებელი სტიმულები თავის მხრივ იყოფა:
  •   სოციალური  განმამტკიცებელი სტიმულები. (შექება, ღიმილი, ყურადღება)
  •   ქცევითი  განმამტკიცებელი სტიმულები. (სათამაშოები, თამაშები, სახალისო ქმედებები)
  •   სიმბოლური  განმამტკიცებელი სტიმულები. (ფული, ნიშნები)
  1. განმამტკიცებელი სტიმულები შეიძლება იყოს:
  •  პოზიტიური  განმამტკიცებელი სტიმულები;  (სიტყვა „პოზიტიური“ უბრალოდ აღნიშნავს იმას, რომ მოსწავლეს სტიმულს ვმატებთ). 
  • ნეგატიური  განმამტკიცებელი სტიმულები. (სიტყვა „ნეგატიური“ ნიშნავს, რომ მოსწავლეს სტიმულს კი არ ვაძლევთ, არამედ ვაშორებთ).
  1. პოზიტიური განმამტკიცებელი სტიმული– სტიმული, რომლის შედეგადაც მოქმედების სიხშირე იზრდება.
ზოგისთვის შექებაა პოზიტიური განმამტკიცებელი სტიმული, ზოგისთვის კი– დატუქსვა.

  1. ნეგატიური განმამტკიცებელი სტიმულები – მოსწავლეებს შესაძლებლობას აძლევს, არასასიამოვნო სიტუაციებს თავი დააღწიონ. ბავშვს არ უყვარს ჭურჭლის რეცხვა, მაგრამ თუ იცი, რომ ამისგან თავის დახსნა მხოლოდ მეცადინეობით შეიძლება, იგი აუცილებლად წავა სამეცადინოდ. ოღონდ კი არ დარეცხოს ჭურჭელი.

  ნეგატიური განმამტკიცებელი სტიმულის გამოყენება არ არის სასურველი საკლასო ოთახში.  სკოლაში რაც შეიძლება ცოტა უნდა იყოს ისეთი სიტუაცია, რომლისგანაც მოსწავლეს თავის დაღწევა სურს და შესაბამის ქმედებას ჩადის.  ოსწავლეს არ სურს გაკვეთილზე ჯდომა და იცის, რომ თუ ცუდად მოიქცევა დირექტორთან შეიყვანენ და ამით გაკვეთილზე ყოფნას თავს აარიდებს, ის აუცილებლად ცუდად მოიქცევა.

  1. პრემარკის  პრინციპი – მასწავლებელს შეუძლია წაახალისოს მოსწავლეთათვის ნაკლებად სასურველი ქცევა, თუ ისინი  მას უფრო სასურველ ქცევებს დაუკავშირებენ. "დაალაგეთ საკლასო ოთახი და გახვალთ ეზოში".  
  2. განმამტკიცებელი სტიმული შეიძლება იყოს:
  •   შინაგანი განმამტკიცებელი სტიმულები – ამ დროს ადამიანი შინაგანად არის მოტივირებული ქმედების განსახორციელებლად, ამ საქმისგან იღებს სიამოვნებას. (მაგალითად, ჰობი)
  •  გარეგანი განამამტკიცებელი სტიმულები – წარმოადგენს ჯილდოს ან შექებას, რომელიც ადამიანს უღვივებს მოტივაციას , რომ გარკვეული ქმედება შეასრულოს.
  1. განმამტკიცებელი სტიმულების გამოყენებისას:
  •   წინასწარ განსაზღვრეთ, თუ რა არის სასურველი ქცევა.
  • განსაზღვრეთ, რა კონკრეტული შედეგი წარმოადგენს განმამტკიცებელ სტიმულს თითოეული მოსწავლისათვის.
  •   გარეგანი განმამტკიცებელი სტიმულები გამოვიყენოთ მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა მოსწავლეები მათ გარეშე არ ამჟღავნებენ სასურველ ქცევებს.
  •   განმამტკიცებელი სტიმულები განმეორებით გამოიყენეთ მანამ, სანამ სასურველ მიზანს არ მიაღწევთ.
  •   ნათლად დაუკავშირეთ ერთმანეთს საპასუხო ქცევა და შედეგი.
  •  გაუკეთეთ მონიტორინგი მოსწავლეთა პროგრესს.
  1. ქცევის ფორმირება – თუ მოსწავლეები საერთოდ არ ამჟღავნებენ სასურველ ქცევას, შესაძლებელია გამოვიყენოთ პროცედურა, რომელსაც ქცევის ფორმირება ჰქვია. მასწავლებელი ახდენს ახალი ქცევის ფორმირებას.
  2. წინმსწრები სტიმულის მაგალითები:
  •   მითითება
  •   განზოგადება
  •   დისკრიმინაცია (იგულისხმება კონკრეტული ქცევის დისკრიმინაცია სტიმულის არ–მიცემით)
  1. არასასურველი ქცევის აღმოსაფხვრელად ბიჰევიორისტები გვთავაზობენ:
  •   გაქრობა – იგულისხმება განმამტკიცებელი სტიმულის გაქრობა. თუ მოსწავლის მასხრობას არ მივაქცევთ ყურადღებას, იგი გაქრება. ამას ქცევის გაქრობა ეწოდება. აღსანიშნავია, რომ მხოლოდ მასწავლებლის განმამტკიცებელი სტიმულის გაქრობა არ მოიტანს შედეგს, თუ ამას ყურადღებას კვლავ მიაქცევენ  სხვა მოსწავლეები.

  •   მითითება –  მითითება არასასურველი ქცევის შემთხვევაშიც არის შესაძლებელი. შეიძლება, გამოვიყენოთ მიმიკა, ჟესტიკულაცია, მოსწავლის სახელის ხმამაღლა წარმოთქმა .
  •   შეუთავსებელი ქცევის განმტკიცება – არასასურველი ქცევა შემცირდება თუ ალტერნატიული, მისაღები ქცევით ჩავანაცვლებთ. ამასთან ეს ორი ქცევა შეუთავსებელი უნდა იყოს ერთმანეთთან. აქტიურ მოსწავლეს თუ შევაქებთ წყნარად ჯდომისთვის, წყნარად ჯდომა შეუთავსებელია გაკვეთილზე სირბილსა და სეირნობასთან.
  •   დასჯა – არის შედეგი, რომელიც მოქმედების სიხშირეს ამცირებს. ბევრი ბიჰევიორისტი თვლის, რომ სასჯელი ქცევის შეცვლის არაეფექტური მეთოდია, მას შეუძლია დროებით ჩაახშოს ქცევა, მაგრამ არა სამუდამოდ.
დასჯის ორი სახეობა არსებობს:
o   პოზიტიური დასჯა  – პოზიტიური დასჯის შემთხვევაში მოსწავლეს ვაძლევთ ახალ სტიმულს, სავარაუდოდ, რამე ისეთს რაც მოსწავლეს არ მოსწონს და არ უნდა.
o   ნეგატიური დასჯა – ნეგატიური დასჯის შემთხვევაში კი  მოსწავლეს ვაცილებთ არსებულ სტიმულს, სავარაუდოდ, რამე ისეთს, რაც მას მოსწონს და რისი დაკარგვაც არ სურს.
  1. ბიჰევიორისტების აზრით, მასწავლებელმა ყურადღება უნდა მიაქციოს, სასურველი ქცევის განმტკიცებას და არა არასასურველი ქცევის აღმოფხვრას.
  2. დასჯა გამოვიყენოთ მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა სასურველი ქცევის განმტკიცებას ვეღარ ვახერხებთ.
ბიჰევიორისტები VS უზნაძე, ჰუმანისტური ფსიქოლოგიის მიმდევრები
  1.  ბიჰევიორისტებთან უგულებელყოფილია მოსწავლის, როგორც აქტიური პიროვნების როლი საკუთარი ქცევის რეგულირებაში, რასაც ხაზგასმით აღნიშნავენ დ.უზნაძე და ჰუმანისტური ფსიქოლოგიის წარმომადგენლები.




No comments: