6.2.11

ავტორის პოზიცია პოემაში "ბედი ქართლისა", რეფერატი #1


 (გთავაზობთ მოსწავლის ნაშრომს, სტილი დაცულია)    

  პოემაში “ბედი ქართლისა” ავტორი ნიკოლოზ ბარათაშვილი, როგორც, ერეკლეს, ისევე სოლომონის პოზიციებს ემხრობა. ერეკლე ჩანს, როგორც ადამიანი, რომელიც ფიქრობს ქართლის ხვალინდელ დღეზე, ერეკლე დარწმუნებულია, რომ ქართლს ძალიან ცუდი მომავალი ექნება, თუ რუსეთს არ შეუერთდება და გეორგიევსკის ტრაქტატი არ დაიდება.”მე მინდა მივცე მემკვიდრეობა, და მან მოსცეს ქართლს კეთილდღეობა”, სწორედ ამ სიტყვებით ამყარებს ერეკლე მეფე რუსეთზე იმედებს. ქართველებს მისი აზრით, აგრეთვე აღარ შესწევთ უნარი, რომ მტერს გაუმკლავდნენ. საქართველოს და რუსეთს აქვთ “მტკიცე კავშირი-სარწმუნოება”, სწორედ ალბათ ეს იყო ამ გადაწყვეტილების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი. თან “შენი ირაკლი ის აღარ ვარ, პატარა კახად რაც გინახივარ”, ამ სიტყვებში ჩანს, რომ ერეკლე სისუსტეს გრძნობს, გრძნობს, რომ დაბერდა.

      სოლომონი კი მიიჩნევს, რომ ქართლს შესწევს უნარი, რომ მტერს

გაუმკლავდეს და რუსეთთან შეერთებასაც ნაადრევ ნაბიჯად თვლის. ის ამბობს, რომ მეფე ერეკლე კვლავ ძლიერია, ისევე როგორც ქართველი ერი.

      რაც შეეხება ლექსს “საფლავი მეფის ირაკლისა”, აქ ნიკოლოზ ბარათაშვილი ერეკლე II ამართლებს, იგი მას ახასიათებს, როგორც ქართლის აღმშენებელს, ავტორი ხაზს უსვამს ერეკლეს სწორ წინასწარმეტყველებას, “თაყვანსცემ შენსა ნაანდერძებს, წინასწარად თქმულს”. ნიკოლოზის აზრით, მეფემ სწორი ნაბიჯი გადადგა, რუსეთს რომ შეუერთდა, მაგრამ წუხს, რომ ერეკლე II 19 საუკუნის ქართლს ვეღარ შეხედავს. “ახ, რად არ ძალუძს განცოცხლება წმიდას აჩრდილსა, რომ გარდმოხედო ახალს ქართლსა, შენს პირმშოს შვილსა!”

      ლექსში “სუმბული და მწირი” რადიკალურად განსხვავებული პოზიცია უჭირავს ნიკოლოზ ბარათაშვილს, ის ამ ლექსში სოლომონს ემხრობა. რუსეთის შემადგენლობაში ყოფნა, იგივეა, რაც გალიაში ყოფნა, სადაც გაჭმევენ, გასმევენ, მაგრამ თავისუფალი მაინც არ ხარ. აქ მოყვანილია დიალოგი, ქოთანში მყოფ სუმბულსა და მწირს შორის. სუმბული ლამობს დაღწევას და სურს, რომ გაზაფხული თავისუფლად შეიგრძნოს, ხოლო მწირი არწმუნებს, რომ ქოთანში ყოფნა ჯობია.”ნუთუ ვერ ჰპოვებ აქ სანაცვლოს, ვერც საამურს, სადაც ოქროთი და ვერცხლითა სადგურს”. მაგრამ საბოლოოდ სუმბულმა დაარწმუნა მწირი, რომ თავისუფლება უფრო მნიშვნელოვანია.

       ამ ორ ლექსსა და პოემაში ჩანს, რომ ნიკოლოზ ბარათაშვილი წუხს 1832 წლის ჩაშლილ აჯანყებაზე. მე პირადად ერეკლეს პოზიციას ვემხრობი, რადგანაც დღეს გეორგიევსკის ტრაქტატი, რომ არა საქართველო გამაჰმადიანებული ქვეყანა იქნებოდა, ქრისტიანული ფესვებით. ხალხი ნოსტალგიით იცხოვრებდა და ეს საქართველოს ძალიან დიდ ზიანს მოუტანდა.

1 comment:

temo shelia said...
This comment has been removed by the author.