17.10.10

დიმიტრი ყიფიანი და "განთიადი"


   პროექტის მიზანი: მსმენელს უნდა გავახსენოთ და ვინც არ იცის, გავაცნოთ ადამიანი, რომელსაც მიუძღვნა ა.წერეთელმა ლექსი "განთიადი".
  პროექტის შინაარსი: ლექსს  საკმაოდ საინტერესო ისტორია აქვს და სწორედ, ამ ისტორიაზე ვსაუბრობთ. განვიხილავთ ეპოქას, როდესაც მოღვაწეობდა დიმიტრი ყიფიანი. გარდა ამ მნიშვნელოვანი ფაქტისა, "განთიადი" შეიცავს სტროფებს, რომელიც ცნობილია, როგორც აკაკის ანდერძი.
 გამოსაყენებელი მასალა: გარდა ლექსისა, სასურველია, გამოვიყენოთ ა.წერეთლისა და დიმიტრი  ყიფიანის სურათები. საინტერესო იქნება,თუ მოვისმენთ კიდეც ამ ლექსზე შექმნილ სიმღერას. (შეარჩიე , სად უნდა ჩასვა სიმღერა, პრეზენტაციის რომელ ნაწილში), დაიხმარეთ ყველაზე დიდი საძიებო სისტემა GOOGLE და შეარჩიე, შენი აზრით,  საჭირო მასალა და სურათები.
 გეგმა:
·         შესავალი (რა თემაზე ვსაუბრობთ? გაგვაცანით ლექსი.)
·         ისტორია (ვის მიუძღვნა ეს ლექსი ა.წერეთელმა, რომელ წელს დაიწერა "განთიადი",  ნახსენებია თუ არა ლექსში დიმიტრი ყიფიანი?)
·         დიმიტრი ყიფიანი (ვინ იყო დიმიტრი ყიფიანი? რა გადახდა მას თავს და რატომ? შენი აზრით, რატომ მიუძღვნა ა.წერეთელმა სწორედ მას ლექსი?) სასურველია თუ მოვიძიებთ დიმიტრი ყიფიანის სურათს.
·         საინტერესო ( კარგი იქნება , თუ ვიპოვით რამე საინტერესო  ამბავს, ისტორიას დიმიტრი ყიფიანზე, ა.წერეთელსა და ამ ლექსის შექმნის ისტორიაზე. მაგალითად, ეგზარქოსის შესახებ, რომლის გამოც დიმიტრი ყიფიანი გადაასახლეს, ან სურათს , სად გადაასახლეს და სხვა)
·         შემაჯამებელი მსჯელობა ( შევაფასოთ დიმიტრი ყიფიანის ღვაწლი და ლექსის მნიშვნელობა)  
P.S. პროექტი უნდა აეწყოს POWER POINT–ში , სლაიდშოუს სახით და გაიშვას პროექტორით ეკრანზე. ამიტომ უნდა მომზადდეს ტექსტის როგორც სრული, ისე მოკლე ვერსია. სრული ვერსია განავრცობს მოკლეს, რომელიც პუნქტების სახით გამოჩნდება ეკრანზე.



No comments: