24.11.10

პროექტი - „კაი ყმა“ (ზარმაცის, მაგრამ ნიჭიერის ნაშრომი)

   შესავალი 
  
   კარგ ყმაზე, ანუ ვაჟკაცზე უამრავი ნაწარმოები გვხვდება ქართულ ფოლკლორში, რადგან ეს თემა ქართულ რეალობაში ყოველთვის აქტუალური იყო. ასეთ გმირებს რამდენიმე თვისება ახასიათებდათ, მათ შორის სიმამაცე, შეუპოვრობა ბრძოლის ჟინი, თავდადება და ა.შ. ეს ეპითეტები ფართოდ გვხვდება „ვეფხისტყაოსანში“.
   ნ. ნათაძის აზრით, რაინდობა განვითარებული ფეოდალური კულტურის თანმხლებია, რომელმაც მკვეთრად გამოხატული სახე ევროპის ქვეყნებსა და საქართველოში მიიღო, მისი მტკიცებით, რაინდს (ამ შემთხვევაში ყმას) ჰმართებდა არა მარტო პროფესიული სამსახური, არამედ საგმირო საქმეები და ზოგადად, სიკეთის კეთება - ეს იყო მისი ვალი ღვთის წინაშე.
  
   ზ. კიკნაძის აზრით, ტერმინი „კაი ყმა“ ოდითგანვე არსებობდა ქართულ ცნობიერებაში, ამას ადასტურებს უამრავი ლექსი თუ პოემა, რომელიც ვაჟკაცების სადიდებლად შექმნილა, ზუსტად ამ მოტივებზეა შექმნილი ვაჟას „კაი ყმა“. ფშაველი პოეტის აზრით, გმირი იმდენად არ ზრუნავს თავის თავზე, რამდენადაც სხვებზე და ამ სამსახურისთვის მხოლოდ სახელი რჩება. ის მშიერი უნდა იყოს და სხვების დაპურებაზე ფიქრობდეს, სხვისი სიცოცხლისათვის თავი უნდა გაწიროს. მისი ლექსის მთავარი გმირიც ფოლკლორიდან იღებს სათავეს, მისი პირველსახეა „წმინდა მხედარი“, რომელიც ბოროტი ძალების წინააღმდეგ იბრძვის, ქართულ ზეპირსიტყვიერებაში კი ხშირად გვხვდება ასეთი გმირები (კოპალა, იახსარი), რომლებიც „კაი ყმებად“ იწოდებიან.
   შუა საუკუნეები
  
   ნიკო მარის განმარტებით, ტერმინები „ყმა“, „მოყმე“ XII გამოხატავს წარმოდგენას ისეთი გმირი-ვასალის შესახებ, რომელიც განადიდებდა პატრონს საგმირო საქმეებითა და სპორტული მიღწევებით, ბოროტი სულებისა ან გარეშე მტრის დამარცხებით, ისინი მუდამ ოცნებობენ სახელზე, დიდებაზე, ეძებენ ხიფათს, სარისკო თავგადასავლებს, გამოდიან შეჯიბრებებზე.
   „ვეფხისტყაოსანში“ ეს თვისებები არის საკვანძო გმირების ცხოვრებაში. ზემოთხსენებულ თვისებებთან ყველაზე ახლოს არის ავთანდილი, არაბეთის სპასპეტი, რომელიც არის მონა, თავისი პატრონისთვის საგმირო საქმეებს აკეთებს, გაწაფულია ბრძოლაში, ილაშქრებს ბოროტი სულების წინააღმდეგ და საბოლოოდ პოპულარული ხდება სა სახელსაც იხვეჭს. თუმცა მას აქვს სხვა თვისებებიც, რომელიც ნიკო მარის განმარტებაში არაა ნახსენები. ეს არის სიბრძნე, გამჭრიახობა, გონებრივი სიძლიერე, რომელიც ქართულ ხალხურ თქმულებებში ნაკლებადაა ნახსენები, ფიზიკური სიძლიერისაგან განსხვავებით. ზუსტად ეს თვისება განასხვავებს მას მისი მეგობრების, ფრიდონისა და ტარიელისაგან.
   ”ვეფხისტყაოსანი”
 
   ვეფხისტყაოსანში სამი „კაი ყმა“ გვხვდება, ესენი არიან: ავთანდილი - არაბეთის სპასპეტი; ტარიელი - ინდოელი მხედართმთავარი და ფრიდონი - ზღვისრეთის მმართველი. ისინი ერთად გაივლიან გრძელ გზას და საბოლოოდ მიაღწევენ მათ მთავარ მიზანს - აიღებენ კარგად დაცულ ქაჯეთის ციხეს. სამივე „კაი ყმა“, ანუ ვაჟკაცია, თუმცა ისინი მაინც განსხვავდებიან. ავთანდილი - ბრძენი,გაწონასწორებული, კარგი სტრატეგია, ტარიელის საბრძოლო მონაცემები დანარჩენებისას აღემატება,ის ფიცხი და რომანტიკოსია, ხოლო ფრიდონი - უბრალოდ ბოლომდე ერთგული და კარგი მეგობარია. ეს სამი ერთად ქმნის იმ უძლეველ ტრიოს, რომელიც ურთულეს დავალებებს ასრულებს.
  
   ავთანდილის ანდერძი კი მისი უბადლო სიბრძნის დემონსტრაციაა, სადაც ის საუბრობს გარემოებებზე, მიზეზებზე, რის გამოც უწევს წასვლა, ითხოვს შენდობას გამზრდელის, ანუ მეფე როსტევანის წინაშე. ის იშველიებს პლატონის ფრაზას: „სიცრუე და ორპირობა ავნებს ხორცსა, მერმე სულსა“, რაც საყურადღებოა მე-12 საუკუნის საქართველოსთვის. ამ ნაწყვეტში ძალიან ფაქიზად და ოსტატურად არის წარმოდგენილი ავთანდილი, როგორც ბრძენი, უდიდესი მოაზროვნე, უჭკვიანესი პიროვნება, რასაც შოთა რუსთაველი ახერხებს ბრნული აფორიზმების წარმოდგენით. ავთანდილის ანდერძი ერთ-ერთი საკვანძო და უმნიშვნელოვანესი ნაწყვეტია „ვეფხისტყაოსანში“ და არის ცოდნისა და ფილოსოფიის უდიდესი განსახიერება.
   „კაცმან ვით პოვოს, ღმრთისაგან რაც არა დანაბადია“ - კაცი იმას ვერასდროს იპოვის, რაც ღმერთს არ სურს.                                                                                                                   „თუცა მართებს დედაკაცსა მამაცისა დიდი კრძალვა, მაგრამ მეტად უარეა არა-თქმა და ჭირთა მალვა“ - დედაკაცს მამაკაცის პატივისცემა მართებს, თუმცა გასაჭირის დამალვა უარესია.                                                                                                                                       „არ შეუდრკების ჭაბუკი კარგი მახვილთა კვეთასა“ - ვაჟკაცი მტრის იარაღს არ უნდა შეუშინდეს.                                                                                                                                               „ვინ მოყვარესა არ ეძებს, იგი თავისა მტერია“ - ვინც მეგობარს არ ეძებს, თავის თავს მტრობს.                                                                                                                                                        „არას გარგებს სწავლულება, თუ არა იქმ ბრძენთა თქმულსა“ - ცოდნას აზრი არ აქვს, თუ არ გაიაზრებ მას.                                                                                                                                 „გონიერსა მწვრთნელი უყვარს, უგუნურსა გულსა ჰგმირდეს“ - გონიერს ტვინის ვარჯიში უყვარს, ხოლო უგუნურს - სძულს.                                                                                      „იგი მიენდოს სოფელსა, ვინცა თავისა მტერია“ - თავისი თავის მტერს ბედი დასჯის.
   ვაჟა-ფშაველას - ”კაი ყმა”
   ვაჟას „კაი ყმაში“ იკვეთება რამდენიმე უმნიშვნელოვანესი თვისება, რომელიც ვაჟკავს აუცილებლად უნდა ჰქონდეს: უნდა იყოს ბრძოლის ველზე, მტერს წინ შეეგებოს და მათ რისხვა დაატეხოს; ტკივილი არ უნდა შეიმჩნიოს; სიკვდილს თავზარი დასცეს; უნდა იყოს იმედი, საჭირო, სარგებლიანი ადამიანი; ბრძოლის ველზე პირველი უნდა მივიდეს და ბოლო წამოვიდეს; ნადავლის დატაცების მაგივრად ბოლომდე მტერზე უნდა იყოს კონცენტრირებული; უნდა ფხიზლობდეს როცა სხვებს სძინავთ; სწორი მიმართულების არჩევა უნდა შეეძლოს; უნდა ჰქონდეს ნებისყოფა, რომ არ აჰყვეს ცდუნებას; მტრის ჯავრი უნდა ჰქონდეს; უსამართლობას უნდა ებრძოდეს; თავმდაბლობა უნდა გამოიჩინოს(თავი არ უნდა დაიფასოს); უქონელი გარდაიცვალოს(მისთვის მთავარი პრიორიტეტი უნდა იყოს სახელი და არა ქონება) და ბოლო, ყველაზე მთავარი - სამშობლოსთვის უნდა იღვაწოს - აი ამ პუნქტების გაერთიანების შედეგად შესაძლებელია ჩამოვაყალიბოთ ვაჟასთვის იდეალური „კაი ყმა“.
  
   ვაჟა ფშაველამ ეს ლექსი დაწერა 1909 წელს, მოგეხსენებათ ეს იყო მეფის რუსეთის პერიოდი, საქართველო კი უზარმაზარი იმპერიის ერთი ნაწილი იყო. ვაჟა ვერ ეგუებოდა სხვა ქვეყნის ქვეშევრდომობას, ისევე როგორც იმ პერიოდის ქართული ინტელიგენცია, მათი მიზანი კი ქვეყნის ამ უღლიდან განთავისუფლება იყო, მან კი, ჩემი აზრით, ამ ლექსით წარმოგვიდგინა იდეალური ვაჟკაცი, ქართველი მეომარი, რომელსაც უნდა ებრძოლა ქვეყნისთვის, ეროვნულობისთვის, მდგარიყო მისი ინტერესების სადარაჯოზე, რომელიც მტერს რისხვას დაატეხდა, რისხვის ობიექტი კი, რასაკვირველია, რუსეთი უნდა ყოფილიყო. ამგვარი ნაციონალური ქვეტექსტებით მრავლად იყო გაჯერებული იმდროინდელი ქართული პოეზია.
   დასკვნითი ნაწილი
   „ვეფხისტყაოსნის“ გმირები არიან XII საუკუნის მწერლის ფანტაზიის ნაყოფი, ხოლო ვაჟა XIX-XX საუკუნეებში მოღვაწეობდა, შვიდსაუკუნოვანი ეპოქალური განსხვავება კი თავის როლს თამაშობს, რადგანაც ლირიკული გმირების მისია სხვადასხვანაირია, როცა „ვეფხისტყაოსანში“ მთავარი გმირი მეგობრების დახმარებაზე და პირად სურვილებზეა კონცენტრირებული, „კაი ყმაში“ მისი დანიშნულება, პირველ რიგში სამშობლოს დაცვაა. ეს განპირობებულია ისტორიულ-გეოპოლიტიკური ვითარებითა და მწერლის ინტერესებით. შოთა რუსთაველი მოღვაწეობდა ოქროს ხანაში, როდესაც ყველაფერი განვითარების ზენიტში იყო, მას არ უწევდა ფიქრი იმაზე, რაზეც ვაჟას დროიდელი თაობა ფიქრობდა, მოგეხსენებათ ეს სამშობლო იყო. იმდროინდელი ქვეყნის ინტერესები განსხვავდებოდა საუკუნეების წინანდელისაგან.
                                                                                        

6 comments:

Unknown said...

dzaliiaan magariiaa!! gaixarrett :* dzaliann gamomadga es temaa !

Unknown said...

რა მართებს კაი ყმას მშვიდობის ჟამს?

Anonymous said...

ის რომ უყურადგებოდ არიყოს მიუხედაად იმისა რომ სიმშვიდეა.ანუ მზად უნდა იყოს <3

Anonymous said...

rogoria 21 e saukinis kargi yam an vis sheidzleba vuwodot eg tituli?arsebobs ki

Anonymous said...

IQNEB

Anonymous said...

IQNEB IBADEBA PIROVNEBA ROMELSHIC 3IVE GMIRIA GAERTIANEBULI IQNEB YVELAM YVELAFERI ICIS DA ARAVIN ARAFERS AMBOBS DASAXMAREBLAD...