29.6.12

ტროპი

          ტროპი (ბერძნ. tropos) - გადატანითი მნიშვნელობით ხმარებული ყველა სიტყვა, წინადადება.
    ტროპის ბუნება არაპირდაპირი მნიშვნელობით გამოყენების ხასიათით ისაზღვრება. სიტყვის გადატანითი მნიშვნელობით ხმარება სიტყვას ხდის პოეტურს, მეტყველებას ექსპრესიულს და აზრს მრავალფეროვანს.
  ტროპის სახეებია: შედარება, მეტაფორა, გაპიროვნება, ეპითეტი, ჰიპერბოლა, სიმბოლო, ირონია, ალეგორია, პერიფრაზი, სინეკდოქე, მეტონომია, ლიტოტესი.
  ტროპის ყველა სახე თავდაპირველად გამოიყენებოდა ლექსიკის შესავსებად, მაგრამ შემდეგ იქცა მხატვრული ნაწარმოების სამკაულად.

No comments: